როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ხელში აყვანას

პირველად,როდესაც პატარა შეგყავთ სახლში,სადაც მას ასე ელიან,მზად ხართ სულ ხელით ატაროთ ის გამუდმებით,როგორც ატარეთ 9 თვის განმავლობაში თქვენი სხეულით.მაგრამ გადის დღეები,იზრდება დაღლილობა,უკვე გეჩვენებათ რომ ბავშვს ერთი წუთითაც არ შეუძლია მშვიდად ყოფნა.იმატებს საქმეები,თქვენ გადატვირთული ხართ,დასვენება გინდათ და ხვდებით რომ პატარა თქვენ გაათამამეთ მუდამ ხელში აყვანით.ამიტომ საკითხი - როგორ უნდა გადავაჩვიოთ პატარა ხელში აყვანას - საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმზე.
რისთვის ითხოვს ბავშვი დედის ხელებს
ახალშობილი ბავშვი სრულიად დაუცველია.ის დედას უკვე დაშორდა და თუ რაიმე ესაჭიროება მხოლოდ ყვირილით შეუძლია აცნობოს მას.პატარა დახმარებას ითხოვს როცა:
- როცა მას შია.ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს კვებათა შორის ინტერვალი დაახლოებით 3 საათი აქვთ.ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს კი საგრძნობლად მცირე.
- მას უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებს - ჩაისველა ან ჩაისვარა.სველი წუხს,ტირის.არავის არ ესიამოვნება ასეთი მდგომარეობა.
- სცივა ან სცხელა.ახალშობილები ცუდად ინარჩუნებენ ტემპერატურულ რეჟიმს.ამიტომ ჩააცვით შეციებულ პატარას,მაგრამ ნუ დაუშვებთ მის გადახურებას.
- კოლიკები აწუხებს.ეს ხშირი პრობლემაა სამი თვის ასაკამდე.ასეთ დროს გვეხმარება სპეციალური პრეპარატები,ფრთხილი მასაჟი,ასევე ‘’მშრალი სითბო’’: ბავშვი მუცლით უნდა მივიხუტოთ სხეულზე.
- ავად გახდა - სამწუხაროდ ხდება ხოლმე.
- მოუხერხებლად წევს.ცუდად არის გახვეული საფენებში,ვერ იცვლის მდგომარეობას,შეზღუდული აქვს მოძრაობა.
- თავს მარტოდ გრძნობს,მოეწყინა,შეეშინდა.რა თქმა უნდა პატარა ბავშვმა არ იცის ამ შეგრძნებების სახელი,მაგრამ მაინც განიცდის მათ.ბავშვები ასევე გრძნობენ დედის განწყობას,გრძნობენ რომ დედას არ აქვს სურვილი ხელში აიყვანოს ბავშვი და ასეთ შემთხევევაში უფრო ძლიერ ითხოვენ ამას.ეს ეხება უფრო მოზრდილ ბავშვებსაც.
- ეძინება.ტირილი შესაძლოა ორგანიზმის გაუაზრებელი რეაქცია იყოს,ნუ აიყვანთ ატირებისთანავე ბავშვს,შესაძლოა მან თავისით დაიძინოს.
თუ ბავშვი ვერ დაამშვიდეთ დარწევით,ნუ მიეცემით პანიკას.შესაძლოა დამშვიდების ეს მეთოდი მასთან არ ჭრის - ისევე როგორც ყველა ბავშვი ვერ ეგუება სახვევებში შეხვევას.მოძებნეთ მისი დამშვიდების სხვა ხერხი.სამაგიეროდ შემდეგში არ მოგიწევთ ხელში აყვანას გადააჩვიოთ.
გახსოვდეთ: როდესაც ბავშვი თქვენს მკერდთან ახლოს,თქვენს ხელებში იმყოფება,ის კვლავ თქვენს ნაწილად გრძნობს თავს და იღებს მისთვის აუცილებელ და ბუნებრივ ფიზიკურ კონტაქტს.ასე ხდება ნდობის ჩამოყალიბება.როდესაც ბავშვი სიგნალებზე პასუხს ვერ ღებულობს,ნდობის შეგრძნება დაქვეითებულად ყალიბდება და შემდეგ აისახება მისი ცხოვრების მთელ ემოციურ მხარეზე.თუმცა თქვენი რეაქცია დროული უნდა იყოს.მთავარია არ ჩავიხუტოთ ან ავიყვანოთ იქამდე ვიდრე ის არ მოგვცემს სიგნალს და არ მივიყვანოთ ის ისტერიკამდე - მშობლების სიყვარულში დარწმუნებული ბავშვის გაზრდა - სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა მისი სწორი განვითარებისათვის.
რამდენად საჭიროა ეს თქვენთვის
დაფიქრდით,რისთვის გჭირდებათ ბავშვის გადაჩვევა ხელში აყვანისაგან.თუ აუცილებელი არაა სამსახურში დაბრუნება,მაშ რა არის მიზეზი: დრო თქვენთვის გჭირდებათ,თუ გეშინიათ ძალიან არ მოგეჯაჭვოთ.
თუ მიზეზი თქვენი გადაღლილობაა,დაჯექით და განიხილეთ სიტუაცია მეუღლესთან.მიმართეთ დედას,მეგობრებს.ითხოვეთ დახმარება.გაინაწილეთ მოვალეობები.ჯერჯერობით მოგიწეთ დისკომფორტის ზონაში ყოფნა,მაგრამ ყველაფერი გაივლის.პატარაც წამოიზრდება სწრაფად.დაიმახსოვრეთ: თქვენ შვებულებაში ხართ ბავშვის მოვლის მიზნით და არა სახლის დასალაგებლად.
თუ არ შეგიძლიათ
ბავშვის ხელით ტარების გადაჩვევის მეთოდები მარტივია,მაგრამ ისინი მოითხოვს მოთმინებას,სიყვარულს,თავდაჯერებულობას.იმისათვის რომ ბავშვი გადაეჩვიოს თქვენს გამოყენებას ცხენის მაგივრად,მოიქეცით ასე:
- მკვეთრად ნუ შეუზღუდავთ ბავშვს ხელში აყვანის საშუალებას.ეს მისთვის ტრავმა იქნება.იმოქმედეთ თანდათან,მშვიდად,რბილად,თანამიმდევრულად.
- ესაუბრეთ ყველაფერზე ,უმღერეთ,უამბეთ ზღაპრები.ბავშვი მიხვდება: დედა მასთანაა.
- საწოლზე დაუკიდეთ მბრუნავი კარუსელი,ხშირად შეუცველეთ ზედ დაკიდებული სათამაშოები.
- აჩვენეთ სურათები,ყოფითი საგნები,აღწერეთ და ესაუბრეთ მათ შესახებ.
- სეირნობისას ესაუბრეთ ბავშვს გარემოზე,მოუყევით ამბები.უმჯობესია არ იძინოს,საინტერესო გასეირნების შემდეგ სახლში კარგად და ღრმად დაიძინებს და საქმეების გაკეთების საშუალებას მოგცემთ.
- თუ სასეირნო ეტლი სახლში გაქვთ,შეგიძლიათ მასში ჩააწვინოთ პატარა.ეს ეხება საბავშვო საქანელებს და სავარძლებსაც.თუ ბავშვი უკვე ხოხავს,დაუფინეთ იატაკზე რბილი საფენი და დაულაგეთ სათამაშოები.
- სამზარეულოში გასვლისას თან წაიყოლეთ პატარა,ესაუბრეთ რას აკეთებთ.ის ნაკლებად აფორიაქდება თუ გვერდით დაგიგულებთ.
- საწოლში ჩაწვენისას ნუ დაარწევთ.გაანიავეთ ოთახი.მოეფერეთ მუცელზე ხელის წასმით და უმღერეთ იავნანა.შეგიძლიათ ცოტა ხნით მუხლებზე დაიწვინოთ და როცა შეატყობთ ჩაიძინა - გადააწვინეთ საწოლში.თუ გამოეღვიძა გაიმეორეთ მოქმედება.
თუ ცდილობთ ბავშვი ხელში აყვანას გადააჩვიოთ,დაფიქრდით: მალე ის გაიზრდება.დატკბით ამ მომენტით.ის აღარ მოირბენს ხელში ასაყვანად თუ თანაკლასელების თვალწინ წაიქცევა ან ცხოვრებაში წარუმატებელი მომენტი ექნება.თქვენ სითბოთი და სინანულით გაიხსენებთ პერიოდს როდესაც ცდილობდით ის ხელში აყვანისაგან გადაგეჩვიათ.გახსოვდეთ: ამ ქვეყნად ყველაფერს თავისი დრო აქვს.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

3-10-2017, 22:26

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно