რამდენი თვის ასაკში უნდა დავსვათ ბიჭები

დიდი ხნის სასურველის მოვლენა - ოჯახში გაჩნდა პატარა მემკვიდრე და მომავალი მამაკაცი.პირველ თვეებში პატარა მხოლოდ წევს და სამყაროს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან შეიცნობს,მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ ის წამოიზრდება და შეასრულებს გააზრებულ მოძრაობებს.ყველა მშობელს სურს,რომ მათი პატარა სწრაფად გაიზარდოს და მალე გახდეს დამოუკიდებელი,ამიტომ ბევრ მათგანს აწუხებს კითხვა - რამდენი თვის ასაკში შეიძლება ბიჭის დაჯდომა და რა პირობები უნდა დაიცვან იმისათვის რომ არ მიაყენონ ზიანი ბავშვის ჯანმრთელობას.ბავშვის დაჯდომის საკითხი მას შემდეგ უნდა გადაწყდეს,როდესაც შესამჩნევი გახდება მისი საერთო განვითარება.
იმისათვის რომ ბოლომდე განვიხილოთ ეს საკითხი აუცილებელია ვიცოდეთ ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანატომია და თვალი მივადევნოთ მის საერთო განვითარებას.
ჩვილი ბავშვის განვითარების ეტაპები. ყველა ახალშობილი იბადება ხერხემლით რომელიც თავდაპირველად განკუთვნილია მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისთვის,ხერხემალს არ გააჩნია ის ბუნებრივი სიმრუდეები რაც ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება.კიფოზი და ლორდოზი ყალიბდება თანდათანობით და სწორედ ისინი აგებენ პასუხს ნორმალურ ტანადობაზე ადამიანის სიარულის ან ჯდომის დროს.ჩვილ ბავშვს არასტაბილური ხერხემალი აქვს,რომელსაც არ გააჩნია საჭირო კუნთოვანი კარკასი,ამიტომ ნაადრევი დაჯდომა გამოიწვევს ხერხემლის გამრუდებას.ამ პროცესის ზემოქმედებით და ბავშვის საკუთარი წონის გამო დაზიანდება არა მხოლოდ მამოძრავებელი სისტემა,ძვლები და კუნთები,არამედ მთავარი შინაგანი ორგანოებიც,ეს კი ნეგატიურად აისახება მათ ფუნქციონირებაზე.
ბავშვის დაჯდომის საკითხი მას შემდეგ უნდა გადაწყდეს,როდესაც შესამჩნევი გახდება მისი საერთო განვითარება.კუნთების და ხერხემლის სიმტკიცე დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დაიწყო ბავშვმა გადაბრუნება,თავის დაჭერა,ხელების და ფეხების აქტიური მოძრაობა.ზრდასრული ადამიანისთვის ეს ქმედებები უმნიშვნელოა,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ადამიანის განვითარებისათვის.ითვლება,რომ საჭირო დონეზე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარება ხდება დაახლოებით ექვსი თვის ასაკისათვის და ამაზე ადრე ბიჭების დასმის მცდელობა სასურველი არ არის.
როგორ უნდა განვსაზღვროთ,რომ ბავშვი მზადაა დასაჯდომად. ზოგიერთი მშობელი ყოველდღიურად აფიქსირებს ბავშვის განვითარების ცვლილებებს და ადარებს საერთო მიღებულ ნორმებს.
ზოგიერთი პატარა ბუნებით ფლეგმატურია,არც ისე დიდი ხალისით ბრუნდებიან,გამოხატავენ აღშფოთებას თუ გადააბრუნებენ მუცელზე.ეს იმას ნიშნავს,რომ მათი კუნთოვანი სისტემა და ხერხემალი ვერ მიიღებს აქტიურ დატვირთვას და შენელდება მათი განვითარება.ასეთი ბავშვები ექვს თვეზე ადრე არ უნდა დაჯდნენ.
არიან ბუნებით აქტიური ბავშვები,რომლებიც დაბადებიდანვე საკმაოდ მოძრავები არიან,დამოუკიდებლად იწყებენ გადაბრუნებას,ატრიალებენ თავს ყველა მიმართულებით,ამოძრავებენ ხელებს და ფეხებს.ამ მოძრაობების და აქტიურობის გავლენით ვითარდება მათი ხერხემალი,ასეთი ბავშვების დაჯდომა ფრთხილად,რამოდენიმე წუთით შეგიძლიათ დაიწყოთ 5 თვიდან.
საერთოდ კი,ბავშვის დასმის დროს გეტყვით გამოცდილი ექიმი პედიატრი მისი გასინჯვის შემდეგ.
დამოუკიდებლად დასმის გადაწყვეტილება შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
- ბავშვი აქტიურად და გაძნელების გარეშე ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით.
- ბავშვი კარგად იჭერს თავს,შეუძლია ასწიოს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან.
- ბავშვი მყარად დგას თუ ხელებს მოაკიდებინებთ თქვენს ხელებზე.
- ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად წამოდგომას.ხელის მიკიდებისას კი შეუძლია მიიღოს ვერტიკალური მდგომარეობა.
ყურადღება მიაქციეთ ბავშვის აღნაგობას
ჩასუქებული,დიდი წონის ბავშვები რაც შეიძლება გვიან უნდა დასვათ - მათი სხეულის მასა უარყოფითად იმოქმედებს ჯერ კიდევ არამყარ ხერხემალზე.მცირე წონის მქონე ბიჭები კარგად იტანენ დაჯდომას 5 თვის ასაკიდანაც.პედიატრები გვირჩევენ ბავშვის ხანგრძლივად დასმას მას შემდეგ რაც ის დაიწყებს კარგად ხოხვას - ხოხვით მოძრავ ბავშვს კარგად და სწორად უნვითარდება ხერხემალი.
რა უნდა გაითვალისწინოთ
გაითვალისწინეთ,რომ ჰორიზონტალური მდგომარეობიდან დამოუკიდებლად დაჯდომაზე გადასვლა დაუშვებელია.არ შეიძლება ბავშვის უცებ დასმა და მისი დატოვება საათობით.საყრდენ სისტემაზე დატვირთვა თანდათანობით უნდა მატულობდეს.
პედიატრების ძირითადი რეკომენდაციების დაცვით ბავშვის ორგანიზმი ადაპტაციის პერიოდს ნეგატიური შედეგების გარეშე გადალახავს:
პედიატრების რეკომენდაციები
- ბავშვი შეიძლება ხელზე ჩამოვაჯინოთ სამი-ოთხი თვის ასაკიდან.ამასთან სხეულის მდგომარეობა ნახევრადმჯდომარე უნდა იყოს ფეხები ძლიერად არ უნდა იყოს მოხრილი.
- დაჯდომის პირველი მცდელობები რამოდენიმე წუთი უნდა გრძელდებოდეს.
- თუ ბავშვი აქტიურად არ ცდილობს გადაბრუნებას,უჭირს ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერება,არ სურს ხოხვა,მაშინ უმჯობესია დაჯდომა გადადოთ.
- სიცოცხლის პირველ თვეებში ხელი შეუწყეთ კუნთოვანი კარკასის განვითარებას.ამისათვის კარგია მსუბუქი მასაჟი,ყოველდღიური ვარჯიშები,მუცელზე დაწვენა,გადაბრუნების და თავის წამოწევის ჩვევის სტიმულირება.
- დაჯდომის პირველი მცდელობები უმჯობესია დედის კალთაში.ასეთ პოზაში ბავშვის ზურგი ფიქსირებულია,კუდუსუნი კი არ ეყრდნობა მაგარ ზედაპირს,ამიტომ ბავშვისთვის ასე ჯდომა უფრო უსაფრთხოა.კალთაზე დასმა შეგიძლიათ დაიწყოთ 5 თვის ასაკიდან რამოდენიმე წამით.
ზოგიერთ ბავშვს საერთოდ არ სურს საბავშვო სკამში ან დივანზე დაჯდომა არც 5 და არც 7 თვის ასაკში.თუ პატარა ტირის,ცდილობს დაწვეს,არ ღირს მისი დასმა - ის თვითონ მოინდომებს სამყაროს დანახვას სახვა კუთხით გარკვეული დროის შემდეგ.ბევრი ბავშვი თავიდან ხოხვას იწყებს,სწავლობს დამოუკიდებლად წამოდგომას და მხოლოდ ამის შემდეგ გრძნობს თავს კომფორტულად მჯდომარე მდგომარეობაში.ეს სრულიად ნორმალურია და არ აღელდეთ ამაზე.

27-11-2017, 07:10

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно