ბავშვი 2 წლის ასაკში

ამ ასაკში ბევრი ბავშვი ასრულებს ღამის ქოთანთან ურთიერთობის შესწავლას.შეუძლია უფროსის განმარტებების მოსმენა,იწყებს შეკითხვების დასმას.
რა შეუძლია 2 წლის ბავშვს? აბიჯებს რამოდებიმე დაბრკოლებას მორიგეობითი ნაბიჯებით,ინარჩუნებს წონასწორობას იატაკზე დადებულ ფიცარზე გავლისას.მოძრავ თამაშებში ამ ასკის ბავშვებისათვის შესაძლებელია ჩავრთათ სირბილი,ხტომა,ბურთის სროლა,დახრილი ზედეპირიდან ბურთის დაგორება.
2 წლის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები
ბავშვი 2 წლის ასაკში
ბავშის სიმაღლე და წონა - ჯანმრთელობის ასერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
ბავშვი 2 წლის ასაკში
2 წლისთვის სრულდება ღამის ქოთნის ათვისება.ბავშვი სიტყვიერად ან მინიშნებით ითხოვს ქოთნის საჭიროებას,ზოგიერთი ახერხებს თვითონ ჩაიწიოს შარვალი.
2 წლის ბავშვის შემეცნებითი განვითარება საგნების გარჩევა ფორმით,სიდიდით,ფერით:
ორი წლის ბავშვი ახერხებს შეათავსოს მოცულობითი გეომეტრიული ფიგურა ბრტყელ გამოსახულებასთან,ნიმუშს დებს გამოსახულ სურათზე.არჩევს სამ და მეტ კონტრასტულ სიდიდეს /აწყობს სათამაშოებს სიდიდის მიხედვით/.აწყობს პირამიდას რგოლებით ზომების კლების მიხედვით /ჩვენების შემდეგ/.
არჩევს სამ-ოთხ ფერს,ზოგიერთს ასახელებს კიდეც, ნიმუშის მიხედვით პოულობს მსგავსს.
იწყებს საგნების წონის,ფაქტურის,ტემპერატურის შეცნობას /მძიმე,მსუბუქი,რბილი,მკვრივი,ცივი,თბილი/.
ქაღალდზე ხატავს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს,მომრგვალო ფორმის ფიგურებს,მოკლე და გრძელ შტრიხებს.ასახელებს თავის მიერ ‘’დახატულ’’ საგანს,ფიგურას.
2 წლის ბავშვის სათამაშო მოქმედებები/სიუჟეტურ-გამომსახველობითი/
ავლენს საზრიანობას: იჭერს,იღებს წყლიდან მოწონებულ სათამაშოს.ახდენს რამოდენიმე მიმდევრობით მოქმედებას თამაშში ან თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რთულ მომენტში /აჭმევს თოჯინას თუ იქვე სათამაშო ჭურჭელია,აშენებს გარაჟს თუ ხედავს კუბებს და მანქანას/.იყენებს შემცვლელ საგნებს.ასრულებს ორ მიმდევრობით მოქმედებას სათამაშოთი /არწევს და აჭმევს თოჯინას,ტვირთავს და დაყავს მანქანა/:
* უფროსის თქმით,ჩვენების გარეშე * მიბაძვით
იმეორებს ახლობელი უფროსის მოქმედებას.აშენებს კუბებით მარტივ შენობებს მცირე ზომის სათამაშოებისთვის/ღობე,სახლი,ბილიკი,დივანი,სკამი,მაგიდა და სხვა/
* უფროსის თხოვნით * ნიმუშის მიხედვით * დამოუკიდებლად
შეუძლია ითამაშოს თანატოლებთან მსგავსი სათამაშოებით.
2 წლის ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება ემოციური,აქტიური,ქმედითი მდგომარეობა.კარგად არის განწყობილი დამოუკიდებლად შესრულებული მოქმედებების,უფროსის შექების მიმართ.ჭირვეულობს,ითხოვს აკრძალულს,დაჟინებულია.
უკმაყოფილოა,უარს ამბობს მოქმედებაზე წარუმატებელი ცდის შემთხვევაში.
ყვირის,ჟესტიკულირებს,ჭირვეულობს:* თუ არ სურს შეასრულოს უფროსის თხოვნა * სხვა ბავშვის,ან უფროსის მიბაძვისას * ყურადღების მისაქცევად
არ გვიგონებს,ბრაზობს მოძრაობის შეზღუდვის დროს,ან უფროსის ხმამაღალი,უხეში ტონთ მიმართვისას.უარს ამბობს ურთიერთობაზე/იმალება/ უცნობი ადამიანის დანახვაზე. იღიმება,ჟესტიკულირებს,თვალებში უყურებს, სხვა ბავშვის ან უფროსის ყურადღების მიქცევისას,შექების მოლოდინში.
ავლენს მკვეთრ ემოციებს ახლობლებთან ურთიერთობაში /მიმიკა,შეძახილები,მოძრაობები/.
იღიმება,იყენებს ემოციურ მეტყველებას ბავშვშვებთან თამაშის დროს.
სიამოვნებს როდესაც დამოუკიდებლად წარმოთქვამს მარცვლებს,სიტყვებს.ემოციურად დაინტერესებულია მუსიკით,სიმღერით,მცირე ფოლკლორული ფორმებით,მოძრავი თამაშებით,ავლენს დიფერენცირებულ დამოკიდებულებას /აქტიური მოქმედება,ცელქობა,აღტაცება/.თამაშების და გარსართობების მიმართ გამოხატავს აღტაცებას.ავლენს ემოციურ მეხსიერებას ნაცნობ სიტუაციებში.ინტერესით უყურებს მულტფილმებს,საბავშვო სატელევიზიო გადაცემებს.
ემოციურად ელის რეზულტატებს:
* საკუთარი ქმედებების * უფროსის ქმედებების
განიცდის,უთანაგრძნობს მტირალ ბავშვს,მოხუც ადამიანს,სათუთად ეპყრობა ცხოველებს,მცენარეებს:
* უფროსის მაგალითზე * საკუთარი ინიციატივით /იშვიათად/.
ემოციურად თავშეკავებულია,შეუძლია მოთმინება,ლოდინი/უფროსის განმარტების შემდეგ/.მშვიდად ხვდება მითითებებს: მოაგროვე სათამაშოები’’,’’შეიძლება’’,’’არ შეიძლება’’.ესმის სიტყვები: ‘’კარგია’’,’’ცუდია’’.
2 წლის ბავშვის მეტყველების განვითარება
საუბრის გაგება: ესმის მოკლე მოთხრობის შინაარსი /მოქმედების ჩვენების გარეშე/ ნაცნობ მოვლენებზე /რაც აკეთებდა სასეირნოდ ყოფნისას/.პასუხობს კითხვებს ამ მოვლენების შესახებ.ასრულებს სამამდე დავალებას /აიღე,მიიტანე,დადე/. ‘’ეცოდება’’,’’ეხმარება’’ უფროსს თხოვნის შემდეგ. იცის /გვიჩვენებს/ სახის /ტუჩები,კბილები,ენა,შუბლი,ყურები,ლოყები და სხვა/ და ტანის /ხელები,ფეხები,ზურგი/ ნაწილები.
აქტიური მეტყველება/200-300 სიტყვა
იყენებს ორი-სამი სიტყვისაგან შემდგარ წინადადებებს უფროსებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას.იწყებს ზედსართავი სახელის,ნაცვალსახელის,წინდებულის,ზმნიზედის გამოყენებას.შეუძლია საკუთარი თავის მესამე პირში მოხსენიება.შეუძლია დაასრულოს ლექსის ნაცნობი სიტყვები.ორი-სამი წინადადებთ შეუძლია მოგვითხროს რას ხედავს იმ მომენტში.სვამს შეკითხვებს.ასახელებს სურათზე გამოსახულ საგნებს: * უფროსის თხოვნით * დამოუკიდებლად
გამარტივებულ სიტყვებს ანაცვლებს სწორი ფორმებით.თავის თავს აფასებს : ‘’კარგია’’,’’დიდი’’,’’ლამაზი’’.ამბობს: ‘ნახვამდის’’,’’მადლობა’’,’’გამარჯობა’’ ინდივიდუალური გამოთქმით.
ყოფითი უნარ-ჩვევები: ჭამს აკურატულად,არ ისვრება.დაბანისას ისრესავს ხელებს,სახის ნაწილს.უფროსის დახმარების იწმენდს.დამოუკიდებლად იცვამს/ წინდებს,ქუდს,ფეხსაცმელს-უფროსის დახმარებით/.ნაწილობრივ ახერხებს გახდას.იცის ტანსაცმლის,ფეხსაცმლის,ჭურჭლის,სათამაშოების შენახვის ადგილი.იყენებს ცხვირსახოცს/შეხსენების შემდეგ/.აკონტროლებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს.
loading...
Загрузка...

28-01-2019, 15:59

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно