ბავშვი თვის ასაკში

ორი თვის ბავშვი ძალიან კომუნიკაბელური და მოძრავია: ის უღიმის დედას,აცნობებს მას თავისი მდგომარეობის შესახებ ბგერებით,მთელი ძალით იქნევს ხელებს და ფეხებს.ზოგჯერ ახერხებს შეეხოს ჩამოკიდებულ სათამაშოსაც.
ორი თვის პატარა უფრო შორს ხედავს ვიდრე ახალშობილი,დაახლოებით 2-3 მეტრით შორს,სწავლობს მზერის დაფიქსირებას ყველაზე საინტერესო საგანზე - დედის სახეზე.თავიდან ბავშვი და მოზრდილი ამყარებენ მხედველობით კონტაქტს,მალევე 2 თვის პატარა დაგასაჩუქრებთ ღიმილით - ის გაღიმებას სწავლობს.ბავშვის განვითარება 2 თვის ასაკისათვის ემოციური უფროა,ვიდრე ფიზიკური.პატარა ცდილობს ხელებისა და ფეხების დამორჩილებას,მაგრამ კიდურებს უმეტესად ქაოტურად ამოძრავებს.
2 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა - პედიატრების მონაცემები
2 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 4,2 6,0
გოგონების წონა კგ. 4,2 5,5
ვაჟების სიმაღლე სმ. 53,8 59,4
გოგონების სიმაღლე სმ. 53,3 59,3
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 37,4 41,0
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 36,7 39,8
ვაჟების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 35,7 40,8
გოგონების გულმკერდის გარშემოწერილობა სმ. 35,6 39,9
2 თვის ბავშვის სიმაღლე და წონა -
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემები
2 თვის ქვედა ზღვარი ზედა ზღვარი
ვაჟების წონა კგ. 4,3 7,1
გოგონების წონა კგ. 3,9 6,6
ვაჟების სიმაღლე სმ. 54,4 62,4
გოგონების სიმაღლე სმ. 53,0 61,5
ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ. 36,8 41,5
გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ. 35,8 40,7
2 თვის ბავშვის კვება
ძუძუთი კვება მოთხოვნის მიხედვით,გამოხატული რეჟიმის გარეშე.შესაძლებელია ძუძუზე მიწვენის საათში 3-4-მდე მოთხოვნა,სრულფასოვანი კვება დაახლოებით 40 წუთის - 2,5 საათის შემდეგ.ღამის კვების ძირითადი მოთხოვნა 3 – 8 საათს შორის მერყეობს.ორი თვის ჩვილი როგორც წესი ძუძუს ითხოვს დაძინების და გაღვიძების დროს.
2 თვის ბავშვის მოვლა
შარდვა ისევ ხშირია,როგორც ახალშობილობისას,თუმცა პატარას შეუძლია მშრალად იძინოს და გაღვიძებისთანავე აცნობოს დედას ჩასველების შესახებ.კუჭის მოქმედება შესაძლოა დღეღამეში 5-8-ჯერ განმეორდეს,ასევე დღეში ერთხელ ან დღეგამოშვებით.
ძილი. ორი თვის პატარას შესამჩნევად ნაკლები სძინავს.მას უყალიბდება დღის ძილის 5 პერიოდი, ორი ხანგრძლივი - 1-3 საათი და სამი ხანმოკლე 10-30 წუთი.ყალიბდება 10-12 საათიანი ღამის ძილი / კვების დროს შესვენებებით,რომლის დროსაც ბავშვი შესაძლოა სრულად არ გამოფხიზლდეს.
ძილის დროს ბავშვს ჯერ კიდევ ესაჭიროება შეზღუდული სივრცე /იძინებს შეხვეულ მდგომარეობაში/, თუ მას თავისივე ხელების ფართხალი აღვიძებს.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი- სალთხუციშვილის

27-10-2017, 01:55

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно