კრასულა ანუ ბარაქის ხე დამწვრობის სამკურნალოდ

ბევრმა არ იცის,ე.წ.ფულის ხეს (ზოგი ბედნიერების ხესაც ეძახის ამ მცენარეს) სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.თერმული დამწვრობისას ტკივილს სწრაფად დაიამებთ,ანთებით პროცესს ჩააცხრობთ და ჭრილობის შეხორცებას დააჩქარებთ, თუ ფულის ხის წვენს გამოიყენებთ.
ამისათვის აიღეთ მისი მსხვილი ფოთოლი, კარგად გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და შიგნითა ზედაპირით (რბილობის მხრიდან) დაიდეთ დამწვარ ადგილზე. დოლბანდით შეიხვიეთ და გაიჩერეთ 6-8 საათი. მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ.
აღნიშნული მცენარის წვენი აყუჩებს ტკივილს, გამოირჩევა მადეზინფიცირებელი ეფექტით, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.
თინათინ გოცაძე

17-07-2018, 21:37

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно