ანწლი (დიდგულა) -ზაფხულის კენკრა, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ

ანწლი (დიდგულა) არა მარტო კურნავს დაავადებებს, არამედ მათ პროფილაქტიკასაც ეწევა. წინათ ამ მცენარეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. მაგრამ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ სამკურნალოდ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. მისი თითქმის ყველა ნაწილი (ყვავილიდან დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული) გამოსადეგია. ყვავილების ნაყენს ხშირად იყენებენ გრიპისა და გაციების შედეგების სამკურნალოდ. ნაყენს ასე ამზადებენ:
1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დავახუროთ და დავტოვოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ, 45 წუთის განმავლობაში გავაგრილოთ და გავფილტროთ.
უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს. ამ ნაყენით შეიძლება ფილტვის დაავადებების მკურნალობაც. ცივი ნაყენით შეგიძლიათ ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებითი თვალები - სიწითლე გაქრება. ეს ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც. ხოლო თუ ნაყენს სპირტზე მოამზადებთ, მუდამ ხელთ გექნებათ არაჩვეულებრივი წამალი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ
არ დაგვავიწყდეს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მედიცინის განხრით: ანწლს კიბოს საწინააღმდეგოდ იყენებენ
სასარგებლო თვისებები:
* დიდგულას და დიდგულას ფოთლების საშუალებით დამზადებული წვენი, ეხმარება მეძუძურ დედებს, ჩვილებს რძის პრობლემა აღარ ექნებათ.
* კუჭის დაავადებების და ტკივილებისთვის, დიდგულა და მისი ფოთლები საკმაოდ სასარგებლოა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდგულა ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების დაძლევაში.
* ანწლის ხის ნახარშის დალევით, ყაზბობის პრობლემას მოიშორებთ!
* უხვად შეიცავს A, B და C ვიტამინებს.
* ამ ვიტამინების საშუალებით, ძლიერდება იმუნური სისტემა და ნაკლებად დაავადდებით ვირუსებით.
* აქვს შარდმდენი ფუნქცია.
* ხსნის ნახველს.
* ეფექტურია გაციების საწინააღმდეგოდ.
* ანწლი არის დიეტური საკვები პროდუქტი.
* ანწლის ფოთლები სამკურნალოა, ჭრილობების სწრაფად მოშუშებაში დაგეხმარებათ.
დიდგულას ყვავილი
დიდგულა ყვავილობს ზაფხულის თვეებში, მწიფდება აგვისტოს შუაწელში და სექტემბერში უკვე ყველგან იყიდება. თუმცა ყველაზე არომატულ გემოს აგვისტოში ფლობს. მცენარის ფოთოლი ასევე ძალიან სამკურნალოა. შეგიძლიათ დაამზადოთ ჩაი, წვენი და სხვადასხვა ნამცხვრის რეცეპტებში გამოიყენოთ.
შავ დიდგულასთან შედარებით, წითელი დიდგულა უფრო ნაკლებად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. წითელი ანწლი შეიცავს შხამიან ნივთიერებებს.

16-07-2018, 23:39

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно