ყველაზე უჩვეულო ტყუპები მსოფლიოში, რომლებმაც მედიკოსები შოკში ჩააგდეს!

მეისა და მეკენზის დაბადება იყო რეალური მოვლენა მედიცინის სამყაროში. დები ჩვენს სამყაროს მოევლინენ, როგორც სიამის ტყუპები. ეს არის მსოფლიოში მეორე შემთხვევა, როდესაც სიამის ტყუპებთან ერთად დაიბადა მესამე ბავშვიც! მათი პატარა დაიკო მედლინი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი.

სამწუხაროდ ბავშვების დაბადებიდან ბიოლოგიურმა დედამ გადაწყვიტა, რომ ვერ იზრუნებდა უჩვეულო ბავშვებზე და ტყუპები მიატოვა. თუმცა ობოლი ტყუპები არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ იშვილეს, დარლა და ჯეფ ჰარისონებმა, რომლებსაც უკვე ჰყავდათ სამი ვაჟი.

მშობლებმა გადაწყვიტეს ექიმების რეკომენდაციით განეხორციელებინათ ოპერაცია, რომლის შედეგადაც ტყუპებს დააშორებდნენ ერთმანეთს. ოპერაცია ტყუპებს 9 თვის ასაკში ჩაუტარდათ, რომელიც 24 საათით გაგრძელდა. საბედნიეროდ ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებული შედეგი გამოიღო.
ოპერაციის შემდეგ, ორივე დას ერთი ფეხი დარჩა. გოგონები, როგორც ახალშობილი ბავშვები სპეციალური ჩანთებით სარგებლობდნენ, ხოლო როდესაც ისინი საჭირო ასაკს მიაღწევენ მათ პროტეზებს ჩაუსვამენ.


<iframe src="http://wwww.ge/embed/17407" frameborder="0" height="370" width="570" />

30-08-2016, 09:45

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно