ბროკოლი ბავშვის მენიუში

ბროკოლი ერთ-ერთი პირველთაგანი უნდა იყოს თქვენს სასურსათო სიაში. ბროკოლი სასარგებლოა გულის დაავადებების, დიაბეტისა და სიმსუქნის, ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. თუმცა ეს მისი სარგებლიანობის სულ მცირე ჩამონათვალია.
რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ბროკოლი?
C ვიტამინს, K ვიტამინს, A ვიტამინს, კალიუმს, ფოლატს, არის ძალიან დაბალკალორიული და არ შეიცავს ცხიმს.
ბროკოლი სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ
მისი ხშირი მოხმარება, განსაკუთრებით, ფილტვისა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.
ეს სახეობა მდიდარია კაროტინოიდებით, მათ შორის - ბეტა-კაროტინით, რომლებიც ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება, ასევე - ბ ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის

კვლევებმა აჩვენა, რომ სულფორაფანი, რომელიც ბროკოლის მომწარო გემოს ანიჭებს, აძლევს მას სიმსივნესთან განკურნების უნარსაც.
სულფორაფანს ასევე აქვს უნარი გაუმკლავდეს მელანომას, საყლაპავის, პროსტატისა და პანკრეასის ავთვისებიან სიმსივნეებს.

ბროკოლიში შემავალი ვიტამინი ფოლატი ამცირებს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ ფოლატის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ უცნობია, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მას საქმე აქვს დნმ-ისა და რნმ-ის პროდუქციასთან და მუტაციების ალბათობის შემცირებასთან.

ბროკოლი სასარგებლოა ძვლოვანი სისტემისათვის
არასაკმარისი რაოდენობით K ვიტამინის მიღება ზრდის ძვლის მოტეხილობის საფრთხეს. მხოლოდ ერთი ფინჯანი დაჭრილი ბროკოლი შეიცავს 92 მკგ K ვიტამინს, რაც შეადგენს ადამიანისათვის K ვიტამინის საჭირო დღიურ ნორმას.

K ვიტამინი აუმჯობესებს ძვლების სიჯანსაღეს, კალციუმის შეთვისების გაზრდისა და მისი შარდში გამოყოფის შემცირების ხარჯზე.

1 ფინჯანი დაჭრილი ბოკოლი ასევე შეიცავს კალციუმის თქვენთვის საჭირო დღიურ ნორმას.

ბროკოლი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
ადამიანთა უმეტესობა C ვიტამინის გაგონებისას ავტომატურად ციტრუსებზე ფიქრობს, მაგრამ იცოდით, რომ 1 ფინჯანი ბროკოლი 81 მგ C ვიტამინს შეიცავს? – ეს ადამიანისათვის C ვიტამინის დღიურ მისაღებ ნორმას წარმოადგენს.

C ვიტამინი, როცა ის თავის ნატურალურ ფორმაშია, წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, ის ებრძვის მზის სხივებისაგან გამოწვეულ კანის დაზიანებებს, ამცირებს ჭორფლებს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას.

ბროკოლი ასევე შეიცავს A და E ვიტამინებს, რომელთა დახმარებით კანი ასევე ინარჩუნებს ახალგაზრდულ და ჯანმრთელ იერს.

რა უნდა გავითვალისწინოთ?
შეიძლება თქვენ ერთი შეხედვით ვერ შენიშნოთ, მაგრამ რაც უფრო ძველია ბროკოლი, უფრო არომატული ხდება ის. ასე, რომ შეგიძლიათ ყიდვიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოიყენოთ. დაიმახსოვრეთ, მისი სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად, ბროკოლი გარეცხეთ მხოლოდ გამოყენების წინ.

მარტივი იდეები ბროკოლის გამოსაყენებლად
მოშუშეთ ის ხახვთან, ზეითუნის ზეთთან, ნიორთან და შავ პილპილთან ერთად.
დააბლენდერეთ ის და შეურიეთ ხილის დაბლენდერებულ კოქტეილებს.
შეწვით ის ხახვთან და კვერცხთან ერთად.

28-09-2018, 03:06

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно