დავეხმაროთ პატარას - რატომ ეშინია დამოუკიდებლად სიარულის

ყველა მშობელს უხარია თავისი შვილის წარმატებები.განსაკუთრერებით ეს ეხება მის პირველ,ასე მერყევ და გულისამაჩუყებელ ნაბიჯებს.ეს ამბავი ძალიან ახარებს ოჯახის ყველა წევრს,პირველ ნაბიჯებს იღებენ ვიდეოზე,რომ სამახსოვროდ დარჩეს ეს შესანიშნავი მოვლენა.თუმცა ხანდახან ისეც ხდება,რომ რამდენიმე გავლის შემდეგ ბავშვი ისევ ხოხვას იწყებს და უარს ამბობს სიარულზე.
მიზეზები რის გამოც ბავშვს ეშინია დამოუკიდებლად სიარულის
1.ყველაზე ხშირად სიარულზე უარის თქმა ხდება დაცემის შიშის გამო.შესაძლოა სიარულის პირველი მცდელობის დროს ბავშვი დაეცა და ძლიერ იტკინა რამე ან ეს რამდენჯერმე განმეორდა.ბავშვი ინტუიციურად გადადის მისთვის ნაცნობ და უსაფრთხო გადაადგილების მეთოდზე - ხოხვაზე.
2.მეორე გავრცელებული მიზეზი,რომელიც შეიძლება შიშად მივიჩნიოთ,არის ბავშვური ეშმაკობა.ის სიამოვნებით იწყებს სიარულს და სამყაროს შეცნობას ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ მალევე ბეზრდება,მითუმეტეს თუ გარემო არ იცვლება/ბავშვი გადაადგილდება ერთიდაიმავე მარშრუტით ან იმყოფება შეზღუდულ სივრცეში საბავშვო ოთახში/.პატარა ხვდება რომ ხოხვით გადაადგილება ნაკლებად დამღლელია და უფრო სწრაფი - ამიტომ კვლავ უბრუნდება ხოხვას.
3.მშობლები ხშირად იყენებენ ჭოჭინას და პატარას ეშინია დამოუკიდებლად სიარულის.
4.არ არის გამოხატული სიარულზე უარის თქმის მიზეზები.ბავშვი ჯანმრთელია და არ დაცემულა,მაგრამ ის მაინც არ დადის.
მშობლების ქმედება
1.დაცემის შიში. გამოარკვევთ თუ არა,რომ ბავშვს სიარულის ეშინია დაცემის გამო,აუცილებლად დაეხმარეთ ახალი მცდელობების დროს.ყურადღებით დააკვირდით მის გადაადგილებას და აუცილებლობის შემთხვევაში ხელი შეაშველეთ.ბავშვმა უნდა დაივიწყოს თავისი უარყოფითი გამოცდილება და დაუბრუნდეს სიარულის მცდელობებს.სასურველია ამ დროს მოასმენინოთ მხიარული ლექსები ან სიმღერები გასეირნებაზე.
თუ ბავშვი კატეგორიულ უარს ამბობს სიარულზე არ უნდა დააძალოთ.
თავიდან უმჯობესია ხელმოკიდებულმა იაროს,შემდეგ თითზე მოაკიდებინეთ ხელი და დადგება ის მომენტიც როდესაც ის კვლავ დამოუკიდებლად გაივლის.
2.სიზარმაცე. ზარმაცუნა და ეშმაკუნა ბავშვებს,რომლებსაც ხოხვით უფრო ეადვილებათ გადაადგილება - ეშმაკობითვე უნდა ვუპასუხოთ.ამაში დაგვეხმარება მისი საყვარელი სათამაშოები.თამაშის დროს დაუდეთ ბავშვს სათამაშო სიმაღლეზე,ის შეეცდება მისწვდეს მას და ფეხზე დადგება.გაიმეორეთ მისიფეხზე დადგომის მცდელობა კვლავ და კვლავ.
3.უარს ვამბობთ ჭოჭინაზე
სასურველია ჭოჭინას გამოყენებაზე უარი თქვათ ან მისი მოხმარება მინიმუმადე დაიყვანოთ.მისი გამოყენება აფერხებს ბავშვის მოტორული ფუნქციების განვითარებას.პატარამ უბრალოდ არ იცის როგორ გაიაროს და ეშინია ჭოჭინას გარეშე გადაადგილება.
4.უმიზეზოდ
სიარულზე უმიზეზო უარის თქმის შემთხვევაში მოიკრიბეთ მოთმინება და დაელოდეთ.გამართული სიარულისას ხერხემალს დიდი დატვირთვა აქვს.შესაძლოა თქვენი პატარა ჯერ არ არის ფიზიკურად მზად სიარულისთვის.გარკვეული დროის შემდეგ თქვენი პატარა გაივლის და ირბენს კიდეც.
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია,მთავარია არ დააძალოთ და აღიჭურვოთ მოთმინებით.
ვეხმარებით ბავშვს - რჩევები
რამდენიმე მარტივი რჩევის დაცვა დაეხმარება მშობლებს უფრო სწრაფად ჩამოუყალიბონ ბავშვს სიარულის ჩვევა:
1.ნუ დაანახებთ ბავშვს თქვენს ღელვას და შიშს.პატარა ძალიან მგრძნობიარეა და თვითონაც შეშინდება.
2.ნუ ეჩხუბებით ბავშვს.ამ დროს ის სტრესს იღებს და მისი შიში სიარულის მიმართ ძლიერდება.
3.ხშირად შეაქეთ პატარა.ალერსიანი სიტყვები მისთვის კარგი სტიმული იქნება.
4.განავითარეთ ბავშვი ფიზიკურად.ის ბავშვები, რომლებიც ასრულებენ ვარჯიშებს,უტარდებათ მასაჟი,შიშის გარეშე იწყებენ სიარულს.
5.მიეცით ბავშვს სივრცე გადასაადგილებლად.მანეჟის შესღუდულ სივრცეში ან ჭოჭინაში ჩასმულ ბავშვებს ეშინიათ დამოუკიდებლად და შედარებით შორ მანძილზე გადაადგილება.
6.აჩვენეთ ბავშვს მოძრაობითი აქტივობის მაგალითები - ისეირნეთ მასთან ერთად.სეირნიბისას ის დაინახავს ბავშვებს რომლებიც დადიან,დარბიან და თვითონაც მოინდომებს მათი მოქმედებებიდ გამეორებას.
ბავშვის აღრდისა და განვითარების დროს მთავარია არ წააქეზოთ ის ჭირვეულობებისაკენ.კარგია თუ უარს იტყვით ხელში აყვანაზე,წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბავშვი სამ წლამდე მიეჯაჭვოს დედის თბილ მკლავებს და ძალიან გვიან დაიწყოს სიარული.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის



3-10-2017, 22:35

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно