ხალხური რეცეპტები სექსუალური პრობლემების მოსაგვარებლად

მამაკაცებისთვის
• იღებდნენ 10 გრ კალენდულას ყვავილებს, 20 გრ ნეგოს ყვავილებს, 30 გრ კრაზანას, 25 გრ ვალერიანის ფესვებს და ერთ სადილის კოვზ ნარევს უმატებდნენ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს. გაციების შემდეგ ნარევს წურავდნენ და იღებდნენ სადილის კოვზით დღეში ერთხელ უზმოზე.
• იღებდნენ 10 გრ ფარსმანდუკს, 50 გრ კოთხუჯის ფესვებს, 50 გრ ულუმბოს თესლს და ერთმანეთში ურევდნენ. ერთ სადილის კოვზ ნარევს ასხამდნენ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს, აციებდნენ და წურავდნენ. იღებდნენ სექსუალური უძლურობის დროს სამჯერ დღეში 100-100 გრამს.
• ამზადებდნენ კოჭას, კვლიავის, პიტნის, უცუნას ნახარშებს, თანაბარი რაოდენობით ურევდნენ ერთმანეთს და ავადმყოფს დღეში ერთხელ აძლევდნენ 100 გრ ჭიქით.
• იღებდნენ ერთ სადილის კოვზ ძიძოს ყვავილებს და 2 ჭიქა ღვინოში ხარშავდნენ. ეს საშუალება გამოიყენებოდა სასქესო ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ, თუმცა აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
• მამაკაცურ პოტენციაზე დადებითად მოქმედებს შირბახტის თესლი. თესლს წინასწარ ხალავდნენ და თაფლში ურევდნენ. იღებდნენ დღეში სამჯერ, საშუალოდ 6 გრ ნარევს.

ქალებისთვის

• საუკეთესო საშუალებაა ოხრახუში: დღეში სამჯერ მიირთვით 5-10 გრამი ოხრახუშის ნედლი ფოთლები.
• იღებდნენ 10 გრ ოხრახუშის ფესვებს, 100 გრ შვიტას, 100 გრ მატიტელას, 100 გრ ჭინჭრის ფოთლებს, ერთ ჩაის კოვზ ფორთოხლის გამხმარ ქერქს, ერთმანეთში ურევდნენ და 2 სადილის კოვზ ნარევს ნახევარ ლიტრ ადღუღებულ წყალს ასხამდნენ, დგამდნენ ნელ ცეცხლზე და 15 წუთის განმავლობაში ხარშავდნენ, შემდეგ აციებდნენ და კარგად წურავდნენ. სვამდნენ ჭიქის მესამედს დღეში სამჯერ, საჭმლის მიღების წინ.
• იღებდნენ 70 გრ კოჭას ფესვებს და ერთ ლიტრ წყალში ხუთი წუთის განმავლობაში ხარშავდნენ. შემდეგ ჭურჭელს ფუთავდნენ და 15 წუთის განმავლობაში ასე აყენებდნენ, შემდეგ წურავდნენ და იღებდნენ დღეში ოთხჯერ, თითო მიღებაზე თითო ჭიქას რამდენიმე დღის განმავლობაში.



27-08-2016, 19:14

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно