7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად

ხშირად ვივიწყებთ ჩვენს ზურგს,იმიტომ რომ ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩნევთ როგორ ვიხრებით წელში,ჩვენი კუნთები მოკლებულია ფიზიკურ დატვირთვას.შედეგად ისინი მოშვებული ხდება და წარმოიქმნება ნაკეცები.
გთავაზობთ მარტივ,მაგრამ ეფექტურ ვარჯიშებს.შეგიძლიათ ისინი სახლში შეასრულოთ რეგულარულად.2-3 კვირაში თქვენი ზურგის კუნთები ტონუსში მოვა.
ვიხრებით წინ
- დადექით სწორად,ფეხები მხრების სიგანეზე დადგით.
- დაიხარეთ წინ,ფეხები არ მოხაროთ მუხლებში.
- შეეხეთ იატაკს,რამდენადაც შესძლებთ.
- მსუბუქად დაიხარეთ იატაკისკენ.
გვერდზე გადახრა
- დადექით სწორად,ფეხები მხრების სიგანეზე.
- ერთი ხელი აწიეთ ზემოთ,ხელისგული კეფაზე დაიდეთ.
- მეორე ხელში აიღეთ ჰანტელი და დაუშვით დაბლა.
- შეასრულეთ მოკლე გადახრები ჰანტელიანი ხელისაკენ.
აზიდვები
- დაწექით სახით ქვემოთ,დაეყრდენით ხელებს.
- სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ ხელებზე.
- დაუშვით სხეული ხელები მოხარეთ იდაყვებში.
- დაბრუნდით საწყის პოზიციაში.
მშვილდის პოზა
- დაწექით მუცელზე.
- გაშალეთ ხელები წინ.
- აწიეთ ერთდროულად თავი,ხელები და ფეხები ზემოთ.
- ხელები კოჭებს მოკიდეთ.
- ჩაისუნთქეთ ღრმად.გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამოდენიმე წამი.
- ამოისუნთქეთ და მოადუნეთ კუნთები.დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
ნავი
- დაწექით მუცელზე.გაშალეთ ხელები და ფეხები.
- ერთდროულად აწიეთ ხელები და ფეხები.წელში გადაიზნიქეთ.
- გაჩერდით ამ პოზიციაში რამოდენიმე წამი.
- დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
აზიდვები გიმნასტიკურ ბურთზე
- მუცლით დაწექით ბურთზე.
- ფეხები დააფიქსირეთ იატაკზე,მხრების სიგანეზე.
- ხელისგულები დაიდეთ კეფაზე.
- ასწიეთ და დაუშვით მხრები და ზურგის ზედა ნაწილი.კისერი სწორად გეჭიროთ.
ხიდი
ეს ვარჯიში ძალიან ეფექტურია ზურგისათვის,მაგრამ მომზადების გარეშე ნუ გააკეთებთ.შეეცადეთ ივარჯიშოთ და ხიდზე დადგომა ვარჯიშიდან ორიოდე კვირაში სცადოთ.შეასრულეთ რეგულარულად ზემოთ მოცემული ვარჯიშები.
- დაწექით ზურგზე,ფეხები მუხლებში მოხარეთ,ხელისგულებით დააწექით იატაკს თავთან ახლოს.
- დაიწყეთ ფრთხილად თეძოების აწევა,შემდეგ კი მხრები და ტანის ზედა ნაწილი ასწიეთ.წელში შეიზნიქეთ.
- გაჩერდით რამოდენიმე წამი უმაღლეს წერტილში.
- შეეცადეთ ნელ ნელა დაუბრუნდეთ საწყის პოზიციას.ზურგი ფრთხილად დაუშვით იატაკზე.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად
7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად7 ეფექტური ვარჯიში ზურგზე და გვერდებზე ნაკეცების მოსაშორებლად

3-10-2017, 23:09

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно