ბავშვი 7 თვის ასაკში

7 თვის ასაკში ზოგიერთი ბავშვი უკვე კარგად ხოხავს,ზოგი კი მხოლოდ ახლა ახერხებს სხეულის იატაკიდან აწევას.ბავშვების ნაწილი ჯდომას უფრო ადრე ითვისებს ვიდე ხოხვას,ნაწილი კი ახერხებს დახმარებით წამოდგომას.
ამ ასაკის პატარები ხანგრძლივად ტიტინებენ,იმეორებენ ერთიდაიმავე მარცვალს,მაგალითად: ‘’და-და-და’’,’’მა-მა-მა’’.ბავშვის ხელის მტევნები აქტიურად ფუნქციონირებენ,იგი უკვე ადვილად იკავებს ხელში სხვადასხვაგვარ სათამაშოს,მაგალითად ჩხარუნას,გადააქვს ერთი ხელიდან მეორეში,აჩხაკუნებს.კარგად ზის საყრდენის გარეშე, ამ დროს ზურგი მსუბუქადაა მოხრილი კუდუსუნიდან კისრის მალებამდე.ბევრი ბავშვი ამ ასაკში კარგად ცოცავს,ახერხებს წამოჯდომას და დადგომას საწოლში.

ბავშვის სიმაღლე და წონა 7 თვის ასაკში- პედიატრების მონაცემები
7 თვის ქვედა ზრვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 7,1 9,5
გოგონების წონა კგ. 6,8 8,9
ვაჟების სიმაღლე სმ. 65,1 71,1
გოგონების სიმაღლე სმ. 64,1 70,4

ბავშვის სიმაღლე და წონა 7 თვის ასაკში - ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
7 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 6,7 10,3
გოგონების წონა კგ. 6,0 9,8
ვაჟების სიმაღლე სმ. 64,8 73,5
გოგონების სიმაღლე სმ. 62,7 71,9
ვაჯების თავის გარშემოწერილობა სმ. 41,5 46,4
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 40,2 45,5

ბავშვის კვება 7 თვის ასაკში: ვინარჩუნებთ ძუძუთი კვებას ასაკის შესაფერისი დამატებითი კვებით.დღის განმავლობაში პატარამ შეიძლება ლოღნოს ვაშლის ნაჭერი ან ორცხობილა, აქტიურად აგემოვნებს საკვებს მოზრდილების მაგიდიდან.ძუძუთი კვების რეჟიმი იგივე რჩება: 7-10 დღისით და 2-4 ღამით.
ამ ასაკიდან ბავშვი საკმაოდ ხშირად იცვლის პოზას კვების დროს, მოუსვენრობს,დედა უნდა დაემორჩილოს ბავშვისთვის სასურველ მდგომარეობას.
ძუძუთი კვებისას,პატარა,რომელსაც უკვე სავარაუდოდ კბილები ეჭრება,კბენს დედის მკერდს - დგება კიდევ ერთი ეტაპი დედისგან დაშორებისა.დედა ადეკვატურად უნდა გამოეხმაუროს - წამოიყვიროს ტკივილის ნიშნად და ძუძუს მოაცილოს ბავშვი.არ არის საჭირო ტკივილის მოთმენა ან ზედმეტად ხმაურიანად რეაგირება - ორივენაირი რეაქცია დააბნევს პატარას.
ბავშვის მოვლა 7 თვის ასაკში
კუჭის მოქმედება ხდება დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით,როგორც წესი განსაზღვრულ დროს.ამას ხელს უზყობს მოზრდილთა საკვების აქტიურად გაცნობა.

8-11-2017, 01:25

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно