ბავშვი 2,5 წლის ასაკში

ორწლინახევრის ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის მოხსენიებას -‘’მე’’.პატარას შეუძლია სამბორბლიანი ველოსიპედით სიარული,ბურთის სროლა და დაჭერა.სიამოვნებით ხატავს და ძერწავს პლასტილინისაგან ფიგურებს.

ამ ასაკის ბავშვი აბიჯებს იატაკზე დადებულ დაბრკოლებებს,იჭერს წონასწორობას,შეუძლია თითის წვერებით სიარული.დარბის,ხტის,იკუზება,დახტის ორი ფეხით.შეუძლია ბურთით თამაში: ესვრის ბურთს ჰორიზონტალურ სამიზნეს ერთი და ორივე ხელით იჭერს ბურთს,ისვრის დაბრკოლების იქით.

2,5 წლის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები

2 წლის და 6 თვის
ქვედა ზღვარი
ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ.
12,0
16,3
გოგონების წონა კგ.
11,7
15,5
ვაჟების სიმაღლე სმ.
87,0
97,1
გოგონების სიმაღლე სმ.
86,0
96,5

2,5 წლის ბავშვის სიმაღლე და წონა - ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები

2 წლის და 6 თვის
 ქვედა        ზღვარი
 ზედა    ზღვარი
ვაჟების წონა კგ.
10,5
16,9
გოგონების წონა კგ.
10,0
16,5
ვაჟების სიმაღლე სმ.
85,1
98,7
გოგონების სიმაღლე სმ.
83,6
97,7

ვაჟების თავის

გარშემოწერილობა სმ.


46,1
51,7

გოგონების თავის

გარშემოწერილობა სმ.


45,1
50,7
2,5 წლის ბავშვის შემეცნებითი განვითარება. საგნების გარჩევა ფერით,ფორმით სიდიდით: ნიმუშის მიხედვით არჩევს ერთი ფერის საგნებს,ფორმით განსხვევებულს.არჩევს ოთხ ფერს,უთავსებს:

*ნიმუშის მიხედვით  *უფროსის თხოვნით

ორწლინახევრის ბავშვს შეუძლია სწორად დაასახელოს 1-2 ფერი.ანსხვავებს 4-6 გეომეტრიულ ფორმას.მოცულობით გეომეტრიულ ფიგურებს უთავსებს შესაბამის ბრტყელ გამოსახულებას.

შეუძლია გაარჩიოს სხვადასხვა სიდიდე და ფორმა.

აწყობს პირამიდას 4-8 რგოლისაგან ზომის კლების მიხედვით./ჩვენებით/.

აწყობს ერთმანეთზე 10 და მეტ კუბს /ნიმუშის მიხედვით/ სხვადასხვა ზომის და ფორმის შეთავსებით.

იჭერს ფანქარს.ხაზავს მრუდ ხაზებს,მომრგვალებულ ხაზებს,ცდილობს გაიმეოროს უფროსთან ერთად.ასრულებს უფროსის მიერ დახატულ ფიგურებს,უხატავს ხაზებს,ოვალებს.იცის რაც დახატა ან გამოძერწა.

სათამაშო მოქმედებები /სიუჟეტური თამაში/:

ორწლინახევრის ბავშვი ბაძავს თავისივე სქესის ადამიანს: გოგონა - დედას,ბიჭი - მამას /დამოუკიდებებლი თამაშისას/.გამოსახავს სიუჟეტს /გამომსახველობითი სიუჟეტური მოქმედება/.ასრულებს ორ-სამ მიმდევრობით ქმედებას /აკეთებს როგორც დედა,ექიმი,არ ასახელებს როლს/ *უფროსის წინადადებით,ჩვენების გარეშე *დამოუკიდებელი თამაშისას

ამ ასკში ბავშვი იწყებს თანატოლთან თამაშს წყვილში /მოქმედებს მსგავსი სათამაშოთი ან ასრულებს მასთან ერთად რამოდენიმე მოქმედებას/.ბაძავს თამაშში სხვა ბავშვებს.იყენებს შემცვლელ საგნებს /ავლენს წარმოსახვის უნარს/.

სხვადასხვა ფორმის და ზომის კუბებით აგებს სახლს,ღობეს /კონსტუქციული შემოქმედება/:

*უფროსის თხოვნით *დამოუკიდებელი თამშისას *ნიმუშის მიხედვით

იყენებს კუბებს მცირე ზომის სიუჟეტური სათამაშოებისთ თამაშისათვის.ექსპერიმენტატორობს.მონაწილეობს მოძრავ თამაშებში ბავშვებთან ერთად /იმახსოვრებს თამაშის მარტივ წესებს/.

სოციალურ-ემოციური განვითარება

სიფხიზლის დროს ინარჩუნებს ემოციურად გაწონესწორებულ მდგომარეობას.

ამჟღავნებს სპეციფიურ თვისებებს:მხიარულია,აქტიურია,ხმაურობს,დაუღალავია,ცნობისმოყვარეა,მშვიდია,მოშვებულია,გულგრილია,ჭირვეულია და სხვა.

შეუძლია საკუთარი მდგომარეობის განსაზღვრა.საკუთარ ინდივიდულობას აცნობიერებს თავისივე ემოციების საშუალებით: მე მტკივა,მე მიხარია,მე მინდა და სხვა.

ჩნდება ხანგრძლივი ემოციური მახსოვრობა.იხსენებს საკუთარ ემოციურ შეგრძნებებს,სხვადასხვა სიტუაციაში მოხვედრის დროს: დღესასწაულზე,სტუმრად - სახალისოა, ავადმყოფობისას - არასასიამოვნოა,ცუდია.

ემოციურად თავშეკავებულია მითითებების დროს: ‘’საჭიროა’’,’’მოითმინე’’,’’ასე უნდა’’ და სხვა. /ემოციური გამოცდილებით ერკვევა სიტუაციაში/.

იტაცებს საინტერესო თამაშები /ძნელად ანებებს თავს/.ემოციურად დაინტერესებულია.მშვიდად ასრულებს ნაცნობ ქმედებებს.

უინტერესო და გაუგებარ თამაშებს უარყოფს /არ ინტერესდება/.სწყინს და ბრაზობს საკუთარ წარუმატებლობაზე ნაკლებად ნაცნობი ქმედების დროს.

უხარია,იცინის რეზულტატის მიღებისას,ნაცნობი ქმედების შესრულებისას.უხარია უფროსებთან და ბავშვებთან ერთად მხიარული თამაში.

განიცდის ემოციურ კმაყოფილებას /ესთეტიური გრძნობების ჩასახვა/,ნაცნობი მუსუკის,სიმღერის მოსმენის დროს.

ცნობს სიმღერას და ასრულებს ნაცნობ მოქმედებებს /მარტო ან ბავშვებთან ერთად/.განიცდის სიხარულს,აღტაცებას ცეკვითი მოძრაობების შესრულების დროს.იწყებს სილამაზის აღქმას.

თანდაყოლილი ნაზი,ემოციური მდგომარეობა: სინაზე,სიყვარული ახლობლების მიმართ,თანაგრძნობა,შეცოდებს,წყენა,დარდი,სიხარული,სიბრაზე/აგრესია/,შიში,ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსადმი ინტერესი,ბუნებრივი მოვლენების მიმართ.ესაჭიროება უფროსების კეთილგანწყობა და დადებთი შეფასებები.დედის,მამის,ახლობლების მიმართ მიჯაჭვულობა რჩება.წუხს მათი წასვლისას,მალევე ვერ მშვიდდება.ემოციურად უთანაგრძნობს ახლობელ ადამიანს მისთვის გასაგებ სიტუაციებში.

შეუძლია გაიგოს სხვა ბავშვის სიხარული ან მწუხარება /წყენა/.

აფასებს უფროსებს /’’ცუდი’’,’’კარგი’’/ მათი ემოციურ- ინდივიდუალური თვისებებით და მის მიმართ დამიკიდებულებით.გრძნობს ოჯახში სუსტი და ძლიერი ხასიათის ადამიანებს.სხვადასხვაგვარად იქცევა მათთან /ემორჩილება ან არ უჯერებს/.

ყოველთვის ვერ აძლევს შეფასებას სიკეთეს,ვერ იგებს დასჯის მიზეზს.

ფრთხილობს უცნობ ადამიანებთან,მაგრამ ადვილად შედის კონტაქტში მათი კეთილგანწყობის გამოვლენის შემთხვევაში.

იმეორებს ნაკლებად ნაცნობი ადამიანების ქცევას,სიტუაციებს,თუ განიცადა ღრმა ემოციები /სპექტაკლი თეატრში,შემთხვევა კლინიკაში და სხვა/.

მეტყველების განვითარება. აღნიშნავს საკუთარ თავს ‘’მე’’,’’მე თვითონ’’.ირქმევს მოწონებული პერსონაჟის ან ახლობელი უფროსის სახელს.იყენებს რამდენიმესიტყვიან წინადადებებს /სამი და მეტი/.სვამს კითხვებს: ‘’სად?’’,’’საით?’’ და სხვა.პასუხობს უფროსის მიერ დასმულ შეკითხვებს სურათზე თუ სიუჟეტი ან პერსონაჟები ნაცნობია მისთვის: ‘’ვინ/რა/ არის ეს?’’,’’რას აკეთებს?’’.გვიჩვენებს მოძრაობებით პერსონაჟის მოქმედებებს.

ადვილად იმეორებს უცნობ სიტყვებს.უფროსთან ერთად იმეორებს ნაცნობი ზღაპრის სიტყვებს.იცის ზოგიერთი ცხოველის,საყოფაცხოვრებო ნივთის,ტანსაცმლის,ჭურჭლის დასახელება.შეუძლია მოგვიყვეს სურათის შინაარსი /ორი-სამი წინადადებით/.

პასუხობს კითხვას: ‘’რა გქვია?’’/სრულად ან გამარტივებულად/.იცის და ასახელებს ახლობლების სახელებს,ნაცნობი ბავშვების სახელებს.საუბრობს თანატოლებთან თამაშის დროს /სამეტყველო დიალოგები/.ბაძავს სხვა ბავშვებს.ესმის უფროსის მონაყოლი.

ყოფთი უნარ-ჩვევები.იცვამს და იხდის უფროსის დახმარებით.შეუძლია ღილების გახსნა და შეკვრა.გვამცნობს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესახებ. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: https://www.facebook.com/groups/396302677580841/?source_id=1104043796314519

Загрузка...

28-01-2019, 18:35

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно