ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

ჩვენი გარდერობის ზოგიერთი ნივთი ვერც კი ვხვდებით, ისე აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას. გთავაზობთ ასეთი ნივთების ჩამონათვალს.
ძალიან ვიწრო ჯინსი

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

skinny-ჯინსი თითქმის ყველა გოგონას უყვარს. არანაკლებ უყვართ ეს სექსუალური სამოსი მამაკაცებს, მაგრამ იგი საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის, - სისხლის მიმოქცევის დარღვევა შეუძლია გამოიწვიოს.

სტრინგი

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

სექსუალური თეთრეული ქალებზე მეტად მამაკაცებს მოსწონთ, მაგრამ დაფიქრდით, სანამ სტრინგს ჩაიცვამდეთ. ინტიმურ ზონაში მას ნაზი კანის გაღიზიანება შეუძლია. აგრეთვე - სხვადასხვა დაავადების გამოწვევა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ სექსუალური თეთრეული სინთეტიკური ქსოვილისგან მზადდება.

ბიუსტჰალტერი-ბალკონეტი

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

ერთ-ერთი სექსუალური ფორმის ბიუსტჰალტერია. გარდა ამისა, მისი ჩაცმა ნებისმიერი სამოსის ქვეშ შეიძლება. მაგრამ მისი მუდმივი ტარება მკერდში საშიში წარმონაქმნების გაზრდას იწვევს. იმავეს თქმა შეიძლება ე.წ. პუშ-აპზე. იგი დღეში 8 საათზე მეტი არ უნდა გეცვათ.

ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

ხერხემლის გამრუდება, მალთაშორისი თიაქარი, ზურგის ტკივილი - აი, შედეგები, რაც ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მუდმივ ტარებას მოსდევს თან.

”ვიეტნამკები”

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

ზაფხულის ყველაზე აქტუალური ფეხსამოსია, რომელიც არაფრით ფიქსირდება ფეხზე. რომ არ გაგეხადოთ, კუნთებს მაქსიმალურად ჭიმავთ, რაც წვივისა და კოჭის ტკივილს იწვევს. გარდა ამისა, სველი
”ვიეტნამკა” საკმაოდ საშიშია, შეიძლება ფეხი გადაგიბრუნდეთ.

უხარისხო ბიჟუტერია

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

იაფფასიანი და უხარისხო ბიჟუტერია სწრაფადაც კარგავს იერს და ალერგიულიცაა.

პატარა ზომის ფეხსაცმელი

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

თუ იდეალურ, ფასით მიმზიდველ ფეხსაცმელს მიაგენით, ძალიანაც რომ მოგწონდეთ, ნუ შეიძენთ ერთი ზომით პატარას. თქვენ შეიძლება ან ჩაბრუნებული ფრჩხილის ეფექტით ”დასაჩუქრდეთ”, ან ტერფის დეფორმაციით.

საცურაო კოსტიუმი

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

თავად საცურაო კოსტიუმი საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ წყლიდან ამოსული სველ საცურაო კოსტიუმში დარჩებით, ან ცისტიტი გაგიჩნდებათ, ან რძიანა.

გასახდომი საცვლები

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

მოსახერხებელი სამოსია, თუ საღამოსთვის სასურველ კაბაში აპირებთ გამოწყობას და ზედმეტი კილოგრამების დაფარვა გსურთ. მაგრამ მისი სისტემატური ტარებისგან შეიძლება დაგემართოთ გულძმარვა, დერმატიტი, თრომბოზი და გაგიხშირდეთ ზურგის ტკივილები.

დაბალძირიანი ფეხსაცმელი

ქალის გარდერობის 10 ყველაზე საშიში ნივთი

ფეხსაცმელს პატარა ქუსლი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა არ გადაიტვირთოს ხერხემალი, არ დაგეწყოთ ფეხებისა და ზურგის ტკივილი. აგრეთვე, მას ბრტყელტერფიანობის გამოწვევა შეუძლია.

6-01-2016, 07:51

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно