ბავშვი 5 თვის ასაკში

ხუთი თვის ბავშვი ემზადება ცოცვისათვის - ბრუნავს ჭიპის გარშემო,ტრიალდება.ინდერესდება მოზრდილების საკვებით.ხანდახან ამ დროს იწყებს ჭრას პირველი კიჭი.
ხუთი თვის ბავშვი კარგად ცნობს ახლობლებს,სხვადასხვაგვარად რეაგირებს მიმართვის განსხვავებულ ტონზე.
რა შეუძლია ხუთი თვის ბავშვს? მუცელზე დაწოლისას ცდილობს გადაადგილებას,ხელების მეშვეობით ცდილობს გახოხებას.საყრდენის დახმარებით შეუძლია ჯდომა,მაგალითად საბავშვო სკამში,თუ იღლიებიდან დავიჭერთ ცდილობს გამართულად დადგომას.დიდხანს შეუძლია წვრილი სათამაშოების ხელში დაჭერა.ამ დროისათვის იზრდება ინტერესი უფროსების საკვების მიმართ,იტაცებს საკვების ნაჭრებს თეფშიდან,თვალს აყოლებს უფროსის მიერ პირში ჩადებულ საჭმელს.ამ პერიოდში შესაძლოა პირველი კბილის ამოჭრაც.
ბავშვის სიმაღლე და წონა 5 თვის ასაკში - პედიატრების მონაცემები

5 თვე ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 6,1 8,3
გოგონების წონა კგ. 5,9 7,7
ვაჟების სიმაღლე სმ. 61,1 67,0
გოგონების სიმაღლე სმ. 60,8 66,0
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 41,2 44,6
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 40,3 43,2
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილიბა სმ. 40,1 45,7
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 40,3 44,5
ბავშვის სიმაღლე და წონა 5 თვის ასაკში -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
5 თვე ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 6,0 9,3
გოგონების წონა კგ. 5,4 8,8
ვაჟების სიმაღლე სმ. 61,7 70,1
გოგონების სიმაღლე სმ. 59,6 68,5
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 40,1 45,0
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 38,9 44,0

ბავშვის კვება 5 თვის ასაკში
კვება მხოლოდ ძუძუთი.დაძინებისათვის და გაღვიძებისას ბავშვი კვლავ ითხოვს ძუძუზე მიწვენას.
კვების პროცესი წყვეტილია,ბავშვი მცირეოდენ ჩქამზეც კი ანებებს თავს ძუძუს წოვას,მყუდრო ადგილის ძებნაც არ შველის.ეს ასაკის თავისებურებაა და უნდა შეეგუოთ.
ბავშვი აქტიურ ინტერესს იჩენს მოზრდილების საკვების მიმართ,იწევს დედის თეფშის ან კოვზისაკენ,ითხოვს საკვების გასინჯვას.საკვების პირველი გაცნობისათვის მიეცით მას რაიმე უსაფრთხო პროდუქტი.
5 თვის ბავშვის მოვლა
შარდვა ხდება უფრო იშვიათი - 30-40 წუთის ინტერვალებით.კუჭის მოქმედება ისეთივეა როგორც წინა თვეში.

28-10-2017, 21:49

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно