ბავშვი 10 თვის ასაკში

ამ ასაკში ზოგიერთი ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს.პატარას იტაცებს საგნების მოგროვება ყუთში და შემდეგ მათი გაფანტვა,სახურავის დაფარება და მოხსნა.
10 თვის ბავშვს შეუძლია:
- დგომა საყრდენის გარეშე.
- ნაბიჯების გადადგმა.
- სწავლობს საყრდენის გარეშე დამჯდარი მდგომარეობიდან ადგომას,ჩაცუცქვას.
10 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები

10 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 8,3 10,9
გოგონების წონა კგ. 7,9 10,1
ვაჟების სიმაღლე სმ. 69,1 76,9
გოგონების სიმაღლე სმ. 69,0 75,3
10 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები

10 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 7,4 11,4
გოგონების წონა კგ. 6,7 10,9
ვაჟების სიმაღლე სმ. 68,7 77,9
გოგონების სიმაღლე სმ. 66,5 76,4
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 42,9 47,9
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 41,5 46,9

10 თვის ბავშვის კვება
ხშირდება ძუძთი კვება: დღისით 4-6 სრულფასოვანი და ამდენივე ძუძუზე მიწვენა,ღამით 4-6 კვება.პატარა განსაკუთრებით აქტიურად წოვს 3 და 8 საათისათვის.დღის განმავლობაში ბავშვი მონაწილეობს უფროსების ტრაპეზში,შუალედებში კი ხშირად ლოღნის რაიმეს.
ბავშვი თამაშობს მკერდზე: ეძებს და ამოაქვს დედის ძუძუ ტანსაცმლიდან,წოვის დროს ხან გამოიღებს,ხან ჩაიდებს,ჯმუჯნის წოვის დროს მეორე მკერდს და ღებულობს ნებისმიერ პოზას.ასეთი ქცევა ნარჩუნდება 1,5 წლამდე.
10 თვის ბავშვის მოვლა
გამომყოფი სისტემა.ბავშვი განაგრძნობს თავისი ცხოველქმედების პროდუქტებთან გაცნობას და აკვირდება შარდვისა და დეფეკაციის პროცესებს - ამყარებს მხედველობით კონტროლს ამ ფუნქციებთან.


8-11-2017, 02:05

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно