12 ეფექტური მეთოდი იმისათვის,რომ ბავშვი კბილების გახეხვას მივაჩვიოთ

ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი შესანიშნავად აცნობიერებს,რა მიზნით ვიხეხავთ კბილებს და რატომ ვაკეთებთ ამას ყოველდღიურად.ბავშვები ვერ ხვდებიან ჩვენს არგუმენტებს,მათ მთელი პროცესი მძიმე მოვალეობად ეჩვენებათ,რომლსაც დიდები თავზე ახვევენ.როგორ დავარწმუნოთ ბავშვი კბილების გახეხვის აუცილებლობაში? ეს ალბათ,ერთ-ერთი რთული დავალებაა,მაგრამ გამოცდილმა დედებმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს.
ჩვენ გაგიზიარებთ ძირითად რეკომენდაციებს - როგორ უნდა შევაჩვიოთ ბავშვი პირის ღრუს ჰიგიენას.
პირველი ჩვევები
ბევრი დედა აწყდება ბავშვის მხრიდან პროტესტს და სიბრაზეს,როდესაც ცდილობს მიაჩვიოს ის კბილების მოვლას.მოეკიდეთ ამას მოთმინებით,რადგან ბავშვს ჯერ ბოლომდე არ აქვს გააზრებული ამ პროცესის მნიშვნელობა და თქვენი საუბარი მას მომაბეზრებელ ნოტაციად ეჩვენება.უკეთეს შემთხვევაში ის მოგაჩვენებთ რომ გულმოდგინედ გაიწმინდა კბილები,სინამდვილეში სულ რამოდენიმე მოძრაობა გააკეთა.
იმისათვის რომ შევაჩვიოთ ბავშვი პირის ღრუს მოვლის ძირითად პრინციპებს,აღმზრდელობითი პროცესი ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოთ.პირველი კბილების გამოჩენიდანვე დაიწყეთ მათი წმენდა სველი მარლის ნაჭერით ან სპეციალური ხელსახოცით.თუ პატარას უკვე რამდენიმე კბილი აქვს,ყურადღება მიაქციეთ კბილებს შორის სივრცეს.ასეთი მიდგომით პირის ღრუს ჰიგიენა ბავშვისთვის ყოველდღიურ აუცილებლობად იქცევა,რომელსაც ჯერ დედა ახორციელებს.
ორი წლის ასაკისთვის ასწავლეთ პატარას პირში წყლის გამოვლება ჭამის შემდეგ.აუხსენით,რომ ეს პროცედურა ჰიგიენისთვისაა.მიაჩვიეთ დამოუკიდებლად შეასრულოს ეს მოქმედება ყოველი ჭამის შემდეგ.
ნებისმიერ ბავშვს სურს ქონდეს ‘’დიდების’’ ნივთები,შეგიძლიათ ამ ასაკისათვის საზეიმოდ გადასცეთ საკუთარი კბილის ჯაგრისი /ჯერჯერობით პასტის გარეშე/.ჯაგრისი საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ.ყურადღება მიაქციეთ რომ სახელური მსხვილი ქონდეს,სხვაგვარად ბავშვს გაუჭირდება ხელში მოხერხებულად დაჭერა.ჯაგრისი რბილი უნდა იყოს,რომ ბავშვმა ღრძილები არ დაიზიანოს.რა თქმა უნდა , ამ საკში პატარა ვერ შეძლებს სრულფასოვნად გაიწმინდოს კბილები,სამაგიეროდ შეეჩვევა კბილის ჯაგრისის რეგულარულ მოხმარებას.
თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც ჩვენ გვსურს.ბავშვები ჭირვეულობას იწყებენ,გვიწევენ წინააღმდეგობას და უკმაყოფილებას გამოხატავენ.ასეთ დროს მშობელმა საზრიანობა უნდა გამოიჩინოს და შეაჩვიოს პატარა კბილების გახეხვის ძირითად წესებს.
12 რჩევა მშობლებს
წნეხის გარეშე, როგორც ყველასთვის ცნობილი პერსონაჟი იტყოდა: ‘’სიმშვიდე,მხოლოდ სიმშვიდე’’. აღიჭურვეთ სიმშვიდით და მოთმინებით,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მდუმარედ უნდა მოითმინოთ ბავშვის ჭირვეულობა.პირიქით,დაჟინებით,გონივრულ ფარგლებში,ნელ-ნელა უნდა მიაღწიოთ შედეგს.
ასევე მნიშვნელოვანია მოქმედებათა მიმდევრობა.არ შეიძლება ბავშვს დღეს ნება დართოთ იმაზე,რაც გუშინ აუკრძალეთ და პირიქით.წახალისების მიზნით ნუ დაეთანხმებით იმაზე,რომ კბილების გამოხეხვა გამოტოვოს.სხვა რამით წაახალისეთ,ჰიგიენა კი ცხოვრების განუყრელი ნაწილი უნდა გახდეს.
ამავე დროს დაუშვებელია ბავშვს ვაიძულოთ კბილების გახეხვა ქამრით ხელში გვერდზე მდგომებმა.ეს მეთოდი მხოლოდ მცირე ასაკში იმოქმედებს.როგორც კი ბავშვი მოზარდობის ასაკს მიაღწევს,შესაძლოა საერთოდ შეწყვიტოს კბილების მოვლა პროტესტის ნიშნანდ.
ნუ ააჩქარებთ და ნუ ეჩხუბებით ბავშვს თუ მას რაღაც არ გამოსდის.
ვიხეხავთ ერთად, პირადი მაგალითი უფრო ეფექტურად მოქმედებს,ვიდრე ნებისმიერი განმარტება და შეგონება.ბავშვთან ერთად შედით სააბაზანოში დილის პროცედურებისათვის.მიეცით ხელში ჯაგრისი და ერთად ჩატარეთ დილის პროცედურები,მიუთითეთ ეცადოს გაიმეოროს თქვენი მოძრაობები.
თანდათანობით თამაში ჩვევაში გადავა და შემდეგ პატარა თვითონვე ეცდება დაგასწროთ აბაზანაში შესვლა.
‘’ფანტასტიკური’’ კბილის პასტა, უყიდეთ ბავშვს მკვეთრი ფერის,ლამაზი კბილის ჯაგრისი და ხილის გემოს მქონე კბილის პასტა.სასურველია ჯაგრისი ერთად შეიძინოთ,მიეცით ნება თვითონ აირჩიოს მოწონებული ჯაგრისი.ახლა მრავალფეროვანი ჯაგრისები იყიდება ბავშვებისათვის: მულტფილმის გმირებით,ფერადი და სხვადასხვა ‘’გემრიელი’’არომატითაც კი. ყიდვისას შეამოწმეთ ჯაგრისის მახასიათებლები.მაგალითად, ჯაგრისის ფუნჯი სინთეტიკური უნდა იყოს,რადგან ნატურალური ძნელად შრება და მიკრობების გამრავლებისათვის ხელსაყრელია.
კბილის პასტაც უნდა იქცევდეს ყურადღებას.სასარგებლო თვისებების გარდა ყურადღება მიაქციეთ გემოსაც.ეს ფაქტორი ბავშვისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია.
ყველაფერი უმჯობესია აფთიაქში შეიძინოთ,მას შემდეგ რაც ბავშვთა სტომატოლოგს ესტუმრებით.სპეციალისტი გირჩევთ რა სიმაღლის უნდა იყოს ჯაგრისის ვორსი,რა კომპონენტებია აუცილებელი საბავშვი კბილის პასტისათვის და რისი შეძენა არ არის სასურველი.
ვიზიტი სტომატოლოგთან
ექიმის მონახულება ნამდვილად აუცილებელია რეალური რჩევებისათვის.
ახლანდელ დროში სტომატოლოგიური კლინიკები აღჭურვილია მრავალი სასწავლო საშუალებით.ბავშვებს აჩვენებენ საჭირო თემატიკის მულტფილმებს.სასწავლო ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ბავშვებს აჩვენებენ კბილების სწორად გახეხვის წასებს მულაჟების საშუალებით.ასეთი თვალსაჩინო სწავლებები ბავშვის გონებიდან შეუძლებელია ‘’აორთქლდეს’’.
თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გაიმეოროთ სახლშიც.ძნელი არაა დიდ კბილებიანი სათამაშოს შეძენა,რაზეც ბავშვს აჩვენებთ როგორ უნდა გაიწმინდოს სწორად კბილები.
ვაფიქსირებთ წარმატებებს
წარმატება,თუ ის შენიშნული და აღნიშნულია - ყოველთვის დამატებითი სტიმულია ახალი წარმატებებისაკენ.სკოლებში პირველკლასელების წარმატებები ვარსკვლავებით აღინიშნება./1/
გადაიღეთ ეს მეთოდი,აუცილებელი არაა ვარსკვლავების გამოყენება,შეგიძლიათ ნებისმიერი ფიგურა აიღოთ რომელიც ბავშვს მოსწონს.დაჯილდოებაც წინასწარ უნდა მოიფიქროთ.ფიგურების გარკვეული რაოდენობის მოგროვების შემდეგ ბავშვი დაასაჩუქრეთ ან წაახალისეთ რამით.
მოტივაცია
მის გარეშე არაფერი გამოვა. დაძალებით,ბავშვის პროტესტს გამოიწვევთ.ის არ უნდა გრძნობდეს რომ უფროსები თავს ახვევენ თვის აზრს.კარგი მოტივაციის დროს პატარა ვერც კი შეამჩნევს ისე დაიწყებს თქვენი რეკომენდაციების შესრულებას.დააინტერესეთ ის თამაშებით ან მოუყევით საშიში ამბები კარგი დასასრულით,სადაც ყველა კარიესი გაექცა კბილის ჯაგრისს.
არჩევანის უფლება
ამ საკითხშიც უნდა მივცეთ ბავშვს არჩევანის საშუალება.ეს არ არის ‘’გახეხვასა და არგახეხვას ‘’ შორის არჩევანი.მან უნდა აირჩიოს თავისი კბილის პასტა და ჯაგრისი.ჩვენ ყიდვის მომენტს არ ვგულისხმობთ.სააბაზანოში 2-3 სახეობის ჯაგრისი და კბილის პასტა დაუდეთ პატარას.ყოველდღიური მრავალფეროვნება - ასეთი რამ არასოდეს მობეზრდება მას.
მულტფილმები
ყველამ არ იცის,რომ კბილების მოვლის შესახებ უკვე არსებობს რამოდენიმე მულტფილმი და საბავშვო ფილმი.სხვადასხვა ისტორია ბავშვების შესახებ,რომლებიც უარს ამბობენ კბილების გახეხვაზე,გარკვეულ ეფექტს მოგცემთ./ვიდეო 1/ /ვიდეო2/
შეჯიბრება
ესეს გარკვეული მოტივაციაა.რომელ ბავშვს არ უნდა ლიდერობა? ან გამარჯვება დედასთან შეჯიბრის დროს? მოიფიქრეთ შეჯიბრება - ვის უფრო თეთრი კბილები ექნება გახეხვის შემდეგ.გამარჯვებულს გადაეცით პატარა პრიზი.თუნდაც ეს იყოს მხოლოდ ვაშლი.
ვთამაშობთ
ნებისმიერი პროცესი უფრო სახალისოა,თუ ის თამაშით მიმდინარეობს.ამ შემთხვევაში ბავშვი ყველა მოქმედებას მსუბუქად და ძალდაუტანებლად ასრულებს და არ მიიჩნევს ტვირთად.ჩართეთ ფანტაზია და გააანალიზეთ რისი თამაში უყვარს თქვენს პატარას.სწორედ თამაში უნდა იყოს მთავარი თქვენს ჩანაფიქრში.მას უყვარს ადამიანი-ობობა? მაშინ შეიძლება უთხრათ რომ პირიდან ცუდი სუნის გამი მისი გმირი დამარცხდება ბოროტმოქმედებთან.ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული...
შეიძინეთ ქვიშის საათი
რისთვისაა საჭირო? ბავშვის დასამშვიდებლად.ზოგ პატარას ეჩვენება რომ დიდი ხნის განმავლობაში უწევს კბილების ხეხვა.წინასწარ მოელაპარაკეთ მას,რომ მთელი პროცესი იმდენხანს გაგრძელდება რამდენ ხანშიც ჩამოიყრება ქვიშა.შედეგად ბავშვი აღარ იწუწუნებს და ყურადღებას მიაქცევს საათს.
ქვიშის საათიანი კბილის ჯაგრისის ჩასადები.
შეიძინეთ ისეთი ქვიშის საათი რომელიც ორ წუთს ითვლის.ეს არ არის დიდი დრო ბავშვისთვის,კბილის პასტა კი მოასწრებს მოქმედებას.
ვუვლით სათამაშოებს
ბავშვებს უყვართ უფროსების მიბაძვა,მიეცით მას ასეთი შანსი.ასწავლოს თავის სათამაშოებს კბილების გამოხეხვა თავისი მაგალითით.მთელი პროცესის ჩვენების შემდეგ,შესაძლოა მან თავის სათამაშოებსაც გაუხეხოს კბილები.
სასურველია ამ მიზნით გამოიყენოთ პლასტმასის ან სხვა მყარი მასალით დამზადებული სათამაშოები.რბილი სათამაშოების გაშრობას დიდი დრო დასჭირდება.
რვა წლის ასაკისათვის ბავშვი ეუფლება პირის ღრეს ჰიგიენას,შეუძლია დამოუკიდებლად გაიხეხოს კბილები.პირველი ჩვევების სწავლება არც ისე რთულია,უბრალოდ გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და ჩართეთ ფანტაზია.

11-12-2017, 03:39

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно