ბავშვი 1 წლის და 9 თვის ასაკში

ამ ასაკში ბავშვი არჩევს მარტივ ფორმებს და ფერებს,ინტერესით აკვირდება თანატოლების თამაშს.შეუძლია დაასრულოს ფრაზები ნაცნობი ლექსიდან. 1 და 9 თვის ბავშვი თხოვნით,მითითებით ან დამოუკიდებლად:
აბიჯებს მცირე დაბრკოლებებს /ჯოხი,ძელი/.
შეუძლია დახრილ ზედაპირზე გადაადგილება.
ისვრის ბურთს კალათში,რომელიც იატაკზე დგას.
დარბის სხვადასხვა მიმართულებით.ადვილად შეუძლია დივანზე ან სკამზე აცოცება და ჩამოცოცოება.
1 წლის და 9 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა-
პედიატრების მონაცემები
1 წლის და 9 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი ვაჟების წონა კგ. 10,6 13,6
გოგონების წონა კგ. 10,3 12,8
ვაჟების სიმაღლე სმ. 80,8 88,3
გოგონების სიმაღლე სმ. 79,5 87,5
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 47,2 50,6
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 46,1 49,5
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 47,9 54,3
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 48,2 53,5
1 წლის და 9 თვის ბავშვის და წონა -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
1 წლის და 9 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 9,2 14,5
გოგონების წონა კგ. 8,6 14,0
ვაჟების სიმაღლე სმ. 79,4 90,9
გოგონების სიმაღლე სმ. 77,5 89,8
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 45,2 50,5
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 44,0 49,5
1 და 9 თვის ბავშვს აქტიურად უნვითარდება მეტყველება: გროვდება სიტყვების მარაგი,ბავშვს თითქმის ყველა სიტყვის წარმოთქმს შეუძლია /თავისებურად/, ამ პერიოდის დასასრულს პატარა უკვე ნამდვილ წინადადებებს წარმოთქვამს,ჩნდება ფრაზული მეტყველება.
შემეცნებითი განვითარება
საგნების გარჩევა ფორმით,სიდიდით,ფერით:
არჩევს ოთხ კონტრასტულ ფორმას / ბურთი,კუბი,პრიზმა,აგური/.შეუძლია მოარგოს ფიგურა მსგავსი ფორმის ჭრილს.
არჩევს ერთი ფორმის სამ სიდიდეს /დიდი,მომცრო,პატარა/.გვიჩვენებს უფროსის თხოვნით.
აწყობს პირამიდას,არჩევს რგოლებს სიდიდის მიხედვით.შეუძლია სამი-ოთხი ფერის გარჩევა.პოულობს მსგავს ფერებს.’’ხატავს’’ სწორ ხაზებს,მომრგვალო ფორმებს,შეუძლია დაასახელოს რაც გამოსახა.კეცავს ფურცლებს.
სათამაშო მოქმედებები: გამოსახავს ცხოვრებისეულ მოქმედენბებს თამაშის დროს,იყენებს შემცვლელ საგნებს /აჭმევს,ატარებს,აძინებს/.კუბებისაგან აგებს მარტივი ფორმის შენობებს /კოშკი,გზა,საწოლი,კარები,მესერი/ უფროსის ჩვენების შემდეგ.
1 წლის და 9 თვის ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება
ქცევა მშვიდია,გაწონასწორებული.გამუდმებით ინტერესდება გარემოთი,მხიარულადაა განწყობილი.იმეორებს უფროსების ქმედებებს სიხარულის,წყენის,შეშფოთების დროს.ემოციურად გრძნობს უფროსის ხმის ინტონაციას: მშვიდია,ფორიაქობს,კმაყოფილია.
ახლობლეთან ურთიერთობისას იყენებს ემოციურად შეფერადებულ მიმიკას,ხმას,მოძრაობებს. დარდობს დედასთან განშორებას.ემოციურად დიდ ინტერესს იჩენს მასთან მოთამაშე უფროსის მიმართ.დაძაბულია მისთვის უცხო გარემოში.
ემოციურად ურთიერთობს თანატოლებთან: ყურადღებას იქცევს მიმიკით,ჟესტებით,შეძახილებით, თვალებში შეხედვით.
იღებს ემოციურ კმაყოფილებას სათამაშოებით თამაშის დროს.გამოხატავს სიხარულს ან წყენას წამატებული ან წარუმატებელი დამოუკიდებებლი მოქმედებისას.სწყინს,იღებს უკმაყოფილო სახეს დასჯის ან აკრძალვის დროს.
ემოციურად სხვადასხვაგვარად რეაგირებს სიმღერაზე,მუსიკაზე,მონათხრობზე /ემოციური აღქმა/.ავლენს ემოციურ მეხსიერებას ნაცნობი ყოფითი სიტუაციების დროს.
1 წლის და თვის ბავშვის მეტყველების განვითარება
საუბრის აღქმა: ესმის მარტივი სურათის შინაარსი.პასუხობს კითხვებს: ‘’სად?’’,’’ვინ არის?’’,’’რა არის?’’,’’რას აკეთებს?’’. ასრულებს ორ დავალებას /აიღე და დადგი და სხვა/. ესმის მარტივი მოთხრობის შინაარსი ნაცნობი ქმედებებით.
აქტიური მეტყველება: იყენებს ორსიტყვიან წინადადებებს /უფროსებთან ურთიერთობისას,თამაშისას,თხოვნისას/. ასახელებს სხვის ან თავის მიერ შესრულებულ მოქმედებას.შეუძლია დაასრულოს ნაცნობი ლექსის ფრაზებში ბოლო სიტყვები.
ყოფითი უნარ-ჩვევები: დამოუკიდებლად ჭამს ნებისმიერ საკვებს.ჭამს პურის მიტანებით.ჭამს მხოლოდ თავისი თეფშიდან.დამოუკიდებლად იხდის ქუდს,ფეხსაცმელს.ნაწილობრივ ახერხებს ჩაცმას /იხურავს ქუდს,ფეხსაცმელში დგამს ფეხს/.ყურადღებას აქცევს დასვრილ სახეს ან ხელებს.აკონტროლებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს /წინასწარ გვამცნობს საჭიროებას/.ავლენს სურვილს ყველაფერი დამოუკიდებლად აკეთოს.იცის სათამაშოების,ტანსაცმლის,წიგნების და მრავალი საგნის შენახვის ადგილი. თარგმანი:ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

13-10-2018, 00:37

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно