ბავშვი 8 თვის ასაკში

[left]თუ რვა თვის პატარას სთხოვთ მოძებნოს სათამაშო,ის მზერით ეძებს მას.ამ პერიოდში ჩნდება სიტყვების მიმბაძველობით წარმოთქმის მცდელობა.რვა თვის ბავშვების უმეტესობა კარგად ხოხავს,საყრდენის დახმარებით შეუძლიათ წამოდგომა მჯდომარე მდგომარეობიდან.პატარა მომატებულ ინტერესს გამოხატავს ახალი საგნების მიმართ,მიმიკით გადმოგვცემს გაოცებას ან შეშფოთებას.ინტერესდება საკუთარი გამოსახულებით სარკეში.დამოუკიდებლად ჯდება და მჯდომარე მდგომარეობიდან ახერხებს ადგომას ,რაიმეზე ხელის მოკიდებით.ამ ასაკის მთავარი მიღწევები:
- ხოხავს სწრაფად,ნებისმიერ მანძილზე.
- მეტყველებაში ჩნდება პირველი სიტყვები .
- ჩნდება ‘’პინცეტის ატაცი’’- შეუძლია წვრილი ნივთების საჩვენებელი და ცერა თითებით აღება.
8 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები

8 თვე ქვედა ზღვარი - ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 7,5 10,0
გოგონების წონა კგ. 7,2 9,3
ვაჟების სიმაღლე სმ. 66,8 73,1
გოგონების სიმაღლე სმ. 66,0 72,5

8 თვის ბავშვის წონა და სიმაღლე - ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები

8 თვე ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 6,9 10,7
გოგონების წონა კგ. 6,3 10,2
ვაჟების სიმაღლე სმ. 66,2 75,0
გოგონების სიმაღლე სმ. 64,0 73,5
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 42,0 47,0
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 40,7 46,0

ბავშვის კვება 8 თვის ასაკში: ძუძუთი კვების რეჟიმი შესაძლოა შეიცვალოს: ბავშვი დაკავებულია გარემოს ათვისებით,დღისით ზოგჯერ ავიწყდება ძუძუზე მიწვენა,კვების რაოდენობა 6-8.შესაძლოა ღამის კვების სიხშირე და ხანგრძლივობა გაიზარდოს.
ბავშვს უკვე შეუძლია საკმაოდ მოზრდილი დამატებითი კვების ულუფის მირთმევა /100 გრამამდე/,კარგია თუ ბავშვს ცალკე აღარ კვებავთ,ის უნდა საუზმობდეს,სადილობდეს და ვახშმობდეს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.
ძუძუთი კვების დროს პატარას ახალი მოქმედებები უჩნდება: ჯმუჯნის დედის მკერდს,ცდილობს ტანსაცმლიდან მის ამოღებას,ძუძუს მოუშორებლად იღებს სხავადასხვა პოზას.ასეთი ქცევა ასაკობრივი ნორმაა.მთავარია რომ ბავშვის ქმედებამ დედას დისკომფორტი არ შუქმნას.
8 თვის ბავშვის მოვლა
მოშარდვის და დაფეკაციის დროს ბავშვი მიისწრაფის დამოუკიდებლობისაკენ: ცდილობს თავისი საქმეები იატაკზე მოითავოს და შემდეგ ხელით მოსინჯოს ისინი.ასე ბავშვი ეცნობა თავისი ცხოველქმედების პროდუქტებს,აკავშირებს ერთმანეთთან თავის მოქმედებას და მიღებულ პროდუქტს.
ძილის რითმი რჩება იგივე.[/left]

8-11-2017, 01:30

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно