რჩევები ახალგაზრდა დედას - რომელია უკეთესი სახვევები თუ ტანსაცმელი?

არც ისე დიდი ხნის წინ სიტყვები ‘’ახალშობილი’’ და ‘’სახვევები’’ განუყოფელი იყო.ჩვენს დროში ეს ასოციაცია უკვე ისე აღარაა გავრცელებული,რადგან სახვევები შეცვალა ერთჯერადმა საფენებმა და ჩვილებისათვის განკუთვნილმა ტანსაცმელმა.ბებიები კვლავ გვირჩევენ ბავშვი სახვევებში გავახვიოთ,იმ დროს როდესაც ექიმი პედიატრების უმრავლესობა გვირჩევს ბავშვს მივცეთ თავისუფალი მოძრაობის საშუალება.
გავახვიოთ თუ არა სახვევებში? ზოგიერთი ძველი სკოლის ექიმის რეკომენდაციაა ჩვილი ბავშვის მჭიდროდ გახვევა,ისინი ახალგაზრდა მშობლებს აშინებენ რომ ბავშვს განუვითარდება მრუდე ფეხები.თანამედროვე გამოკვლევებმა საბოლოოდ დაანგრია ეს მითი: საქმე იმაშია,რომ მჭიდროდ გახვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მენჯ-ბარძაყის სახსრების არასწორი განვითარება.
მჭიდროდ გახვევის ერთ-ერთი მიზეზი კიდევ იყო კუნთების ჰიპერტონუსის გამოსწორება,ეს ასევე არის მითი: პირიქით,მოძრაობის უკმარისობის გამო მდგომარეობა უფრო მძიმდება და არ უმჯობესდება.
თუმცა,მეორე მხრივ სახვევებში გახვევას აქვს თავისი უპირატესობაც.არსებობს ფეხების ფართო ფიქსაციის მეთოდი,რომელიც გამოიყენება დისპლაზიის - მენჯ-ბარძაყის სახსრების დაავადების პროფილაქტიკისათვის.ამ მეთოდს იყენებენ ისეთი ბავშვებისათვის რომელთა მშობლებს და ახლო ნათესავებს ეს დაავადება აღენიშნებოდათ.ამ მეთოდისათვის უნდა აიღოთ საფენი /пелёнка/ და დაკეცოთ ისე,რომ პატარა ბალიშს გავდეს.დაკეცილი საფენი დაუდეთ ბავშვს ფეხებს შორის და გაახვიეთ მეორე სახვევში.
მჭიდრო გახვევის მეთოდის გარდა არსებობს თავისუფალი გახვევის მეთოდიც.მას ხშირად იყენებენ ბავშვის ძილის გასაუმჯობესებლად - პატარას ისე ახვევენ,რომ შეძლოს ხელების და ფეხების თავისუფლად მოძრაობა.ბავშვი თავს ისე გრძნობს როგორც დედის სხეულში და მშვიდდება.
სპეციალური ტანსაცმელი ახალშობილისათვის
სახვევებში გახვევის ანალოგად გვევლინება ახალშობილთათვის განკუთვნილი სპეციალური ტანსაცმელი,რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა.თუმცა მისი გამოყენების წინ საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმ-პედიატრთან.
ჩვილი ბავშვების ტანსაცმელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ბოდე,პერანგები,შარვლები,ქუდები,კომბინიზონები და სხვა მრავალი,სხვადასხვა მოდელის,ფერის და ზომის მრავლად გვხვდება მაღაზიებში.ზოგიერთ მათგანს ნაკერები გარედან აქვს,რაც უფრო კომფორტულია ჩვილისათვის.ფეხებს შორის შესაკრავები უადვილებს დედას საფენების გამოცვლას.
ძილის დროს რბილ,მყუდრო პიჟამოში ან ბოდეში ჩაცმული პატარა თავს კომფორტულად იგრძნობს და დაიძინებს მისთვის მოხერხებულ პოზაში.გარდა ამისა ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვი შეიძლება დავაწვინოთ მუცელზე,რომ გავუადვილოთ გაზებზე გასვლა.მუცელზე წოლის დროს უმჯობესდება კუჭნაწლავის მოქმედება,ყალიბდება სწორი ტანადობა,ასევე მცირდება წამოქაფების შემთხვევები.თუ ბავშვს რაიმე მიზეზის გამო სახვევებში გახვეულს სძინავს,მაშინ მუცელზე დააწვინეთ დღის განმავლობაში.
ახალგაზრდა დედა მხოლოდ მოდური ჟურნალების და მეგობრების რჩევით არ უნდა მოიქცეს.თუ ბავშვი ხშირად იღვიძებს უმჯობესია თავისუფალი გახვევის მეთოდის გამოყენება.ამისათვის გამოდგება საბავშვო საძილე ტომარა,რომელიც მხრებთან იკვრება.არსებობს მრავალი სახის ნაწარმი თუ მეთოდი,იმისათვის რომ თქვენმა პატარამ უკეთ იძინოს.
სახვევებსაც და ტანსაცმელსაც აქვს თავისი უპირატესობები,მაგრამ რომელი მათგანია ბავშვისათვის უკეთესი დედამ უნდა გადაწყვიტოს,მას შემდეგ რაც ექიმთან კონსულტაციას გაივლის.

3-10-2017, 22:13

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно