როგორ მიხვდებით, რომ თქვენ მშობიარობა დაგეწყოთ?

გავიდა 9 თვე და მშობიარობის დრო მოახლოვდა. ღელავთ, შიშობთ, როგორ წარიმართება მსობიარობა. თავს უფრო მშიდად იგრძნობთ, თუ კარგად გექნებათ გაცნობიერებული, რა ხდება თქვენს ორგანიზმში მშობიარობის ამა თუ იმ ეტაპზე. რელაქსაციური და სუნთქვითი ვარჯიშები წინასწარ დაამუშავეთ, რათა მშობიარობის დროს მოვლითი ტკივილები აიტანოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეიძლება ღელავთ, რომ ვერ ხვდებით, როდის დაგეწყებათ მშობიარობა. შეიძლება პირველი სამშობიარო შეტევები საშვილოსნის შეკუმშვებში აგერიოთ, რომლებიც შესაძლოა ორსულობის ბოლო კვირებში განვითარდა. ასეთ დროს, ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ.

მშობიარობის ნიშნები:

სისხლიანი გამონადენი – ლორწოს სქელი, სისხლის ლაქებიანი საცობი, რომლებიც ორსულობისას საშვილოსნოს ყელს კეტავდა, როგორც წესი მშობიარობის დაწყებამდე ან მის საწყის ეტაპზე გამოდის საშოდან. გამონადენი შეიძლება მშობიარობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდეს. ამიტომ დაიცადეთ, სანამ მუცლის ან ზურგის ტკივილი არ დაგეწყებათ ან წყლებს არ დაღვრით და მხოლოდ ამის შემდეგ დარეკეთ მეანთან და სამშობიაროში.

წყლების დაღვრა – სანაყოფე პარკი, რომელიც გარს აკრავს ბავშვს, შეიძლება მშობიარობის ნებისმიერ მომენტში გასკდეს და სანაყოფე სითხე დიდი რაოდენობით დაიღვაროს, თუმცა შეიძლება წვრილ ნაკადად ჩამოვიდეს, თუ ამას ბავშვის თავი უკეტავს გზას.

დაუყოვნებლივ დარეკეთ მეანთან ან სამშობიაროში. შეტევები რომც არ გქონდეთ, მაინც მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ ინფექციური გართულებები. იხმარეთ ჰიგიენური საფენი.

სამშობიარო ტკივილი – სამშობიარო შეტევა შეიძლება ზურგის ყრუ ტკივილით ან ბარძაყების მიდამოებში მწვავე ტკივილით დაიწყოს. მოგვიანებით მუცელშიც იგრძნობთ მოვლით ტკივილს, დაახლოებით მენსტრუალური ტკივილის მაგვარს.

როცა მოვლითი ტკივილი გახშირდება, ჩაინიშნეთ მათი გამოვლენის დრო. თუ ფიქრობთ, რომ მშობიარობა დაგეწყოთ, სამშობიაროში ან მეანთან დარეკეთ. თუ ტკივილის შეტევა ყოველ 5 წუთში ერთხელ არ მეორდება, ან ძალზე მტკივნეული არ არის, ნუ იჩქარებთ სამშობიაროში წასვლას. მით უმეტეს, რომ პირველი მშობიარობა დაახლოებით 12-14 საათს გრძელდება. ამიტომ უმჯობესია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და პირველი რამოდენიმე საათი გაატაროთ შინ. თუ სანაყოფე სითხე არ დაგიღვრიათ შეგიძლიათ, თბილ აბაზანაში ჩაწვეთ. ტკივილი რომ გაგიძლიერდებათ და შეტევები ყოველ 5 წუთში გაგიმეორდებათ, ე.ი დროა სამშობიაროში წახვიდეთ.

ცრუ შეტევები – საშვილოსნო მთელი ორსულობის განმავლობაში იკუმშება. ბოლო კვირებში შეკუმშშვის ცრუ შეტევები შეიძლება გაძლიერდეს და გეგონოთ, რომ მშობიარობა დაგეწყოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მშობიარობის დროს ტკივილი მოვლით ხასიათს იღებს, რომელიც თანდათან ძლიერდება და ხშირდება, ამით მიხვდებით, სინამდვილეში როდის დაიწყება პროცესი. ზოგჯერ ტკივილი იწყება და შემდეგ ნელდება. ნუ დაჯდებით, ნელა იმოძრავეთ ოთახში, ტკივილი პერიოდულად განმეორდება.

ჩაინიშნეთ ერთი საათის განმავლობაში როდის დაგეწყოთ და დაგიმთავრდათ ტკივილის თითოეული შეტევა, მოვლითი ტკივილი უნდა გაძლიერდეს და გახშირდეს. როდესაც შეტევის ხანგრძლივობა 40 წამს მიაღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობიარობა იწყება.

მარიამ მახნიაშვილი

წყარო : ორსულობა და ბავშვის მოვლა

20-01-2017, 10:59

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно