ჩემი სხეული

ორსულობის სამ ეტაპს ტრიმესტრებს უწოდებენ.
თვითოეული ტრიმესტრი განხსვავებულია თავისი თავისებურებებით და ცვლილებებით თქვენთვის და თქვენი ბავშვისათვის.

მიიღეთ ჩვენი მილოცვა,თუ ორსულობის ტესტის რეზულტატი დადებითია - თქვენ შესანიშნავ მოგზაურობაში მიემგზავრებით!

ალბათ თქვენი თავი სავსეა შეკითხვებით ‘’როგორ შეიცვლება ჩემი ორგანიზმი?’’ და ‘’რამდენად სწრაფად ვითარდება ბავშვი?’’.მიუხედავად იმისა,რომ ორსულობა ყველა ქალისათვის სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს,შევეცდებით აღვწეროთ ის,რასაც უნდა ელოდეთ ორსულობის სამი ტრიმესტრის განმავლობაში.

პირველი ტრიმესრი: 1-12 კვირა

ორსულობის გამოთვლა ხდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან,რადგან ჩასახვის დღის ზუსტი გამოთვლა რთულია.ჩვეულებრივ ჩასახვა ხდება მენსტრუალური ციკლის შუაში,სინამდვილეში პირველი ორი კვირის განმავლობაში თქვენ ორსულად არ ხართ,მაგრამ სწორედ ეს პერიოდი  ორსულობის დასაწყისად ითვლება.

როგორც კი მოხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება,ჰორმონები ნელ-ნელა იწყებენ ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში.რის გამოც თქვენ შესაძლოა აღმოგაჩნდეთ ამ სიმპტომებიდან რომელიმე:

  • შეუძლოდ ყოფნა დილაობით. ორსულობისათვის დამახასიათებელი ჰორმონების დონის ზრდის გამო ქალების 80%4 -ს პირველ ტრიმესტრში აღენიშნებათ დილაობით გულისრევა და ღებინება.გავრცელებულია მოსაზრება რომ ეს უმეტესად დილაობით ხდება.სინამდვილეში ეს სიმპტომები ნებისმიერ დროს შესაძლოა გამოვლინდეს.5-დან 1 ქალს  დილაობით შეუძლოდ ყოფნა აღენიშნება ორსულობის მეორე ტრიმესტრშიც,ზოგჯერ კი მთელი ორსულობის განმავლობაში.

თუ თქვენ დილაობით თავს შეუძლოთ გრძნობთ,თავი აარიდეთ ისეთ საკვებს რომელიც გულისრევას იწვევს თქვენში.მიიღეთ საკვები მცირე ულუფებად და ხშირად,მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს,მიიღეთ მეტი წყალი.თუ ძლიერად გამოხატულ ან თქვენთვის შემაწუხებელ შეგრძნებებს განიცდით,მიმართეთ ექიმს.

  • სარძევე ჯირკვლების ცვლილებები. სარძევე ჯირკვლები იწყებს ზომაში მატებას,შესაძლოა მტკივნეულობის შეგრძნება გაჩნდეს,ძუძუს თავები ზომაში მატულობს,მუქდება და უფრო ამოწეული ხდება.
  • დაღლილობა. ჰორმონ პროგესტერონის მაღალმა დონემ შესაძლოა ძილიანობის და დაღლილობის შეგრძნება გამოიწვიოს.დაისვენეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში რაც შეიძლება ხშირად,ფეხები სიმაღლეზე შემოაწყეთ.რაც შეიძლება კარგად იკვებეთ,რაც არაა ადვილი,თუ თქვენ დილაობით თავს ცუდად გრძნობთ.
  • მომატებულიემოციურობა. უფრო მაღალი ემოციური დონე,რომელიც ჰორმონების მატების შედეგია - ნორმალური მოვლენაა.ამ დროს მნიშვნელოვანია თქვენი პარტნიორის და ახლობლების თანადგომა და მოთმინება.
  • კვებითი დამოკიდებულებები და ანტიფათიები. შესაძლოა აღმოჩნდეს,რომ თქვენ ვერ იტანთ ერთი სახის საკვებს და მოთხოვნილება გაქვთ მეორის მიმართ.ეს არ არის პრობლემა,თუ თქვენ უჩვეულო პროდუქტებით კვებას არ მოინდომებთ,მაგალითად ცარცით.თუ თქვენ ეს სიტუაცია გაფიქრებთ,მიმართეთ ექიმს.
  • გახშირებული შარდვა. სითხის შემცველობა მატულობს თქვენს ორგანიზმში,საშვილოსნო კი შარდის ბუშტს აწვება,თქვენ უფრო ხშირად გიჩნდებათ მოშარდვის სურვილი.როგორც კი შეიგრძნობთ ტუალეტში შესვლის სურვილს,მაშინვე დაიკმაყოფილეთ ის - ეს შეამცირებს შარდის ბუშტზე დაწოლას.
  • თავბრუსხვევის შეგრძნება. ზოგჯერ შესაძლოა შეიგრძნოთ თავბრუსხვევა/ეს ჰორმონალური ცვლილებების შედეგია/.შეეცადეთ ფეხზე დიდხანს არ იდგეთ,მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან უცბად ნუ წამოდგებით.ძლიერი თავბრუსხვევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  • გულძმარვა და ყაბზობა. თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედება ნელდება,რომ მეტი დრო დაუთმოს საკვების ათვისებას.რაც იწვევს გულძმარვას და ყაბზობას.

გულძმარვის თავიდან ასაცილებლად შეეცადეტ მიიღოთ საკვების მცირე ულუფები ერთიდაიგივე დროს,თავი აარიდეთ შემწვარ და ცხარე საჭმელს,ასევე გაზიან სასმელებს.გულძმარვის დროს დაგეხმარებათ ანტაციდური დანამატი,რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ორსულობის დროს,როგორიცაა რენი ან ტალციდი.

ყაბზობის წინააღმდეგ კარგია უჯრედისით მდიდარი საკვები,ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება და დიდი რაოდენობით წყლის მიღება.თუ კუჭში გამხსნელი წამლის მიღებას გეგმავთ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ორსულობის პირველი ტრიმესტრის ძირითადი ეტაპები

  • განაყოფიერებიდან დაახლოებით 7 დღეში ემბრიონი იმპლანტირდება საშვილოსნოს კედელზე.მის დასაცავად და კვებისათვის ფორმირებას იწყებს პლაცენტა,ჭიპლარი და ამნიონური გარსი.
  • პირველი 12 კვირის დამთავრებისას საშვილოსნო შეიგრძნობა მუცლის წინა კედლიდან,მუცელი ზომაში იმატებს.

ბავშვის განვითარება ორსულობის პირველ ტრიმესტრში

პირველი ტრიმესტრის დასასრულს:

  • ფორმირებულია ყველა ძირითადი ორგანო,მუშაობს სისხლის მიმოქცევის სისტემა.
  • იწყება სასქესო ორგანოების განვითარება.
  • ხელებზე და ფეხებზე ყალიბდება თითები,ჩნდება ფრჩხილები.
  • ყალიბდება სახის ნკვთები.
  • ბავშვის ხეულის სიგრძე 6 სანტიმეტრამდეა თავიდან სხეულის ქვედა ნაწილამდე.ბავშვი მოძრაობს,მაგრამ თქვენ ჯერ ვერ შეიგრძნობთ მის მოძრაობებს.

მეორე ტრიმესტრი: 13-26 კვირა

ქალების უმრავლესობა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მეტ კმაყოფილებას განიცდის ვიდრე პირველი ტრიმესტრის დროს,ქრება დილაობით გულისრევის შეგრძნება,მკერდის მტკივნეულობა და დაღლილობის შეგრძნება,მაგრამ მოემზადეთ ზოგიერთი სხვა შეგრძნებისათვის!

  • ტკივილები. ქსოვილების დაჭიმვის შედეგად შესაძლოა ტკივილები იგრძნოთ გვერდებსა და მუცლის ქვედა ნაწილში.წონაში მატებამ შესაძლებელია ზურგში ტკივილები და ფეხებში კრუნჩხვები გამოიწვიოს.ექიმი გირჩევთ უბრალო ვარჯიშებს ასეთ შემთხვევებში.
  • ცხვირის დახშობა. ჰორმონების დონის მატებამ შეიძლება ცხვირით სუნთქვის და სისხლის ბრუნვის გაძნელება გამოიწვიოს.
  • ღრძილები. თქვენი ღრძილები სისხლდენისადმი მიდრეკილი ხდება,ამიტომ პირის ღრუს ჰიგიენა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.ფრთხილად გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.
  • ქავილი. შეიძლება მუცლის კანის ქავილი დაგეწყოთ,რადგან ის თანდათან იჭიმება ბავშვის ზრდის გამო.შეეცადეთ ყოველდღიურად გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი,რომ თავიდან აიცილოთ სტრიები.
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ჰემოროი. ორსულობის დროს თქვენ უფრო მიდრეკილი ხართ ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ჰემოროისაკენ.ეცადეთ არ იდგეთ ან არ იჯდეთ დიდი ხნის განმავლობაში,არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე მჯდომის დროს.ანალური ხვრელის დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნებისას ექიმი დაგინიშნავთ ჰემოროის საწინააღმდეგო საშუალებას.
  • გამონადენი საშოდან. საშოდან გამოიყოფა თეთრი ფერის გამონადენი,რომელსაც ლეიკორეა ეწოდება,ეს ნორმალური მოვლენაა ორსულობის ამ პერიოსისათვის.ასეთი გამონადენი საშოს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება.თუ თქვენ სხვა სახის ან ფერის გამონადენს შენიშნავთ,მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
  • კანის პიგმენტაციის დარღვევა. ორსულობის ჰორმონებმა შესაძლებელია მუცელზე და სახის კანზე ლაქების გაჩენა გამოიწვიოს.მზე აძლიერებს ლაქების გაჩენას,ამიტომ ქუჩაში გამოსვლისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.დაცვის გარეშე მზეზე ყოფნა უკუნაჩვენებია!
  • ქოშინი.თქვენი ფილტვები ახლა უფრო მეტ ჰაერს ატარებს ,შესაძლოა წარმოიქმნას ქოშინი ან სუნთქვის გახშირება.
  • მადის გაძლიერება. ბავშვის ზრდასთან ერთად თქვენ შესაძლოა მუდმივად გრძნობდეთ შიმშილს,თუმცა ‘’ორის მაგივრად’’ ჭამა არ არის აუცილებელი.თუ წახემსება მოგინდებათ,შეარჩიეთ ჯანსაღი საკვები,როგორიცაა ხილი ან იოგურტი.

 

ორსულობის  მეორე ტრიმესტრის ძირითადი ეტაპები

  • შესაძლებელია პირველად შეიგრძნოთ ბავშვის მოძრაობა 18-20 კვირაზე.ამ მოვლენას ‘’გაცოცხლება’’ ეწოდება.
  • ბავშცის ზრდასთან ერთად თქვენი მუცელიც იზრდება.

ბავშვის განვითარება ორსულობის მეორე ტრიმესტრში

მეორე ტრიმესტრის დასარულს:

  • ბავშვი მოძრაობს,რეაგირებს შეხებაზე და ხმებზე.
  • ბავშვი იწყებს თვალის გახელას,ჩნდება წარბები და წამწამები.
  • კანი დაფარულია ბუსუსით და კრემისებური თეთრი ნივთიერებით,რომელსაც სამშობიარო საცხი ეწოდება.
  • ვითარდება ყლაპვის და წოვის რეფლექსები.
  • ზრდას იწყებს თმა.
  • ხელის თითებზე ფორმირდება დაქტილოსკოპიური ხაზები.
  • ბავშვის სხეულის სიგრძე დაახლოებით 23 სანტიმეტრია თავიდან ტანის ქვედა ნაწილამდე.

მესამე ტრიმესტრი: 27-ე კვირიდან დაბადებამდე

პატარა თითქმის უკვე ჩამოყალიბებულია! ორსულობის შემდგომ კვირებში,როდესაც ის წონაში მატულობს და მოძრაობს დახშულ სივრცეში,თქვენ უფრო  მეტად კომფორტულად გრძნობთ თავს.შეეცადეთ რაც შეიძლება მეტხანს დაისვენოთ.მეორე ტრიმესტრის სიმპტომებს შესაძლოა დაემატოს:

  • ხელების,ფეხების და სახის შეშუპება. სხეულში სითხის სიჭარბემ შესაძლოა შეშუპება გამოიწვიოს.შეეცადეთ ხშირად დაისვენოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.ფეხები სიმაღლეზე შემოაწყეთ,ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მოგიხსნით ფეხების დაღლილობას.
  • გამონადენი მკერდიდან. შესაძლოა მკერდიდან სხენის გამონადენი შენიშნოთ.ტანსაცმელზე ლაქების გაჩენისაგან თავის დასაცავად ჩაიფინეთ ბიუსტჰალტერში სპეციალური საფენები.
  • ბრექსტონ-ჰიკსის ჭინთვები. თქვენი შვილი ემზადება ქვეყნად მოსავლენად და შესაძლოა თქვენ ‘’სავარჯიშო’’ ჭინთვები განიცადოთ,რომლებიც მალევე გაივლის,მას ბრექსტონ-ჰიკსის ჭინთვები ეწოდება.თუ ჭინთვები ხანგრძლივი და ძლიერია,გამოიძახეთ ექიმი.შესაძლებელია ეს მშობიარობის დასაწყისი იყოს.

მესამე ტრიმესტრის ძირითადი ეტაპები

  • ორსულობის პერიოდში თქვენ წონაში 10-16 კილოგრამით იმატებთ.წონის მატება განისაზღვრება ბავშვის,პლაცენტის და სანაყოფე წყლების რაოდენობის ზრდით.ასევე ცხიმოვანი ქსოვილების და სითხის მომატებით ქალის სხეულში.
  • ორსულობის 37- ე კვირა მის სრულ ვადად ითვლება.

ბავშვის განვითარება ორსულობის მესამე ტრიმესტრში

მესამე ტრიმესტრის დასასრულს:

  • ბავშვი მენჯში თავით ქვემოთაა მოთავსებული,ის დაბადებისთვის ემზადება.
  • ბავშვის ორგანიზმის ყველა სისტემა განვითარებულია და მზადაა დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის.
  • სხეულიდან ქრება ბუსუსები,რომლებიც კანს ფარავდა.
  • ბავშვის სხეულის სიგრძე დაახლოებით 46-56 სანტიმეტრია თავიდან ფეხის თითების ჩათვლით.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 


28-06-2017, 02:00

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно