ბავშვი 1,5 წლის ასაკში

წლინახევრის ბავშვი წარმოთქვამს 40-მდე სიტყვას,ჩნდება პირველი წინადადებები.ინტერესდება წიგნებით - ათვალიერებს ნახატებს,ფურცლავს.სწავლობს ფანქრის ხელში დაჭერას.ითვისებს ჩაცმას.
ამ ასაკში ბავშვი უკვე კარგად დადის დამოუკიდებლად,გარს უვლის ნივთებს.აბიჯებს დაბრკოლებებს,კიბეებზე ადის ნაბიჯების მონაცვლეობით.ადის ოდნავ დახრილ ზედაპირზე.დამოუკიდებლად ჯდება და ზის სკამზე.
ისვრის ბურთს დაბლა,წინ,მაღლა.
1,5 წლის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები
1,5 წლის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 10,2 13,0
გოგონების წონა კგ. 9,8 12,2
ვაჟების სიმაღლე სმ. 78,4 85,9
გოგონების სიმაღლე სმ. 77,1 84,5
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 46,6 50,2
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 45,8 49,0
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 47,4 53,9
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 47,8 52,9
1,5 წლის ბავშვის სიმაღლე და წონა -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
1,5 წლის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 8,8 13,7
გოგონების წონა კგ. 8,1 13,2
ვაჟების სიმაღლე სმ. 76,9 87,7
გოგონების სიმაღლე სმ. 74,9 86,5
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 44,7 50,0
გოგონების თავის გარშემოწერილობა 43,5 49,0
წლინახევრის ასაკში ბავშვი:
- კარგად ითვისებს კოვზის და ფინჯნის მოხმარებას,
- ურჩევნია დამოუკიდებლად ჭამა,თუმცა კარგად ახერხებს მხოლოდ სქელ,პიურესმაგვარ საკვებთან გამკლავებას /არ ღვრის და არ ფანტავს/.
1.5 წლის ბავშვის შემეცნებითი განვითარება
საგნების განსხვავება ფორმით,სიდიდით,ფერით:
განასხვავებს ორ სხვადასხვა ფორმას /ბურთი-კუბი, კუბი-აგური/,პოულობს უფროსის თხოვნით.
ნიმუშის მიხედვით პოულობს ისეთივე საგანს.ცდილობს ჭრილს მოარგოს შესაბამისი ფორმის ფიგურა.
არჩევს დიდ და პატარა ფიგურებს,პოულობს ჩვენების და უფროსის თხოვნის შემდეგ.
აწყობს პირამიდას განსხვავებული სიდიდის რგოლებით,ჩვენების შემდეგ.არჩევს ორ-სამ ფერს,პოულობს ისეთივე ფერის სათამაშოს,როგორსაც აჩვენებს უფროსი.
ქაღალდზე ფანქრით,ფლომასტერით ხაზავს ზიგზაგებს,შტრიხებს,ოვალებს,ხაზებს.
თამაში: ფურცლავს წიგნს/’’კითხულობს’’/.მიაგორებს ეტლს.მიყავს თოკჩაბმული სათამაშო.ეთამაშება თოჯინას/აჭმევს,ვარცხნის/:
- უფროსის ჩვენებით,
- თხოვნით
- დამოუკიდებელი თამაშისას.
იყენებს თამაშში შემცვლელ სათამაშოებს,მათი მეშვეობით მოქმედებს როგორც რეალური საგნებით.იყენებს საგნებს მათი დანიშნულებით.იმეორებს თანატოლების ორ-სამ მოქმედებას.
ამჟღავნებს საზრიანობას: იყენებს დამხმარე საგნებს რომ მისწვდეს რაიმე საგანს.
წლინახევრის ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარება
ემოციურად გაწონასწორებულია,მშვიდი და საქმიანია დღის განმავლობაში.
ჩნდება სოციალურად მნიშვნელოვანი ჟესტები და მიმიკა /’’ეცოდება’’/:
- ჩვენებით,
- თხოვნით,
- იშვიათად საკუთარი ინიციატივით ნაცნობი სიტუაციის საპასუხოდ.
რეაგირებს ემოციურ ტონზე,უფროსის ხმის ტონის მიხედვით რეაგირებს სიტუაციაზე /’’ეცოდება’’ ‘’უთანაგრძნობს’’/.
ადვილად გადადის ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეზე /სწყინს,წყნარდება/.
ტირის და გამოხატავს მოუსვენრობას რეჟიმის და ჩვეული პირობების დარღვევისას.ინტერესდება სხვა ბავშვების ქმედებებით.
ამჟღავნებს ნეგატიურობას თანატოლებთან /ართმევს სათამაშოს,არ უთმობს/.
იქცევს უფროსის ყურადღებას ემოციურად შეფერადებული ხმით,მიმიკით,მოძრაობებით ან ტირილით.
უხარია უფროსთან ურთიერთობა.დიდ ინტერესს იჩენს მისი ქმედებების მიმართ.
ტირის დედასთან განშორებისას,გარკვეული პერიოდი დარდობს.
ინტერესდება დამოუკიდებლად თამაშით,უხარია საკუთარი წარმატებები.სწყინს თუ რაიმეს ვერ აკეთებს,უარს ამბობს იმ ქმედებაზე რასაც ვერ შეასრულებს.
სხვადასხვაგვარად რეაგირებს განსხვავებულ მელოდიებზე,ლექსებზე.
სიამოვნებით იმეორებს ნაცნობ მოძრაობებს მუსიკის გაგონებაზე.
1,5 წლის ბავშვის მეტყველების განვითარება
საუბრის გაგება: გვიჩვენებს სხეულის ნაწილებს.
აჯგუფებს გარეგნულად მსგავს სათამაშოებს,ზომისგან და ფერისგან დამოუკიდებლად.უფროსის თხოვნით გვაჩვენებს მათ.
იზრდება სიტყვების რაოდენობა რომლებიც ესმის: ესმის ბევრი წინადადების აზრი.ასრულებს ნაცნობ მოქმედებებს უფროსის თხოვნით /დადე,წაიღე,დააფარე და სხვა/.
აქტიური მეტყველება /წარმოთქვამს 40- მდე სიტყვას/:
წარმოთქვამს მარტივ სიტყვებს /სწორად და ინდივიდუალურად გამარტივებულად/.
პასუხობს კითხვებს: ‘’ვინ/რა/ არის?’’/რეალურ სიტუაციაში და ნახატებზე/.
ისწრაფვის დააკავშიროს ორი სიტყვა წინადადებით.ადვილად იმეორებს ხშირად მოსმენილ სიტყვებს,ფრაზებს.
ყოფითი უნარ-ჩვევები: მუჭით უჭირავს კოვზი,ახერხებს ნახევრად თხევადი საკვების მიღებას.სვამს ფინჯნიდან.
უკმაყოფილოა სისუფთავის დარღვევით ,გამცნობს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების საჭიროების შესახებ.
მშვიდად ხვდება დაბანას. My Webpage

19-09-2018, 07:02

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно