როგორ გავუმკლავდეთ ჭარბ ოფლიანობას

ჭარბი ოფლიანობის დროს, როდესაც ვითარდება ჰიპერჰიდროზი, თავს იჩენს მუდმივად სველი ხელები, სახე და ფეხები. ეს ხელს უშლის ადამიანის სოციალურ ადაპტაციას, მაგრამ ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა საკმაოდ ადვილია და ეფექტური.

რა მიზეზით ვითარდება ჭარბი ოფლიანობა?

ოფლიანობა თავისთავად ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოვლენაა და მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებისათვის. მაგალითად, ცხელ ამინდში, ძლიერი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური სტრესის დროს შეიძლება ორგანიზმი გადახურდეს, ხოლო ოფლის წარმოება ხელს უწყობს კანის გაგრილებას. გარდა ამისა, კანის ზედაპირზე გამოდის და ორთქლდება, ზოგიერთი ორგანიზმში არსებული ნარჩენი პროდუქტები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

თუმცა, ზოგჯერ ოფლის წარმოება მნიშვნელოვნად აღემატება ნორმას, რაც ხშირად ძალიან აწუხებთ ადამიანებს. გარდა ამისა, მუდმივ ოფლიანობას თან ახლავს უსიამოვნო სუნი, რომელიც უფრო მეტად ზრდის დისკომფორტის შეგრძნებას. ასეთ შემთხვევას იწვევს ჰიპერჰიდროზი, ამიტომ აუცილებელია მიმართოთ დერმატოლოგს.

ოფლიანობა შეიძლება იყოს პირველადი - როგორც, კონკრეტული ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური თვისება. ასევე არსებობს მეორადი - როგორც რაიმე დაავადების გამოვლინება, რომელსაც თან ახლავს ოფლიანობა (მაგალითად, ენდოკრინული და ნერვოლოგიური დარღვევები, ქრონიკული ინფექციები). ზოგჯერ ჭარბი ოფლიანობა შეიძლება თან ახლდეს გარკვეული სახის მედიკამენტების მიღებას.

რა მეთოდებით შეიძლება გავუმკლავდეთ ჭარბ ოფლიანობას?

ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჭარბი ოფლიანობის აღმოფხვრისთვის არის ანტიპერსპირანტის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს საკმაოდ ეფექტური, მაგრამ მისი ხშირი გამოყენება ზოგ შემთხვევაში იწვევს დერმატიტს, რადგან ისინი შეიცავს ალუმინის მარილებს და სხვა მსგავს ნივთიერებებს.

ბოტულინის ტოქსინს აქვს უნარი დაბლოკოს საოფლე ჯირკვლების ნერვული იმპულსები. ბოტულინის ტოქსინის ინექციების გამოყენება მკურნალობს ჰიპერჰიდროზს დიდი ხნის განმავლობაში, ეს ტექნიკა არის უსაფრთხო და პრაქტიკულად უმტკივნეულო. ის საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ჭარბ ოფლიანობას. მისი გამოყენება შეზღუდულია 18 წლამდე ასაკის პირთათვის.

ბოტულინის ტოქსინის ინექციით მკურნალობა, გაგათავისუფლებთ ჭარბი ოფლიანობით გამოწვეული დისკომფორტისგან. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა თავი დააღწიოთ მისგან გამოწვეულ კომპლექსებს, იგრძნოთ თავი უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად!

თუ გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ჩვენთან კლინიკა ''ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში''

ჩაეწერეთ წინასწარ: ტელ: 2 29 00 66; 2 29 47 47

6-09-2016, 16:37

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно