ბავშვი 9 თვის ასაკში

9 თვის ბავშვს შეუძლია დგომა და ნაბიჯების გადადგმა საყრდენზე ხელის მოკიდებისას.ყალიბდება ‘’პინცეტის ატაცი’’ - მას შეუძლია ორი თითით წვრილი სგნების აღება.ღრძილებისა და ახლად ამოჭრილი კბილებისათვის ესაჭიროება ღეჭვითი მოქმედება.
პატარას უკვე 9 თვე შეუსრულდა.რა შეუძლია მას? სწრაფად ხოხავს სხვადასხვა მიმართულებით,ოთხზე დამდგარი ცოცდება ბალიშზე,სიმაღლეებზე,საბავშვო სათამაშო ბორცვის კიბებზე.ამ ასაკის განვითარება საშუალებას აძლევს მას წოლითი მდგომარეობიდან ჯდომაზე გადავიდეს,წამოდგეს მუხლებზე დაყრდნობით ფეხზე,თუ რაიმე საყრდენს მოეჭიდება,შეასრულოს ხტუნვითი მოძრაობა ბარიერზე ხელის მოკიდებით.დგას მხოლოდ ერთი ხელის დაჭერის შემთხვევაში,შეუძლია წინაღობაზე გადაბიჯება,ნაბიჯებით სიარული თუ მას იღლიებიდან დავიჭერთ.ამ ასაკის ბავშვს აქვს უნარი გაიმეოროს მოზრდილის მოძრაობა: ასწიოს და დაუშვას ხელები,დაუკრას ტაში.
9 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები

9 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 7,9 10,5
გოგონების წონა კგ. 7,5 9,7
ვაჟების სიმაღლე სმ. 68,2 75,1
გოგონების სიმაღლე სმ. 67,5 74,1
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 44,0 47,1
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 42,9 46,4
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 44,4 50,8
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 44,5 49,3


9 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა - ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები

9 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 7,1 11,0
გოგონების წონა კგ. 6,5 10,5
ვაჟების სიმაღლე სმ. 67,5 76,5
გოგონების სიმაღლე სმ. 65,3 75,0
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 42,5 47,5
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 41,2 46,5


9 თვის ბავშვის შემეცნებითი განვითარება
9 თვის ბავშვი ინტერესით აკვირდება სარკეში საკუთარ გამოსახულებას.იღებს სათამაშოს მოზრდილის ხელიდან,მუჭით იჭერს ნივთებს,ათვალიერებს ან ლოკავს.მოზრდილის მიბაძვით იქნევს,აჩხაკუნებს ან აკაკუნებს სათამაშოთი.
ამ ასაკის პატარას უნვითარდება ეგრედ წოდებული ‘’პინცეტის ატაცი’’: ის უფრო და უფრო ხშირად ახერხებს საგნის ორი თითით და არა ხელისგულით აღებას.იხვეწება მოქმედებები წვრილი საგნებით მანიპულაციებში: ბავშვს შეუძლია გადმოყაროს ისინი კოლოფიდან და ისევ უკან ჩაყაროს,ასევე შეუძლია თავსახურავების მოხსნა,ორი ნივთის ერთდროულად დაჭერა ორივე ხელში.
9 თვის ბავშვის ემოციურ-სოციალური განვითარება
პატარას 9 თვე შეუსრულდა - ეს მისთვის სათამაშოებით საგნობრივი ქმედებების გაფურჩქვნის დროა,ასევე სოციალური კონტაქტების დასაწყისიც.ამ ასაკის ბავშვი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ზოგიერთი სათამაშოს მიმართ /ანიჭებს უპირატესობას/.იღიმება საპასუხოდ წარმატებული მოქმედებისას /გახსნა კოლოფი/.უხარია უფროსთან ერთად მხიარული თამაშები,ცეკვითი მოძრაობები.ინტერესდება ბავშვებით,მათი თამაშთ. 9 თვის პატარას /შესაძლოა ცოტა ადრე ან გვიან/ უჩნდება სახის სპეციფიური გამომეტყველება სხვადასხვა სიტუაციაში: კმაყოფილება,დაინტერესება,სიხარული,ყურადღება,წყენა.
9 თვის ბავშვის მეტყველების განვითარება
თავისი სახელის გაგონებისას ბრუნდება დამძახებლის მიმართ,მიხოხავს მისკენ.კითხვაზე: ‘’სად არის ეს?’’ ბრუნდება და იყურება დასახელებული საგნისაკენ.უფროსის თხოვნით მზერით პოულობს სამიდან ერთ ერთ სათამაშოს.უწვდის უფროოს დასახელებულ საგანს: ’მომეცი ის’’.9 თვის ასაკში ბავშვს ესმის სიტყვები: ‘’დაწექი’’,ადექი’’,’’გადმომიგდე’’,’’აიღე’’ და სხვა,იცის ზოგიერთი საგნის დანიშნულება: ფინჯანი,კოვზი,ბოთლი,სავარცხელი.9 თვის ბავშვს შეუძლია ხანგრძლივად უსმინოს უფროსის საუბარს /რომლითაც მას არ მიმართავენ/,აკვირდება უფროსის ტუჩების მოძრაობას.
სასაუბრო ხმების აქტიური გამოთქმა
9 თვის ბავშვს შეუძლია უფროსთან ერთად გაიმეოროს მარცვლები თავისებური ტიტინით,ასევე გამომხატველად იმეორებს ხმებს/თავისებურად/: ‘’აცემინებს’’,’’ყეფს’’,’’კნავის’’.ამ ასაკში ბავშვი ტიტინებს ხმამაღლა,ცდილობს სიტყვების წარმოთქმას.
9 თვის ბავშვის ყოფითი ჩვევები
იწვდის ხელებს მიახლოებული ფინჯნისაკენ,იკავებს ქვემოდან ორივე ხელით,მიაქვს პირთან,კბეჩს საკვებს,სვამს სითხეს.
ბავშვის კვება 9 თვის ასაკში
უპირატესობა ენიჭება ძუძუთი კვებას.ბავშვის კვებაში უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს მოზრდილთა საკვები.9 თვის ასაკში ასევე ჩნდება მოთხოვნილება გამუდმებით რაიმეს ღეჭვის,რადგან აქტიურად ვითარდება კბილები და ყბები - და მათ მომატებული საღეჭი დატვირთვა ესაჭიროებათ.პატარას შეიძლება მისცეთ მაგარი ვაშლი,სტაფილო,ორცხობილა და სხვა.

8-11-2017, 01:39

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно