მეძუძური დედის დიეტა

ძუძუთი, ანუ ბუნებრივი კვება წარმოუდგენლად სასარგებლო და შეუცვლელია ახალშობილის სწორი განვითარებისა და ზრდისათვის. მეძუძურმა დედამ აუცილებლად უნდა დაიცვას განსაკუთრებული წესები ლაქტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მეძუძური დედის დიეტა

ძუძუთი კვების ძირითადი წესები

თითოეული ქალი, ჯერ კიდევ ორსულობის დროს, უნდა მოემზადოს ძუძუთი კვებისთვის. მთავარია ძუძუთი კვებაში – ეს დედის სურვილია მისცეს თავის პატარას ყველაფერი საუკეთესო, აგრეთვე – სიმშვიდე და თავდაჯერებულობა საკუთარ ქმედებებში.

ლაქტაციისთვის იდეალურია ძუძუსთან ბავშვის ადრეული მიყვანა – მშობიარობისთანავე. ეს დაამშვიდებს ბავშვს, მას შეუძლია მიიღოს ხსენის პირველივე წვეთები და შეიგრძნოს დედის სიყვარული.

ჩვეულებრივ, რძე მოდის მშობიარობის მე-3 მე-5 დღეს. პირველ დღეებში მნიშვნელოვანია ბავშვის მკერდთან დაჭერა, ამისათვის მოსახერხებელია სლინგის გამოყენება.

წლის ცხელ პერიოდში, ბავშვს შეიძლება დავალევინოთ წყალი, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, მისთვის საკმარისი იქნება დედის რძე.

ძუძუს თავის სწორი მოჭიდების ფორმირებისთვის, უმჯობესია გამოირიცხოს ბოთლით კვება და მატყუარას ხმარება. ბავშვი ძუძუთი კვებეთ, რძეც უფრო მალე ჩადგება და სწორი მოჭიდების პრობლემაც არ წარმოიშვება.

ძუძუს თავებზე ნახეთქების თავიდან ასაცილებლად, რაც უსიამოვნოს ხდის ძუძუთი კვებას, გამოიყენეთ სპეციალური მალამოები, რომლებიც არ საჭიროებენ ჩამობანას კვების წინ. გაიკეთეთ მკერდის მასაჟი, შხაპის შემდეგ დაიზილეთ მკერდი და ძუძუს თავები რბილი პირსახოცით.

ჩვილი მიიდეთ მკერდზე მოთხოვნისამებრ რაც შეიძლება ხშირად. ახალშობილი არამხოლოდ ჭამს და სვამს, არამედ მშვიდდება დედის მკერდთან.

რითი უნდა იკვებოს მეძუძურმა დედამ?

მეძუძურმა დედამ უნდა გადახედოს თავის ჩვეულ რაციონს, სრულიად გამორიცხოს ალკოჰოლი, მჟავეები, შებოლილი პროდუქტები, შემწვარი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები. შოკოლადის, ციტრუსებისა და სხვა პროდუქტების, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგია, ჭამა შესაძლებელია, მაგრამ სიფრთხილით, მცირე რაოდენობით, თქვენი ჩვილის ამ პროდუქტებზე შესაძლო რეაქციის დაკვირვებით.

ძუძუთი კვებამდე 20-30 წუთით ადრე, ქალისთვის სასარგებლო იქნება დალიოს ერთი ჭიქა მოტკბო თბილი რძიანი ჩაი, ეს რბილად ასტიმულირებს რძის გამოყოფას, და ქალს დაეხმარება თავიდან აიცილოს წყურვილი და პირის სიმშრალის შეგრძნება კვების დროს.

მეძუძური დედისათვის სითხის მიღება უნდა გაიზარდოს 1,5 ლ-მდე დღეში. უნდა დალიოთ ხილის კომპოტები, ბალახეული ჩაი, განსაკუთრებით – კვლიავისა და კამის, რაც ასევე ასტიმულირებს ლაქტაციას.

მეძუძური დედის რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი და მდიდარი ახალი ბოსტნეულითა და ხილით. ქალმა უნდა მიირთვას თევზი, უცხიმო ხორცი, ბულიონები, რძის პროდუქტები, მწვანილი და ხაჭო.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატებითი წყაროს სახით, მეძუძური დედის დიეტას, განსაკუთრებით – ჰიპოგალაქტიის (დედის რძის ნაკლებობა) მიდრეკილებისას სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ ფუტკრის რძის დედოზე დამზადებული პრეპარატი “აპილაკი გრინდექსი”, ბუნების “სამეფო” საჩუქარი. ფუტკრის რძის დედო შეიცავს პრაქტიკულად ყველა საჭირო ვიტამინსა და მიკროელემენტს, შეუცვლელ ამინომჟავებს, თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით უნიკალურ ცილებს, აგრეთვე იუვენილურ ჰორმონს, რომელიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ფუტკრის რძის დედო ასტიმულირებს რძის გამომუშავებას, ასევე – აუმჯობესებს მის შემადგენლობას, აძლიერებს დედის ორგანიზმს, ებრძვის დეპრესიის გამოვლინებებს, ხსნის დაღლილობას და მატებს ზოგად ტონუსს.
დედაბუნებამ ქალი დააჯილდოვა დედობის ბედნიერებით, რომლის განუყოფელი ნაწილია ძუძუთი კვება! სწორი კვება, დღის რეჟიმი, პოზიტიური განწყობა, აგრეთვე ფუტკრის რძის დედო, თითოეულ ქალს დაეხმარება სრულყოფილად შეიგრძნოს დედობის ბედნიერება!

11-07-2016, 06:22

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно