უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან ჰალითოზი ეწოდება. ეს ბევრისთვის უხერხული პრობლემაა რომელიც, უბრალოდ, ჰიგიენის დაცვით არ იჭრება. მნიშვნელოვანია, მისი გამომწვევი მიზეზები დადგინდეს. ჰალითოზი უმეტესად მაინც ჰიგიენის არასათანადო დაცვის ბრალია, თუმცა, შესაძლოა ის გამოწვეული იყოს:
თამბაქოს მოწევით,
რაიმე საკვებით ან სასმელით;
პირის სიმშრალით;
ინფექციებით;
სინუსიტით, ანთებით.
ასეთ დროს უპირველეს ყოვლისა სუნის გამომწვევი ზედაპირული პრობლემები უნდა გამორიცხოთ. სტომატოლოგთან ვიზიტისას შეგიძლიათ გამორიცხოთ კბილების კარიესი და ღრძილების ანთებითი დაავადებები. ზოგიერთ შემთხვევაში ამ პრობლემისგან თავის დაღწევა კოსმეტოლოგთან ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნთქვა პირის ღრუდან?

ყველასთვის ცნობილია რომ დღეში პირის ღრუს ორჯერ მაინც უნდა იწმენდეთ. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ კბილებს, არამედ რღძილებს, ენას და მთლიანად პირის ღრუს.


უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან

-გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ.

-თუ პროთეზს იყენებთ, აუცილებლად მოიშორეთ ღამით და საფუძვლიანად გაწმინდეთ.

- სასურველია შეწვიტოთ მოწევა.

-უსიამოვნო სუნს პირის სიმშრალე იწვევს. აუცილებელია რომ სისტემატიურად ხდებოდეს ნერწყვის გამოყოფა. ნერწვის გამოყოფის სტიმულირებისთვის კარგია საღეჭი რეზინი. ხშირად დალიეთ წყალი და არა გაზიანი სასმელი. გარდა იმისა რომ წყალი პირის ღრუს და მთლიანად ორგანიზმს დაატენიანებს, ნადებსაც ჩარეცხავს.

-რჩევა არ არის საჭირო იმისთვის რომ უნდა მოერიდოთ ხახვს და ნიორს, თუ სუნთქვის გაფუჭება არ გინდათ. სხვა შემთხვევაში ორივე პროდუქტი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

-არსებობს ცუდი სუნის გაქრობის ხალხური საშუალებები. მაგალითად ოხრახუში, დარიჩინი, ხის ფისი, კამას თესლი. ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

-გამოიყენეთ ენის საწმენდი, რომლითაც მის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს მოიშორებთ.

ნუ შეეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა არომატული საშუალებებით. ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ დროული საშუალებაა. მთავარია დაადგინოთ თუ რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და მკურნალობაც გაცილებით სწრაფი და ეფექტური იქნება.

2-09-2016, 17:39

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно