კვება ორსულობის დროს

კარგად დაბალანსებული დიეტის დაცვა აუცილებელია ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდისათვის.თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას,მნიშვნელოვანია სწორი კვების რეჟიმი,დამატებით ვიტამინებისა და მინერალების ყოველდღიური მიღება,რომელიც სპეციალურადაა შემუშავებული ქალის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდისათვის.
ელევიტი უზრუნველყოფს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით,რაც ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისათვის და ბავშვის განვითარებისათვისაა საჭირო.
შესაძლოა საკვებიდან ვერ ხდებოდეს საჭირო ნივთიერებების ათვისება,ან საკმარისი არ იყოს,როგორც არ უნდა კარგად იკვებებოდეთ. ორსულობის პერიოდში რთულდება საკვები მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვიტამინებითა და მინერალებით მხოლოდ საკვების ხარჯზე.მაგალითად,ორსულობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების რეკომენდებული კონცენტრაცის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიურად შემდეგი რაოდენობის საკვების მიღება:
ფოლიუმის მჟავა: 700 გრ-მდე მზა ისპანახი ან 15 ნაჭერი პური.
რკინა: 900 გრ-მდე წითელი ხორცი ან 250 ქათმის ღვიძლი.
ორსულებისთვის განკუთვნილი პილივიტამინური კომპლექსი ელევიტი, აკომპენსირებს საკვების მოთხოვნილებებს მინერალებისა და ვიტამინების მიმართ ორსულობამდე ,ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.
კვება ჩასახვის შანსის გასაზრდელად
ჯანსაღი და კარგად დაბალანსებული კვების რაციონი თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის ამაღლებს ჩასახვის შანსს და ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობა უწყობს ხელს.
ჩასახვის შანსის გასაზრდელად:
1.მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები,როგორიცაა ახალი ხილი,ბოსტნეული და მთელმარცვლოვანი პროდუქტები.
2.უპირატესობა მიანიჭეთ მოუხდელ რძეს და ყოველდღიურად მიიღეთ ერთი ულუფა იოგურტი.
3.დალიეთ ნაკლები ყავა,თავი აარიდეთ ალკოჰოლს და შაქრის შემცველ გაზიან სასმელებს.მათ ნაცვლად მიიღეთ მეტი წყალი.
4.გამოიყენეთ ნაკლები შაქარი.თეთრი შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ ნატურალური დამატკბობლები,მაგალითად ნეკერჩხლის სიროპი,მურაბა ან თაფლი.
ჯანსაღი რაციონი
ყოველდღიური დაბალანსებული რაციონი შეიცავს სხვადასხვა სახის საკვებს,როგორიცაა: 5 ულუფა ბოსტნეული, 2 ულუფა ხილი, 6 ულუფა მარცვლეული პროდუქტი /ბრინჯი,წიწიბურა და ხორბლის მაგარი ჯიშებისაგან დამზადებული მაკარონი/, 2,5 ულუფახორცი ან თევზი, 2,5 ულუფა რძის პროდუქტები.
არ არის რაკომენდებული ნაჯერი ცხიმების,შაქრის და მარილის შემცველი საკვების ბოროტად გამოყენება.ამ ნივთიერებების ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ცხიმი,შეზღუდეთ მზა საკვების და ფასტ-ფუდების მიღება.
თვქვენი ჯანმრთელობისათვის ასევე მნიშვნელოვანია სითხის მოხმარება. შეეცადეთ დღეში 2 ლიტრამდე სითხე მიიღოთ.
ორულობის დაგეგმვისთვის ასევე რეკომენდებულია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
1.თავი აარიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას.ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია ალკოჰოლზე მთლიანად უარის თქმა მოსალოდნელი ორსულობის,ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
2.თავი აარიდეთ ისეთი საკვების მიღებას რომელშიც შესაძლებელია ლისტერიების არსებობა.ეს პოპულარული დელიკატესებია - რბილი ყველი,პაშტეტი,ძეხვეული,მზა სალათები,უმი ან შებოლილი ზღვის პროდუქტები,უმი კვერცხი. ხორცი და თევზი, რომელსაც საკვებად იყენებთ,თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული.
3.შეამცირეთ კოფეინის მოხმარება.შეეცადეთ მისი რაოდენობა დღეში 100 მგ-მდე დაიყვანოთ,რაც ერთ ჭიქა ესპრესოს შეესაბამება.არ დაგავიწყდეთ,რომ კოფეინს შეიცავს შოკოლადი,ჩაი,ზოგიერთი გამაგრილებელი და ენერგეტიკული სასმელი.
ორსულობის დროს იზრდება მოთხოვნილება კაკვებ ნივთიერებებზე
არსებობს მიზეზები,რის გამოც ორსულობამდე საჭიროა ელევიტის ვიტამინების და მინერალების კომპლექსის მიღება:
1.ორსულობა - ცხოვრების ის პერიოდია,როდესაც განსაკუთრებით მაღალია საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილება.ორსულობის დროს მათი მოხმარების დონე 188%-ით იზრდება და რთულია მათი მიღება მხოლოდ საკვებიდან
2.ორსულობის პირველი რამდენიმე თვე - უმნიშვნელოვანესი პერიოდია ბავშვის განვითარებისათვის.ამ პერიოდში ვითარდება ნერვული ღერო,ხდება თავის და ზურგის ტვინის ფორმირება.ხშირად იმ დროისათვის,როდესაც აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ,პატარა ადამიანი უკვე რამდენიმე კვირისაა.დაიწყეთ ელევიტის მიღება დაგეგმილი ორსულობიდან ერთი თვით ადრე,რათა უზრუნველყოთ ბავშვი ვიტამინებით და მინერალებით ამ მნიშნელოვან პერიოდში.
ძირითადი ვიტამინები და მინერალები,რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ბავშვის განვითარებაში ესაა - ფოლიუმის მჟავა,რკინა და ვიტამინი B12.
ფოლიუმის მჟავა
ორსულობის პირველ კვირებში,როდესაც ქალების უმრავლესობამ არ იცის რომ ორსულადაა,უკვე ფორმირებულია ბავშვის ნერვული ღერო.მისგან ყალიბდება თავის და ზურგის ტვინი,რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემისათვის.ქალის საკვებ რაციონში ფოლატების რაოდენობა დიდ როლს თამაშობს ნერვული ღეროს ჩამოყალიბებაში.კლინიკურად დამტკიცებულია,რომ ფოლიუმის მჟავა,ფოლატის დამატებითი ფორმა,ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტების რისკს,როგორიცაა ხერხემლის თიაქარი.ამიტომ ორსულობის პერიოდში უმნიშვნელოვანესია ვიტამინების და მინერალების კომპლექსის მიღება ფოლიუმის მჟავით,როგორიცაა ელევიტი.
რკინა
საკვებში რკინის დაბალმა შემცველობამ შესაძლოა ოვულაციის დარღვევა გამოიწვიოს,რაც აძნელებს ორსულობის დადგომას.თქვენი მოთხოვნილება რკინის მიმართ ასევე იზრდება ორსულობის დროს,როდესაც თქვენს ორგანიზმში მეტი რაოდენობის სისხლი ცირკულირებს.რკინა აუცილებელია საკვებში მისი დეფიციტის პრევენციისათვის.ის ასევე დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში.
ელევიტი ეხმარება თქვენს ორგანიზმს ორსულობის დაგეგმვის პერიოდში
ელევიტის შემადგენლობა სპეციალურად შემუშავებულია მომავალი ორსულებისათვის,ორსულებისათვის და მეძუძური დედებისათვის.კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ფოლიუმის მჟავა აქვეითებს ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს,რკინა ავსებს საკვების რკინის დეფიციტს,ვიტამინი A ბავშვის ტვინის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
დაგეგმილ ორსულობამდე ერთი თვით ადრე ელევიტის მიღება იდეალური იქნება,მიღება უნდა გააგრძელოთ ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდშიც.
თქვენ მოგიწევთ შეცვალოთ ცხოვრების წესი. ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლით და საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებების მიღებით,სავარაუდო ფეხმძიმობის პერიოდში მოგიწევთ თქვენი ცხოვრების წესის გადახედვა.შესაძლოა მოგიწიოთ ზოგიერთ ჩვევეზე უარის თქმა ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისა და ბავშვის სწორი განვითარებისათვის.

3-03-2018, 23:33

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно