რა უნდა იცოდეს ორსულმა ქალმა საკეისრო კვეთის შესახებ

საკეისრო კვეთის მაჩვენებელი როგორც განვითარებულ, ისე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, საკმაოდ მაღალია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მესამე ორსულობა საკეისრო კვეთით მთავრდება (33%). ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის ოპტიმალური დონე 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

უახლესი კვლევების მიხედვით, საკეისრო კვეთით მშობიარობის მზარდ ტენდენციას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მრავალნაყოფიანი ორსულობისა და არასასქესო ორგანოების დაავადებების მომატებული სიხშირე და ასევე ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება. გარდა ამისა, საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობიარობის ამ მეთოდზე ორსული ქალების გაზრდილი მოთხოვნილება სახელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკეისრო კვეთა ქალის მოთხოვნით, როგორც წესი, სამედიცინო ჩვენებით არ არის განპირობებული. გამომდინარე აქედან, მშობიარობის მეთოდის არჩევისას ორსული ქალის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკეისრო კვეთის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკებისა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ მის სრულყოფილ ინფორმირებულობას და ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას. ამავდროულად, თუ წყვილს დაგეგმილი აქვს 3 ან მეტი შვილის ყოლა, საკეისრო კვეთის არჩევის შემთხვევაში ეს მიზანი მათთვის შეიძლება განუხორციელებელი დარჩეს. ხოლო თუ ქალის მიერ საკეისრო კვეთის მოთხოვნა სამშობიარო ტკივილის შიშით არის განპირობებული, ის ინფორმირებული უნდა იქნას ასევე სამშობიარო ტკივილის მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ.


რისკები და გართულებები


მშობიარობის მეთოდი გავლენას ახდენს როგორც თქვენი, ისე თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, პირველი საკეისრო კვეთა განაპირობებს შემდგომი მშობიარობის მეთოდის არჩევანსა და მის უსაფრთხოებას.
დაბალი რისკის მქონე ქალებში პირველი მშობიარობისას გეგმიური საკეისრო კვეთის არჩევანი სამედიცინო ჩვენებების გარეშე პოტენციური საფრთხის შემცველია. ეს აიხსნება იმით, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობასთან შედარებით, საკეისრო კვეთის ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვნად მატულობს სიცოცხლისათვის საშიში ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა:
მწვავე სისხლდენა;
თრომბოემბოლია;
შარდის ბუშტის დაზიანება;
ნაწლავების გაუვალობა;
ჭრილობის ინფიცირება;
ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა);
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდის გახანგრძლივება;
განმეორებითი ჰოსპიტალიზაცის რისკის გაორმაგება და განმეორებითი ოპერაციული ჩარევა გართულებების გამო.
გარდა ამისა, საკეისრო კვეთის შედეგად წარმოქმნილმა საშვილოსნოს ნაწიბურმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სხვადასხვა გართულებები მომდევნო ორსულობისა და მშობიარობის დროს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის სიცოცხლეს. ასეთი გართულებებია, მაგალითად:
მწვავე სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია ნაწიბურით განპირობებული შემდეგი ფაქტორებით:- პლაცენტის წინმდებარეობა, როდესაც პლაცენტა ნაწილობრივ ან მთლიანად ახშობს საშვილოსნოდან გამოსავალს.
ეს პათოლოგია 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება საშვილოსნოს ნაწიბურის არსებობისას;- მჭიდროდ მიმაგრებული პლაცენტა (პლაცენტის ჩაზრდა საშვილოსნოს კუნთოვანი შრის სიღრმეში);- პლაცენტის ნაადრევი აცლა;- არასრულყოფილი საშვილოსნოს ნაწიბური და, შესაბამისად, საშვილოსნოს გახევის გაზრდილი რისკი.
ნაადრევი მშობიარობა;
ახალშობილის მცირე წონა;
მკვდრადშობადობა.
ბუნებრივი გზით მშობიარობისაგან განსხვავებით, საკეისრო კვეთისთვის დამახიათებელ გართულებათა რიცხვს მიეკუთვნება ასევე:

მწვავე სისხლდენა;
თრომბოემბოლია


გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე


დაწყებას განაპირობებს მუცლადმყოფი ნაყოფი, რომელიც დედის ორგანიზმში გამოყოფილი ჰორმონის ზემოქმედებით
უკვე მზადაა დაბადებისთვის. შესაბამისად, გეგმიური საკეისრო კვეთა ტარდება მოუმზადებელ ნაყოფზე, რადგან ამ დროს სამშობიარო მოქმედება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. ამასთანავე, ბუნებრივი გზით მშობიარობისას ბავშვის ფილტვებიდან გამოიყოფა სითხე, რაც დაბადების შემდეგ მისი ნორმალური სუნთქვის საწინდარია. გამომდინარე აქედან, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ახალშობილებში იზრდება სასუნთქი ორგანოების დაავადებების, განსაკუთრებით რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სიხშირე.
ამავდროულად, სამშობიარო არხში გავლისას ბავშვს კონტაქტი აქვს საშოში არსებულ იმუნომასტიმულირებელ ბაქტერიებთან, რაც ხელს უწყობს იმუნური დაცვის მექანიზმის გამომუშავებას. საკეისრო კვეთით მშობიარობისას ბავშვი ამ შესაძლებლობას მოკლებულია. გარდა ამისა, ოპერაციის დროს დედისათვის პროფილაქტიკის მიზნით დანიშნული ანტიბიოტიკები აბრკოლებენ ნაყოფში ნორმალური ნაწლავური ფლორის კოლონიზაციას, რითაც შეიძლება აიხსნას ასეთ ბავშვებში ინფექციური და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის, ასთმის, დიაბეტისა და ალერგიული რინიტის, გაზრდილი რისკი.

მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულებების მიხედვით, საკეისრო კვეთით მშობიარობის გავლენა იმუნურ და ენდოკრინულ ფუნქციებზე მოგვიანებით განაპირობებს ბავშვებში სიმსუქნის განვითარებას.
მრავალი კვლევის თანახმად, საკეისრო კვეთა ასევე უარყოფითად მოქმედებს ძუძუთი კვების ადრეულ დაწყებაზე და, ზოგადად, ძუძუთი კვებაზე.

აღნიშნული მიზეზების გამო საკეისრო კვეთის შედეგად მატულობს დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები. ზოგიერთი კვლევის თანახმად, დედათა სიკვდილიანობის რისკი საკეისრო კვეთით მშობიარობის დროს თითქმის 4-ჯერ მაღალია ბუნებრივი გზით მშობიარობასთან შედარებით. ხშირია ასევე ფსიქოსოციალური გართულებები, მათ შორის შემდგომი დაორსულებისა და, შესაბამისად, შობადობის სურვილის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

16-01-2017, 15:42

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно