ეს ქალი 5 ტყუპს ელოდება... მისი ბლოგი ყველას აოცებს

ავსტრალიელი კიმ ტუჩი ერთდროულად ხუთ ტყუპს ელოდება. საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია - ხუთი ბავშვის ნაცვლად ჭამს, ღამეში 12-ჯერ შედის საპირფარეშოში და ზურგისა და მუცლის გამუდმებულ ტკივილს, ასევე გულძმარვას უჩივის. ამ ყველაფერს თავის ბლოგში წერს, რომელიც დაორსულების შემდეგ წამოიწყო.



26 წლის კიმს და მის ქმარს უკვე ჰყავთ ორი ქალიშვილი. მალე მათ ორ ქალიშვილს კიდევ ოთხი დაიკო და ერთიც ძამიკო შეეძინებათ. რაც ყველაზე საინტერესოა, დაორსულება ბუნებრივად მოხდა, რეპროდიუქტიული ტექნოლოგიების ჩარევის გარეშე. ასეთი მოვლენის ალბათობა 1:500 000-თანაა. წყვილი ბიჭზე ოცნებობდა, თუმცა აშკარად, ”გადაამეტეს”...



აი, ასე აღწერს კიმი თავის შოკს, როცა შეიტყო, რომ ხუთ ბავშვს ელოდა. ჯერ ექიმმა უთხრა წყვილს, რომ ტყუპს ელოდა. ”აღტაცებული ვიყავი, რომ ტყუპი მეყოლებოდა! მაგრამ ნამდვილად არ აღმოვჩნდუ მზად იმისთვის, რაც მერე მოხდა”, - ამბობს კიმი.



როცა უფრო მაღალი ტექნოლოგიის მქონე აპარატით დაათვალიერეს, სამყარო თითქოს გადატრიალდა - ექიმმა უთხრა, რომ ხუთ ნაყოფს ხედავდა და ხუთი გულისცემა ისმოდა.

”ფეხები ამიკანკალდა და ისღა დამრჩენოდა, ნერვული სიცილი ამეტეხა. ქმარს დავურეკე, მეგონა, არ დამიჯერებდა. მაგრამ მან საკმაოდ მალე გააცნობიერა ყველაფერი. აღტაცება ეწერა სახეზე და მითხრა: ”ჩვენ გავუმკლავდებით!”



კიმი ახლა ორსულობის 29-ე კვირაშია და საკმაოდ აწუხებს ტკივილები, არც ისე ადვილია ამხელა მუცლის ტარება. დღეში დაახლოებით 6 ათას კილოკალორიას იღებს, რომ შვილებს არაფერი მოაკლოს. მის ბლოგს 13 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს და ყველა მოუთმენლად ელოდება მორიგ ჩანაწერებს მომავალი მრავალშვილიანი დედის შესახებ.



კიმი თანდათან ეგუება იმ ამბავს, თუ რამხელა ცვლილებები მოხდება მის ცხოვრებაში. ”ძნელია იმ ფაქტის მიღება, რომ ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება და ჩემი ოჯახი უცებ გახდება უშველებელი”,

19-09-2016, 08:30

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно