როგორ უნდა გაიადვილოთ მშობიარობა - მოემზადეთ წინასწარ

წინასამშობიარო სამზადისი რომ სწორად წარიმართოს, ამისათვის გარკვეული თეორიული ცოდნაც საჭიროა და პრაქტიკული რჩევებიც. თეორიულ საკითხებში სჯობს, იმ ექიმმა გაგარკვიოთ, ვინც მშობიარობა უნდა მიიღოს. პრაქტიკული ნაწილის ასათვისებლად კი სპეციალური ლიტერატურა ან სულაც ჩვენი საიტი გამოიყენეთ. როცა ყველაფერი წინასწარ გააზრებული გექნებათ, მშობიარობა უფრო გაგიიოლდებათ. უნდა იცოდეთ, როგორ წარიმართება მშობიარობა, რა სახის ტკივილი უნდა გამოსცადოთ და რამდენ ხანს გაგრძელდება იგი.

თუ სათანადო ცოდნით "შეიარაღდებით", არც სტრესის ქვეშ მოექცევით და არც პანიკა შეგიპყრობთ. ეს გადამეტებული ემოციები ყოველთვის ართულებს საქმეს.
როცა ყველაფერი იცის, ქალი უფრო თავდაჯერებული და მობილიზებულია, მშობიარობის დროს უფრო ადეკვატური ქცევები ახასიათებს. ამით ექიმსაც ხელს უწყობს, რომ თავისი საქმე კარგად შეასრულოს და საკუთარ თავსაც მეტ შვებას გვრის.

ორსულებს ხშირად აწუხებთ კითხვა, უყურონ თუ არა მშობიარობის ამსახველ ვიდეოკადრებს, რომლებიც ინტერნეტში მრავლად მოიძებნება.

პირველ რიგში, გააჩნია რამდენად ემოციურად გაწონასწაორებული ხართ. თუ ორსულობამდეც შეგინიშნავთ, რომ მძიმე კადრები თქვენზე ზედმეტად დამთრგუნველად მოქმედებს, მაშინ თავი შეიკავეთ. თუ არადა, ღირს, რომ უყუროთ. ოღონდ წინასწარ შიშით ნუ განეწყობით. პირიქით, ცივი გონებით შეხედეთ და მხოლოდ როგორც ინფორმაციის წყარო, ისე აღიქვით.

რაც მთავარია, შიში დაივიწყეთ. მშობიარობა იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ ორგანიზმი თავად არეგულირებს მას. არც ტკივილები გრძელდება ისე უსაშველოდ დიდხანს, როგორც ამას ნაცნობები გიამბობენ. ნუ მოუსმენთ გამოცდილი დაქალების ვიშვიშს "რა გელის, შე საწყალო" და ასე შემდეგ (როგორც წესი, ასეთ ისტორიებს ისინი ყვებიან, ვისაც მშობიარობა გაურთულდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც გაგირთულდებათ და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებით). თუ ორსულობის დროს ექიმის ყველა მითითებას ასრულებდით და ჯანმრთელ ორსულად ითვლებით, საშიში არაფერია. ბუნებამ იმაზეც იზრუნა, რომ ტკივილიდან ტკივილამდე დასვენების საშუალება მოგეცეთ. "მოუსმინეთ" თქვენს ორგანიზმს და ის თავადაც გიკარნახებთ, როდის რა უნდა გააკეთოთ. პანიკა და ისტერიკა
სრულიად ზედმეტია. ეს ტკივილებსაც აძლიერებს და პროცესის


ნორმალურად განვითარებასაც აფერხებს.

გახსოვდეთ, ყოველგვარი გართულებების გარეშე ბევრად მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე სხვადასხვა გართულებით. მთავარია, უსმინოთ ექიმს, იყოთ მშვიდად, სწორად და კარგად ისუნთქოთ - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორად სუნთქვის სწავლაც შეიძლება. დააკვირდეთ, რა სიხშირით გრძელდება ტკივილი. როცა შეტევით ტკივილებს შორის თანაბარი პერიოდები გადის (დაახლოებით 45-წუთიანი შუალედებიდან იწყება და მშობიარობის წინ 1-წუთიან შუალედებამდე მიდის), ეს სამშობიარო ტკივილია. ხანდახან, ტკივილის ნაცვლად მანიშნებელი წყლების დაღვრაა. მთავარია, სიმშვიდე და საღი გონება. პანიკა არაფერში გარგებთ. გაიხსენეთ, რომ თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვინც მშობიარობს. მოუსმინეთ თქვენს სხეულს, მოსუმინეთ ბავშვს, რომელიც თქვენს მუცელში ბინადრობს და ყველაფერი კარგად იქნება.

20-01-2017, 10:57

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно