ბავშვი 6 თვის ასაკში

6 თვის პატარა ეცნობა ახალ საკვებს - მას დამატებით კვებას აძლევენ.იგი ინტენსიურად ურთიერთობს ახლობლებთან,ტიტინებს,იწყებს სათამაშოებით მანიპულირებას.
6 თვის ბავშვს უკვე შეუძლია ზურგიდან მუცელზე და გვერდზე გადაბრუნება.ამ ასაკში ის აქტიურად ემზადება ცოცვისათვის: მუცლის აწევის გარეშე მიცოცავს წინ და უკან,დიდხანს წევს მუცელზე,გამართული ხელებით ეყრდნობა ხელისგულებს.ექვსი თვის ბავშვის განვითარება საშუალებას აძლევს მას იდგეს გამართულად ცოტა ხნით,თუ იღლიებიდან დავიჭერთ.საყრდენის მეშვეობით ბავშვი ახერხებს ჯდომას,ზურგზე წოლისას ცდილობს წამოდგომას,დედის დანახვაზე იწვდის ხელებს და ითხოვს აყვანას.

6 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები
6 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 6,6 9,0
გოგონების წონა კგ. 6,3 8,3
ვაჟების სიმაღლე სმ. 63,0 69,0
გოგონების სიმაღლე სმ. 62,5 68,8
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 42,0 45,5
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 41,5 44,2
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 41,4 47,6
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 41,6 45,8

6 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები

6 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 6,4 9,8
გოგონების წონა კგ. 5,7 9,3
ვაჟების სიმაღლე სმ. 63,3 71,9
გოგონების სიმღლე სმ. 61,2 70,3
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 40,9 45,8
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 39,6 44,8

6 თვის ბავშვის კვება: ძუძუთი კვებასთან ერთად იცვლება კვების რეჟიმი.ღამით ისე ხშირად აღარ ითხოვს ძუძუზე მიწვენას,წოვს გამოღვიძებამდე 2-3 საათით ადრე,დღის პირველ ნახევარში იშვიათად,საღამოს საათებში კი შედარებით ხშირია ძუძუს მოთხოვნა.ექვსი თვის ასაკში ქრება წამოქაფების შემთხვევები კვების შემდეგ,ან შეინიშნება მხოლოდ ერთეული შემთხვევები.
ძუძუთი კვების დროს ბავშვი ხელით აწვებს დედის მკერდს,ეს კიდევ ერთი ეტაპია დედასთან დაშორების,ასევე საკუთარი სხეულის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა.დედამ უნდა მიიღოს ბავშვის ახლებური ქცევები.
6 თვის ბავშვი ეცნობა მოზრდილების საკვებს,იგი აქტიურ ინტერესს იჩენს მისი გასინჯვის მიმართ - ეს ახალი ეტაპია მის განვითარებაში და არა დედის რძის უკმარისობის მაჩვენებელი.ბავშვი ჯერ მხოლოდ გემოს უსინჯავს, ახდენს ადაპტირებას ახალ გემოებთან,რომლებიც განსხვავდება დედის რძისაგან.6 თვიდან შესაძლებელია ბავშვმა გასინჯოს როგორც მისი ასაკისათვის რეკომენდებული პროდუქტები / ბოსტნეული,ხილი ან მისი პიურე,ფაფები/,ასევე მისთვის უსაფრთხო /დიეტური,არაალერგუილი/ პროდუქტები მოზრდილების მენიუდან.
6 თვის ბავშვის მოვლა
ხანგრძლივდება ღამის ძილი,დღე ყალიბდება 2-3 ჯერადი 30 წუთიანი-2 საათიანი ძილი.
6 თვის ბავშვის შემეცნებითი განვითარება
6 თვის ბავშს შეუძლია ხანგრძლივად ადევნოს თვალი სათამაშოს გადაადგილებას.იწვდის მისკენ ხელებს,იჭერს,იკავებს ხელში.ერთი საგნით შეუძლია დიდხანს გაერთოს: იღებს სათამაშოს სხვადასხვა მდგომარეობაში,გადააქვს ერთი ხელიდან მეორეში,მიაქვს პირისკენ,უცვლის ადგილს,ათვალიერებს,უსმენს მის ხმას.ამ ასაკის ბავშვს სათამაშოთი ხელში შეუძლია გადაბრუნდეს გვერდზე,მუცელზე,ზურგზე.ცდილობს იპოვნოს ხალსახოცის ქვეშ დამალული სათამაშო.ცდილობს მოზრდილის მოძრაობების გამეორებას: უკრავს ტაშს,აკაკუნებს,იქნევს სათამაშოს.
6 თვის ბავშვის ემოციურ-სოციალური განვითარება
დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის ბავშვს უნვითარდება ემოციური უპირატესობა: ჩნდება საყვარელი სათამაშო.ბავშვი ღიმილით პასუხობს მოზრდილის ალერსიან ტონს,იღუშება მკაცრი ტონით მიმართვის დროს,ეშინია ხმამაღალი ბგერების.ექვსი თვის ბავშვი შესაძლებელია ემოციურად დაიძაბოს ძნელად შესასრულებელი მოქმედებების დროს.უცნობების ან უცხო გარემოს დანახვაზე ბავშვი გამოხატავს შიშს.
6 თვის ბავშვის მეტყველების განვითარება
ყურს უგდებს უფროსის ხმას,ცდილობს ბგერების გამეორებას თავისებური ტიტინით,რეაგირებს თავისი სახელის მოსმენისას.შეკითხვაზე: ‘’სად არის ის /საგანი/?’’ იყურებს დასახელებული საგნის მიმართულებით.სამეტყველო აპარატის განვითარება ბავშვს საშუალებას აძლევს წარმოთქვას თანხმოვანი ბგერები.ხშირად წარმოთქვამს მარცვლებს,ტიტიტნებს,თანდათან იკვეთება მშობლიური ენის მკვეთრი ფონემები,ინდივიდუალური რიტმიკა.6 თვის ბავშვი მოწრდილთან ერთად იმეორებსზოგიერთ ხმას,მარცვალს თავისებური ტიტინით.ცდილობს გაიმეოროს უფროსის მიერ გამოცემული ხმები: ‘’ახველებს’’,’’აცემინებს’’,’’იცინის’’.
ყოფითი უნარები
ძუძუს წოვისას იკავებს ხელებით მკერდს.აღებს პირს კოვზის მიტანისას,კოვზიდან ტუჩების მეშვეობით იღებს საკვებს,კოვზით ჭამს ნახევრად თხევად საკვებს.

28-10-2017, 21:54

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно