საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა და მშობიარობა

– საკეისრო კვეთის ჩვენების მომატებამ ხელი შეუწყო საკეისრო კვეთის პროცენტულ ზრდას, შედეგად პრობლემური გახდა გადატანილი საკეისრო კვეთის შემდგომ ბუნებრივი სამშობიარო გზით მშობიარობა. მსოფლიოში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი საკეისრო კვეთის ჩინეთშია 46%, იტალიაში 40%, ამერიკის შეერეთებულ შტატებში 33%, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით იდეალურია 15%.


381_85457


მეცნიერული კვლევების მიხედვით, ქალების 40-80% რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოზე (მიომექტომია, საკეისრო კვეთა და სხვა…) მშობიარობენ ბუნებრივი სამშობიარო გზით.

დადგენილია რომ საშვილოსნოს მიომეტრიუმის ნაწიბურის რეპარაცია (აღდგენა) სრულდება 6-8 თვეში. ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ საშვილოსნოს მიომეტრიუმის რეპარაციულ პროცესებზე შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

I – არაოპერაციული: ექსტრაგენიტანული დაავადება, ორსულობის და მშობიარობის გართულება, ინფექცია, მიომეტრიუმის საწყისი მდგომარეობა, იმუნოდეფიციტი.

II – ოპერაციული: განაკვეთის ანატომიური მდებარეობა, საკერავი მასალის ტიპი, მიომერიუმის აღდგენის მეთოდი, ჭრილობის იზოლირება, ჭრილობის განაკვეთში ქსოვილების იშემია და ზეწოლა.

საშვილოსნოს კედლის მიომეტრიუმის ნაკერი/ნაწიბური წარმოადგენს მკვრივ წარმონაქმნს რომელიც შედგება გიალინიზირებული მდიდარი კოლლაგენური ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან რომელიც წარმოიქმნება ქსოვილების მთლიანობის დარღვევის შემდეგ რეგენერაციის შედეგად. საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდში მშობიარობის მსურველთათვის სასურველია ორსულობის დაგეგმამდე ჩაიტარონ ჰისტეროგრაფიული ან ჰისტეროსკოპიული კვლევა საშვილოსნოს კედლის ნაწიბურის სრულფასოვნების შესაფასებლად.

– გადატანილი საკეისრო კვეთის შემდგომი მშობიარობა.

ორსულობის დაგეგმვა მიზანშეწონილია ერთ წელიწადში.

ერთჯერ გადატანილი საკეისრო კვეთის შემდეგ განმეორებითი ორსულობის შემთხვევაში ბუნებრივი გზით მშობიარობის უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ მშობიარობის მართვის გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა შეფასდეს საშოსმხრივი მშობიარობის სარგებელი და გართულების პოტენციური რისკი! ბუნებრივი გზით მშობიარობის ალბათობა მატულობს თუ: პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ბუნებრივი გზით მშობიარობა, თუ სამშობიარო მოქმედება სპონტანურად აღიძვრა, ერთჯერ გადატანილი საკეისრო კვეთა და სხვა…

პირველი ჩვენება რის გამოც განმეორებითი ორსულობა მთავრდება საკეისრო კვეთით, არის პირველი საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობის პერიოდში საშვილოსნოს კედლის, მიომეტრიუმის არასრულფასოვნი ნაწიბურის ჩამოყალიბება, შედეგად მისი კლინიკური გამოვლენის რისკი მიმდინარე ორსულობის და მშობიარობის პერიოდში, ქრონიკულად არსებული ექსტრაგენიტალური დაავადება და ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა.

მეორე ჩვენების მიზეზი რის გამოც განმეორებითი ორსულობა მთავრდება საკეისრო კვეთით გამომდინარეობს თვით პაციენტისგან. უმეტეს შემთხვევაში თვითონ ორსულს არ აქვს ბუნებრივი გზით მშობიარობის მცდელობის სურვილი. ბუნებრივი გზით მშობიარობის შესაძლებლობის რეკომენდაციის მიუხედავად და მშობიარობის მოსალოდნელი / შესაძლო გართულების რისკის შეფასების შემდეგ პირიქით, პაციენტს ურჩევნია მეორედ შემდგარი ორსულობა დამთავრდეს გეგმიური საკეისრო კვეთის ოპერაციის არჩევით, დედის მოთხოვნით.

განმეორებითი ორსულობის პროგრესირების პერიოდში მონიტორინგი საშვილოსნოს კედლის ნაწიბურის სრულფასოვნებაზე შესაძლებელია აბდომინალური და ვაგინალური ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიული ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით ორსულობის 37-39 კვირის ვადაზე. საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა, მშობიარობა სპეციფიურია და თხოულობს მაღალი ხარისხის კვალიფიციურ მართვას, შესაძლოა ზომიერად ორსულობის და მეტად მშობიარობის პერიოდში ნაყოფის მწვავედ განვითარებული ჰიპოქსიის, საშვილოსნოს კედლის ძველი ნაწიბურის გახსნის, გახევის, სისხლდენის განვითარების და გადაუდებელი ფართო ოპერაციული ჩარევის პოტენციური რისკის გამო. მშობიარობის მართვის პერიოდში მნიშვნელოვანია უწყვეტი მონიტორინგი ნაყოფზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე და დედის ჯანმრთელობაზე. აუცილებელია სამეანო/ქირურგიული ოპერაციული ჯგუფის: ქირურგი მეანის, ანასტეზიოლოგის, რეანიმატოლოგის, ტრანსფუზიოლოგის, პედიატრის, სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სადღეღამისო მზადყოფნა შესაძლო გართუდების შემთხვევაში სრული გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისთვის და სხვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

მაღალი რისკის მშობიარის მართვის პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმის და სამედიცინო პერსონალის იურიდიული დაცვის, პროფესიული დაზღვევის ხარიხის დონე.

– პლაცენტის მიმაგრების ანომალიები

ბუნებრივია გადატანილი საკეისრო კვეთის რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს მიმდინარე ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში შესაძლო პლაცენტის მიმაგრების ანომალიების სიხშირე და მასთან დაკავშირებული გართულებები: პლაცენტის წინმდებარეობა, პლაცენტის მჭიდრო მიმაგრება და ზოგიერთ შემთხვევაში შეზრდა საშვილოსნოს მიომეტრიუმში, პერიმეტრიუმში, შარდის ბუშტში, შარდსაწვეთში, ნაწლავში (Placenta accreta – increta,percreta). ჩამოთვლილი შესაძლო გართულებები წარმოადგენს ორსულის და მშობიარის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და ზრდის ჯანმრთელობის გართულების პოტენციურ რისკს: ცისტოტომიის, შარდსაწვეთის ტრავმის, სისხლდენის, ფილტვის არტერიის ემბოლიის და რეანიმაციის.

პლაცენტის შეზრდა მიომეტრიუმში მატულობს პლაცენტის წინმდებარეობის შემთხვევაში 40%, წინმდებარეობის გარეშე 5%.

პლაცენტის მიმაგრების ანომალიების დიაგნოსტიკა შესაძლებელია ულტრაბგერითი კვლევით დოპლეროგრაფიით რომლის დადებითი პროგნოზირებადი ღირებულება აღწევს მგრძნობელობის 77 – 93% და სპეციფიურობის 71 – 91%.

პლაცენტის მიომეტრიუმში შეზრდის შემთხვევაში აბდომინალური / ვაგინალური სამეანო ულტრაბგერითი კვლევისას დამახასიათებელია:

ჰიპოექოგენობის საზღვრის დაკარგვა შარდის ბუშტსა და პლაცენტას შორის, ლაკუნების არსებობა, მომატებული ვასკულარიზაცია დოპლეროგრაფიით, ერთ მილიმეტრზე ნაკლები მიომეტრიუმის სისქე ან მიომეტრიუმის ვიზუალიზაციის დაკარგვა.

პლაცენტის საშვილოსნოს მიომეტრიუმში შეზრდის შემთხვევაში ორსულობა უნდა დამთავრდეს გეგმიური საკეისრო კვეთით, საშვილოსნოს ფუძის დონეზე კეთდება განაკვეთი და ნაყოფის ამოყვანა, ხოლო შემდეგ პლაცენტის მოცილების მცდელობის გარეშე საშვილოსნოს ამოკვეთა – ჰისტერექტომია. პლაცენტის ხელით იძულებით მოცილება უშედეგო მცდელობაა და იწვევს სისხლდენას, ხოლო მასიური სისხლის დანაკარგი სხვა გართულების განვითარებას. ოპერაციამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის საოპერაციო და სარეანიმაციო ჯგუფი.

ორსულობის დასრულების პროგნოზირებადი ვადა გეგმიური საკეისრო კვეთის დასაგეგმად არარეგლამენტირებულია რომელიც დაკავშირებულია პლაცენტის შეზრდის ხარისხთან და კლინიკურ გარემოებებთან.
<!--more--><!--more--><!--more--><!--more--><!--more--><!--more--><!--more--><!--more--><!--more-->


Placenta Accreta











































17-01-2017, 19:12

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно
ჰისტერექტომიისა და მჭიდროთ მიმაგრებული პლაცენტის განვითარების რისკი გადატანილი საკესრო კვეთის რაოდენობასთან შეფარდებით
საკეისრო კვეთაპლაცენტის მიმაგრების ანომალიები

[სიხშირე (%)]
ჰისტერექტომია

[სიხშირე (%)]
პირველი15 (0.2)40 (0.7)
მეორე49 (0.3)67 (0.4)
მესამე36 (0.6)57 (0.9)
მეოთხე31 (2.1)35 (2.4)
მეხუთე6 (2.3)9 (3.5)
მეექვსე და მეტი6 (6.7)8 (9.0)