შვედური დიეტა – შვიდ დღეში მინუს შვიდი კილოგრამი

პირველი დღე
საუზმე: წყალზე მომზადებული წიწიბურა, 250 გ რძე. სადილი: ტკბილი წიწაკის, პომიდვრის, მწვანე ხახვისა და 100 გ მყარი ყველისგან მომზადებული სალათა, ერთი ჭიქა რძე.ვახშამი: მოხარშული ჭარხალი მინიმალური ცხიმიანობის მქონე არაჟნით, მოხარშული კარტოფილი, პატარა ნაჭერი პური.
მეორე დღე
საუზმე: წყალზე მომზადებული წიწიბურა, 250 გ რძე.სადილი: 150 გ მწვანე ბოსტნეულისგან მომზადებული სალათა, 2 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი, მოხარშული უცხიმო თევსი. ვახშამი: ერთი ფინჯანი რძე, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვისგან და უმი კომბოსტოსგან მომზადებული სალათის პორცია, რომელიც შეკმაზული იქნება ცოტაოდენი ზეთით.
მესამე დღე
საუზმე: 60 გ მყარი სახობის ყველი, პურის ნაჭერი, 250 გ რძე.სადილი: ერთი ფინჯანი ვაშლის წვენი, შემწვარი ქათმის ერთი ნაჭერი (კანგაცლილი), 100 გ სასურველი ბოსტნეულისგან მომზადებული სალათა.ვახშამი: ერთი ფინჯანი რძე, 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვისა და უმი კომბოსტოსგან მომზადებული სალათა მცირეოდენი ზეთით.
მეოთხე დღე
საუზმე: წყალზე მომზადებული წიწიბურა, 250 გ ვაშლის წვენი.სადილი: 200 გ ხილი არჩევით, 100 გ წყალზე მომზადებულ ბრინჯის ფაფა, პომიდვრის, მწვანე ხახვისა და ზეთისგან მომზადებული სალათა.
მეხუთე დღე
საუზმე: 100 გ სუფთა იოგურტი დანამატების გარეშე, საშუალო ზომის ფორთოხალი.სადილი: 100 გ მოხარშული კარტოფილი, უშაქრო ჩაი, ერთი ცალი კატლეტი.ვახშამი: ერთ ჭიქა ნატურალური წვენი, ხილი სურვილისამებრს, 150 გ ნებისმიერი კენკრა.
მეექვსე დღე
საუზმე: 250 გ რძე, 150 გ წყალზე მომზადებული წიწიბურა.სადილი: ვაშლი, ფორთოხალი, მოხარშული უცხიმო საქონლის ხორცი, 150 გ მოხარშული კარტოფილი.
მეშვიდე დღე
საუზმე: 250 გ რძე, 150 გ წყალზე მომზადებული წიწიბურა.სადილი: 250 გ ფორთოხლის წვენი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, ფორთოხალი და ვაშლი.ვახშამი: 250 გ ვაშლის წვენი, ერთ ნაჭერი ჭვავის პური, ერთი ნაჭერი მოხარშული საქონლის ხორცი, ბოსტნეულის სალათა.


28-08-2016, 12:38

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно