ჯანჯაფილი ანუ კოჭა (ჯინჯერი) სასარგებლო თვისებები

ჯანჯაფილი - გასახდომად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!ჯანჯაფილის შესახებ ბევრმა იცის და ასევე მისი სასარგებლო თვისებების შესახებაც. ჯანჯაფილის წარმოშობის ადგილი სამხრეთ ინდოეთია. იგი შეიცავს ადამიანისათვის სასარგებლო ნივთიერებებს: კალციუმს, ალუმინს, ასპარაგინს, ქრომს, ქოლინს, მაგნეზიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას, თუთიას და ვიტამინებს B1, B2, B3. ჯანჯაფილი შეიცავს 3% ეთერის ზეთს, რაც აძლევს მას სპეციფიკურ მკვეთრად გამოხატულ გემოს და არომატს. მის ფესვებს სიცხარეს აძლევს გინგეროლი. ფესვები გინგეროლის გარდა, სხვა სიცოცხლისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს: ამინომჟავას, ტრეონინს, ლეიზინს, ფელიანინს, მეთიონინს. იმბირის ფესვები გამოიყენება კულინარიაში და სახალხო მედიცინაშიცჯანჯაფილის ჩაი: 1-1,5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ჯანჯაფილს დაასხით 200 მილიგრამი წყალი და ნელ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ სამჯერ დღეში ყოველი ჭამის წინ. შეგიძლიათ ჯანჯაფილი მწვანე ან შავ ჩაიშიც დაუმატოთ.
ჯანჯაფილის ჩაი ნივრით: უკვე მოდუღებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი და დღის განმავლობაში იმავე პრინციპით მიირთვით, როგორც ჩვეულებრივი ჯანჯაფილის ჩაი.
ჯანჯაფილის ჩაი გვირილით: გამხმარ გვირილას დაასხით მდუღარე წყალი, მოამზადეთ ნაყენი და დაუმატეთ ჯანჯაფილი. ამ ორი ინგრედიენტის შეხამება ამაღლებს ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს და, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ზედმეტ წონასთან ბრძოლას.
იმბირის ჩაი ლიმონითა და დარიჩინით: უკვე მომზადებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი, ფორთოხალი ან ნებისმიერი სხვა ციტრუსი და ერთი ჩხირი დარიჩინი, დააყენეთ ჩაი 20 წუთის განმავლობაში და მიირთვით.
ჯანჯაფილის ჩაი წიწაკით: წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ ჭამამდე ასეთი ჩაის მირთმევა ხელს უწყობს საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებას. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ ასკილი, პიტნა, ასევე სამკურნალო ბალახეული.
გასახდომად ჯანჯაფილი შეგიძლიათ შემდეგი სახითაც გამოიყენოთ: გახეხილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ სალათებს ან სხვა კერძს მოაყაროთ და მიირთვათ. ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთი ნაჭერი ჯანჯაფილი დაღეჭეთ - ეს დაგიცხრობთ მადას და ნაკლებს მიირთმევთ.
ჯანჯაფილი ასევე ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნილებას. ამისთვის გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი მარილი. მართალია, საშინელი გემო აქვს, მაგრამ, როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.
რა უნდა ვიცოდეთ?
ჯანჯაფილის ყიდვისას დააკვირდით, მას უნდა ჰქონდეს ცოცხალი შესახედაობა და გლუვი ზედაპირი. შეინახეთ ის თხელი პლასტმასის კონტეინერით მაცივარში ან საყინულეში. გამოყენებისას მოაჭერით მას მხოლოდ გამოყენებისათვის საჭირო რაოდენობა და დანარჩენი კვლავ მაცივარში შეინახეთ.
Loading the player...

28-09-2018, 02:45

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно