ბავშვი 4 თვის ასაკში

ოთხი თვის ასაკის ბავშვების უმეტესობას შეუძლია გადაბრუნება.ისინი უფრო და უფრო ძლიერ ინტერესს იჩენენ გარემოს მიმართ: მათი მხედველობა თანდათან ყალიბდება,ხელებს შეუძლიათ სათამაშოს დაჭერა.
ოთხი თვის პატარას მოძრაობები უფრო სტაბილური ხდება,მას თანდათან უქრება კისრის დაძაბულობა და თავს კარგად იჭერს.ხელებს იშვერს სათამაშოებისაკენ,ეხება საგნებს,ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და გვერდზე,ხანგრძლივად ღუღუნებს.
ამ დროისათვის ის არჩევს სპექტრის ძირითად ფერებს და მუსიკალურ ბგერებს,რომელთა შორის განსხვავება 4-5 ტონია.
4 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები

4 თვე ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 5,5 7,6
გოგონების წონა კგ. 5,4 7,0
ვაჟების სიმაღლე სმ. 58,7 64,5
გოგონების სიმაღლე სმ. 58,4 64,0
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 40,2 43,6
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 39,1 42,2
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 38,6 44,6
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 38,9 43,0

4 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
4 თვე ქვედა ზღვარი ზედა ზრვარი
ვაჟების წონა კგ. 5,6 8,7
გოგონების წონა კგ. 5,0 8,2
ვაჟების სიმაღლე სმ. 59,7 68,0
გოგონების სიმაღლე სმ. 57,8 66,4
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 39,2 44,0
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 38,1 43,1

ბავშვის კვება 4 თვის ასაკში
კვლავ რჩება მხოლოდ ძუძუთი კვება, წყლის და სხვა დამატებითი საკვების გარეშე.ოთხი თვის პატარა შესამჩნევად ნაკლებად ითხოვს ძუძუზე მიწვენას: წოვს ჩვეულებრივ დაძინებისას,გაღვიძებისას და დღისა და ღამის ძილის პერიოდში.თანდათან იკვეთება საკმაოდ ზუსტი კვების რეჟიმი.
კვებისას შესაძლოა ბავშმა ღრძილების მოჭერით ტკივილი მიაყენოს დედას.ეს ბავშვის პირველი ქმედებაა დედასთან დაშორებისა.დედის ადეკვატური წამოყვირება ბავშვს ანიშნებს,რომ დედას მისგან განცალკევებული შეგრძნებები აქვს.
ამ პერიოდისათვის დამახასიეთებელი კიდევ ერთი თავისებურება ისაა,რომ ძუძუს წოვისას ბავშვი უფრო ხშირად ჩერდება,თითქოს დედას ამოწმებს,ამ დროს ძუძუს ნუ მოაცილებთ,ნუ ჩათვლით რომ ის უკვე დანაყრდა ან თამაშობს,მოთმინებით დაელოდეთ როდის დაამთავრებს წოვას.
დაახლოებით 4 თვის ასაკისათვის ბავშვი ინტერესდება უფროსების საკვებით და და მიღების პროცესით: თვალყურს ადევნებს და აკვირდება ხელებს,პირს ჭამის დროს.
მოვლა.ამ პერიოდში ზოგიერთი ბავშვი გადადის დღის განმავლობაში 3-ჯერად ძილზე.

28-10-2017, 21:46

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно