როგორ უნდა მოიქცეს ორსული ქალი, მომავალი ბავშვი ლამაზი რომ იყოს

მომავალი მშობლების პირველი კითხვა, ესაა _ ვის დაემსგავსება მათი შვილი? ზოგჯერ ბავშვები დედ-მამის ნაცვლად ბებიას, ბაბუას, დეიდას, მამიდას ან ბიძას ემსგავსებიან. გენეტიკური საოცრებები მეცნიერებისთვისაც ბოლომდე შეუცნობელია.

ძველად ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ბავშვის გარეგნობაზე დიდ გავლენას ახდენს დედის ორსულობის პერიოდის ფსიქოლოგიური განცდები. წინათაც და ახლაც, აღმოსავლეთის ქვეყნებში ფეხმძიმე ქალის ოთახს ლამაზი სურათებით, გობელენებით, ყვავილებით, სურნელოვანი ნივთებით რთავენ. ძცელად ორსული ცოლებისთვის მუსიკოსებსა და პოეტებსაც კი ქირაონდნენ. ბლავატსკაიას წიგნში „იზიდას მხიარულება“ უამრავი საინტერესო მაგალითი მოყავს, რომელიც ამ აღმოსავლურ რწმენას ასაბუთებს. იგი ყვება ბავშვზე რომელიც შუბლზე სისხლიანი ჭრილობით იმის გამო დაიბადა, რომ ორსულ დედას მამა ხმლით ემუქრებოდა და სწორედ შუბლის მიმართულებით უმიზნებდა. მეორე შემთხვევაში კი ორსულმა ქალმა რომელმაც დანახა როგორ ჭრიდა ყასაბი ღორის თავს შუაზე, გააჩინა ბავშვი, რომელსაც სახე _ ქვედა ტუჩიდან ცხვირის ნესტოებამდე _გაპობილი ჰქონდა.

პლავატსკაია წერს, რომ რუსეთში, სარატოვის საოლქო სასამართლოში, იყო მოსამართლე, რომელიც მარჯვენა ლოყაზე მუდმივად ატარებდა სახვევს. ამ ადგილზე მას თაგვის მკაფიო გამოსახულება ჰქონდა. თაგვის ტანი ლოყაზე რელიეფურად იყო ამომჯდარი, კუდი კი საფერთქლისკენ მიემართებოდა და თმებში იმალებოდა. მოსამართლის ლოყაზე გამოსახული თაგვი ნაცრისფრად ბზინავდა და ძალიან ჰგავდა ბუნებრივს. ამ ადამიანის განმარტებით, დედამისს ძალიან ეზიზღებოდა თაგვები. ერთხელ, ორსულობის დროს მას საკუჭნაოში ძველი ჩანთა გაუხსნია, საიდანაც თაგვი ამომხტარა და სახეზე შეხტომია.

ფეხმძიმე ქალმა მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე ჟოლოთი სავსე ფინჯანი დაინახა და მისი შეჭმა ძალიან მოუნდა, მაგრამ სურვილი ვერ აისრულა. ამის გამო ლოყაზე შემოურტყამს და უთქვამს, „როგორ მინდა ჟოლო!“ ბავშვს, რომელიც 3 ვირის შემდეგ გაჩნდა, ყელზე, მარჯვენა მხარეს მკვეთრად გამოხატული ჟოლოს ფორმის ნიშანი ჰქონდა. ჟოლოს სიმწიფის პერიოდში გამოსახულება მუწ წითლად იფერებოდა, ზამთარში კი_ ბაცდებოდა.

ყველამ იცის რომ ფეხმძიმობის პროცესს თან ახლავს მომატებული მგრძნობელობა. გარდა ამისა, ორსული ქალის ენერგეტიკა გაცილებით დაძაბულია. მეცნიერები თვლიან, რომ მომავალი ბავშვის გარეგნობაზე ფიზიკური მემკვიდრეობისა და ორსულის ფსიქოლოგიურ განცდებთან ეთად მოქმედებს კარმული ფაქტორიც. კარმას აქვს ძირითადი ორიენტირი, რომელზეც გამოკიდებულია არა მხოლოდ ინდივიდის გარეგნობა, არამედ მისი მომავალი ცხოვრება, ბედ-იღბალი, სულიერება და ა.შ. რაც შეეხება გადახრებს რომელიც დედის ფეხმძიმობის პერიოდში ძლიერი შთაბეჭდილებების გამო განვითარდა, როგორც ჩანს, ასევე კარმის გავლენაა. ითვლება, რომ უმიზეზოდ ადამიანს არაფერი ემართება, გამსაკუთრებით-უბედურება. აქედან გამომდინარე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალ დედას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს პირმშოს გარეგნობაზე. ძველ საბერძნეთში ორსული ქალის საწოლთან ლამაზ, ძვირფას ქანდაკებებს დგამდნენ.

მომავალმა დედამ, თუ სურს ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოს, უბრალოდ უნდა გაითვალისწონოს ძველი რჩევა და ხშირად იყოს ჰარმონიულ, ლამაზ გარემოში. სილამაზეს და ჰარმონიას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს.

20-01-2017, 11:04

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно