მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

აღზარდო შვილი, ეს ცხოვრების საუკეთესო გამოწვევა, რომელსაც თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მნიშვნელოვანია, რა ასაკში გადაწყვეტთ დედობას, რადგან ასაკი ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს. და მაინც, რა ასაკია ყველაზე კარგი დედობისთვის? მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ დედობა ყველაზე კარგი 35 წლის შემდეგაა.





ქალები 30-40 წლის ასაკში უფრო რეალიზებულები არიან და იციან რა უნდათ, ასევე, მომწიფებულებიც არიან და მზად არიან დედობისათვის. აქამდე, ითვლებოდა რომ დედობა 35 წლის შემდეგ რისკებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს რომ 35 წლის შემდეგ დედობას, უფრო მეტი ბენეფიტი აქვს.




35 წლის შემდეგ მშობიარობა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა რომ დედობა 35 წლის შემდეგ, მშობლის გონებრივ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს.




მკვლევარებმა ტესტი 830 ქალს ჩაუტარეს. ისინი დაგეგმვაში, ვიზუალურ აღქმაში, სიტყვიერ მეხსიერებაში, კონცეტრაციასა და ყურადღების მოკრებაში გამოსცადეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დედებს, რომლებმაც ბავშვი 24 წლის შემდეგ გააჩინეს, უფრო მეტი გონებრივი შესაძლებლობები, პრობლემების გადაწყვეტის მოქნილი სისტემა და გაუმჯობესებული ვერბალური უნარები აქვთ. ეს უნარები უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული იმ ქალებს, ვინც ბავშვი 15-24 წლის ასაკში გააჩინეს. ხოლო იმ ქალებს, ვინც ბავშვი 35 წლის შემდეგ გააჩინეს, ამ ყველა ღირსებასთან ერთად, უფრო კარგი ვერბალური მეხსიერება და გაუმჯობესებული შემეცნების უნარები აქვთ.

 

ავტორი: გიორგი ურუშაძე

 


10-01-2017, 09:32

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно