ბავშვი 3 თვის ასაკში

სამი თვის პატარას უკვე გამოკვეთილი აქვს ძილის და კვების რითმი.ბავშვი აქტიურად ეკონტაქტება ახლობლებს ღიმილით და ბგერებით,უყვარს საკუთარი ხელების გამოკვლევა და თავდეჯერებულად წევს მუცელზე იდაყვებზე დაყრდნობილი.
ბავშვი სამი თვის ასაკში:
- მყარად უჭირავს თავი მუცელზე წოლის დროს,ეყრდნობა წინამხრებს.
- ერთი ხელით პოულობს მეორეს,წოვს და ათვალიერებს ხელებს.
- იცინის ხმით.
- ბრუნდება გვერდზე.
ზოგიერთი ბავშვი სამი თვის ასაკში:
- ხელში იკავებს სათამაშოს.
- ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით.

სიმაღლე და წონა 3 თვის ასაკის ბავშვებში - პედიატრების მონაცემები
3 თვე ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 4,9 7,0
გოგონების წონა კგ. 4,8 6,3
ვაჟების სიმაღლე სმ. 56,5 62,0
გოგონების სიმაღლე სმ. 56,2 61,8
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 39,0 42,5
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 38,0 41,2
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 36,5 41,6
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 37,3 41,4

სიმაღლე და წონა 3 თვის ასაკის ბავშვებში -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
3 თვე ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 5,0 8,0
გოგონების წონა კგ. 4,5 7,5
ვაჟების სიმაღლე სმ. 57,3 65,5
გოგონების სიმაღლე სმ. 55,6 64,0
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 38,1 42,9
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 37,1 42,0
3 თვის ბავშვის კვება
ძუძუთი კვება: დღის განმავლობაში საშუალოდ 10-12 კვება ,ღამით 2-4 -ჯერ.ხანმოკლე ძუძუს წოვის მოთხოვნა 3 თვის ასაკისათვის შესამჩნევად იკლებს.კვების დროს ბავშვი ხშირად წყდება ძუძუს,თამაშობს.ღამის კვებათა შორის შუალედი საშუალოდ 2,5-3,5 საათია.
ბავშვის მოვლა სამი თვის ასაკში
კუჭის მოქმედება უფრო რეგულარული და ერთგვაროვანი ხდება,განავალი არაჟნის კოსისტენციისაა,მომჟავო სუნით.პერიოდულად შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: ყოველდღიურად დაახლოებით ერთიდაიმავე დროს 5-მდე დღეში,შესაძლოა 2-5 დღეში ერთხელაც.ეს ნორმალური მოვლენაა 3-4 თვის ბავშვებში,რომლებიც ბუნებრივ კვებაზე არიან.თუ განავალი რბილია ბავშვი არ საჭიროებს ოყნას და კუჭის გამათხელებელ საშუალებებს.
ძილი. 3 თვის პატარას ღამის ძილი დაახლოებით 10 საათამდე გრძელდება, 2-4 კვებით შუალედებში.დღისით ორი ხანგრძლივი 1-2 საათიანი და ორი ხანმოკლე 30-40 წუთიანი ძილი ყალიბდება.ბავშვს ჩაძინების პროცესი ხანგრძლივი აქვს,ძუძუს წოვის თანხლებით /20-30 წუთი/.ამ პერიოდისათვის ბავშვი იწყებს რეაგირებას ამინდის ცვალებადობაზე,ახალმთვარეობაზე და სავსემთვარეობაზე - შესაძლოა გამოავლინოს ჭირვეულობა,ძილში შფოთვა მიზეზის გარეშე.
3 თვის ასაკის ბავშვის შემეცნებითი განვითარება
სამი თვის პატარა ათვარიელებს სათამაშოებს,დიდი ზომის ორნამენტებს,არჩევს სათამაშოს სხვადასხვა მდგომარეობაში:
- ზურგზე წოლისას,
- მუცელზე წოლის და ხელებზე დაყრდნობის დროს,
- გვერდზე წოლისას,
- უფროსის მიერ ხელში აყვანილ მდგომარეობაში.
3 თვის ბავშვის განვითარება მას საშუალებას აძლევს დააკვირდეს მოზრდილი ობიექტების გადაადგილებას /ადამიანი,ცხოველი/,დააფიქსიროს მზერა,თვალი ადევნოს სათამაშოებს რომლებიც განსხვავებულია ფორმით,ზომით ან ფერით.ყურს უგდებს სათამაშოს ჩხაკუნს,თავს აბრუნებს ხმის წყაროსაკენ.კიდევ რა შეუძლია 3 თვის პატარას? ხელს იწვდის ჩამოკიდებული სათამაშოებისაკენ,ხელით ეხება და იჭერს სათამაშოებს,შლის და ხრის თითებს.
ემოციურ- სოციალური განვითარება
სამი თვის ბავშვი ცნობს და უღიმის დედას.იღიმება,ღუღუნებს,ფართხალებს:
- ნაცნობი ადამიანის დანახვისას,
- ნაცნობი ხმის გაგონებისას,
- სათამაშოს თვალიერებისას,
- სიმღერის ან მელოდიის საპასუხოდ.
ყურადღებას იქცევს:
- ღიმილით,
- მოძრაობებით,
- ღუღუნა ბგერებით,
- ყვირილით,
- ხრუტუნით,
- ფართხალით.
ღიმილით პასუხობს მოზრდილი ადამიანის საუბარს და მიმიკის ცვლას.
გამოხატავს უკმაყოფილებას,უარყოფით ემოციებს:
- დედასთან კონტაქტის გაწყვეტისას,
- სათამაშოს მოულოდნელი გაქრობისას,
- გარემო ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას,
- ტკივილის შეგრძნებისას,
- მოძრაობის შეზღუდვის დროს.
3 თვის ბავშვი ფართხალს იწყებს უეცარი,მკვეთრი ბგერების გაგონებისას,ყუჩდება მცირე ხნით,ათვალიერებს სათამაშოს და უსმენს მის მიერ გამოცემულ ხმას.მას შეუძლია სიმღერის ან მუსიკალური ინსტრუმენტის მოსმენა.შეუძლია ყურადღებით უყუროს მოსაუბრე ადამიანებს.ღუღუნებს /ამბობს ‘’აღუს’’/,გამოსცემს ბგერებს,ამ დროს უკვე ვლინდება ხმის ინდივიდუალური ინტონაცია.

28-10-2017, 21:42

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно