კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დედა გარდაიცვალა (ვიდეო)

პერუში 83 წლის ასაკში ლინე მედინე გარდაიცვალა. მედინე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დედა იყო. მის შესახებ მსოფლიომ ჯერ კიდევ 1939 წელს შეიტყო, როცა მან 5 წლის ასაკში ბავშვი გააჩინა. ეს მოვლენა ახლაც შოკში აგდებს ექიმებს. ჩვილი, რომელიც 5 წლის ბავშვმა გააჩინა, სრულიად ჯანმრთელი იყო და სხვა ბავშვებისგან არაფრით განსხვავდებოდა.
გოგონას პირველი თვიური 8 თვის ასაკში მოუვიდა, 5 წლისას კი უკვე ჩამოყალიბებული მკერდი ჰქონდა. მედინა ბავშვობის ასაკში გაჩენილი შვილის გარდაცვალებასაც მოესწრო. მედინას შვილი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მშობლებმა ლინა საავადმყოფოში მიიყვანეს, რადგან 5 წლის გოგონას უცნაურად ეზრდებოდა მუცელი. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ 5 თვის გოგონა 7 თვის ორსული იყო.
ექიმმა ხერარდომ დარწმუნების მიზნით პაციენტი დედაქალაქში გაწერა.
ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ, 1939 წლის 14 მაისს, მან ბიჭი გააჩინა. იქიდან გამომდინარე, რომ მას მენჯის ძვალი საკმარისად განვითარებული ჯერ არ ჰქონდა, ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ მედინას 4 წლის ასაკში სარძევე ჯიკვლები უკვე სრულად განვითარებული ჰქონდა. ახალშობილი 2,7 კილოგრამს იწონიდა. მან ექიმის პატივსაცემად მისი სახელი – ხერარდო დაარქვეს. ბიჭი ისე იზრდებოდა, რომ მედინა თავისი და ეგონა. მან სიმართლე მხოლოდ ათი წლის ასაკში შეიტყო.
ბიჭი სრულიად ჯანმრთელი გაიზარდა, თუმცა 40 წლის ასაკში ძვლის ტვინის დაავადებით გარდაიცვალა.
არავინ იცის, როგორ დაფეხმძიმდა ლინე. მას არასოდეს დაუსახელებია არც ბავშვის მამა და არც იმ გარემოებების შესახებ მოუყოლია, რის შედეგადაც დაორსულდა. ეჭვი მედინას მამაზე მიიტანეს და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს კიდეც, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო ისევ გამოუშვეს. ლინა 1972 წელს რაულ ხურგადოს გაჰყვა ცოლად და მეორე ვაჟი გააჩინა.


27-08-2016, 14:10

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно