როგორ შევარჩიოთ საბავშვო კრემი ყველაზე პატარებისთვის

ერთ დროს სითყვათშეთანხმებაში - ‘’საბავშვო კრემი’’ ერთი კონკრეტული კრემის ტუბი იგულისხმებოდა.ეს კრემი კონკურენციის გარეშე,სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენებოდა სხეულის ნებისმიერ ადგილისთვის.თუმცა საბავშვო კოსმეტიკის ინდუსტრია ვითარდება და მუდმივად ახალ პროდუქციას გვთავაზობს.დღეისათვის ახალშობილს უფრო მეტი კრემი და კოსმეტიკური საშუალება აქვს ვიდრე დედას.ყველა ეს მოვლის საშუალება სხვადასხვა მიზნით გამოიყენება.გავეცნოთ,რა სახის საბავშვო კრემები არსებობს და რომელი სიტუაციისათვის შეიძლება მათი გამოყენება.
როგორი სახის საბავშვო კრემები არსებობს
1. დამატენიანებელი საბავშვო კრემი.გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ,რომ ბავშვის მოვლისათვის ნაკლები ქიმია უნდა გამოვიყენოთ,დამატენიენებელი კრემი აუცილებელია. ახალშობილებს კანი ძალიან თხელი და ნაზი აქვთ,ჯირკვლების მუშაობა ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული. ბანაობის დროს კანის დამცავი ლიპიდური ფენა ჩამოიბანება,შედეგად კი კანი შრება რა იქერცლება.დამატენიენებელი კრემი,რომელსაც ბანაობის შემდეგ უსვამთ პატარას,აღადგენს კანის დამცავ ბარიერს.ასეთი კრემის შემადგენლობაში შედის მცენარეული ცხიმები,გლიცერინი და ვიტამინები.
2. ანთების ან გაღიზიანების საწინააღმდეგო საბავშვო კრემი. ეს კრემი ამშვიდებს პატარას კანს,ხსნის გაღიზიანებას,ეფექტურია ჭრილობების შესახორცებლადაც.თუმცა ჩვილი ბავშვების მთავარი პრობლემა დაოდვილობაა, ასე რომ,ეს კრემი ხშირად გამოიყენება საფენის ქვეშ წასასმელად.მრავალ ანთების საწინააღმდეგო კრემს აქვს შესაბამისი მარკირება.ასეთი კრემის დამამშვიდებელი და შემახორცებელი მოქმედება მის შემადგენლობაში შემავალი გვირილის,ორკბილას,ან კალენდულას ექსტრაქტების დამსახურებაა.გარდა ამისა,შემადგენლობაში შედის პანთენოლი,რომელიც კანის აღდგენას უწყობს ხელს და თუთიის ოქსიდი,რომელსაც მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
3. დამცავი საბავშვო კრემი. ბავშვის კანის დაცვა საჭიროა გარემო პირობებისაგან,ყინვა იქნება ეს,ქარი,თუ მცხუნვარე მზე.წელიწადის ცხელ დროს,როდესაც სხეულის დიდი ნაწილი მზის სხივების გავლენის ქვეშაა,იყენებენ მზისგან დამცავ კრემს რომელსაც UV ფილტრაცია აქვს.ზამთრისათვის არსებობს სპეციალური კრემები,ისინი წარმოქმნიან კანზე სიცივისა და ქარისაგან დამცავ ფენას,ცხიმოვანი აპკის სახით.’’ზამთრის’’ კრემი სახლიდან გასვლის წინ ისმება,რომ მან მოასწროს ბოლომდე შეწოვა კანში,წინააღმდეგ შემთხვევაში ის პირიქით იმოქმედებს: კანზე დარჩენილი კრემი იყინება და იწვევს მის გადაციებას.
4. უნივერსალური საბავშვო კრემი. თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით,ეს კრემი ნებისმიერ სიტუაციას უმკლავდება: ატენიანებს,კვებავს,იცავს და ხსნის გაღიზიანებას.ვიწრო სპექტრის მოქმედების კრემები რა თქმა უნდა ეფექტურია,მაგრამ თუ პრობლემა სუსტადაა გამოხატული - უნივერსალური კრემი გამოსადეგია.ასეთი საშუალება აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლის აფთიაქში,მითუმეტეს დედამ არ იცის რომელ პრობლემასთან ექნება საქმე,უნივერსალური კრემი კი ნებისმიერი სიტუაციისათვის გამოსადეგია.
ვირჩევთ ‘’სწორ’’ საბავშვო კრემს
მწარმოებლების და კრემების მრავალფეროვნების გათვალისწინებით,მნიშვნელოვანია ვისწავლოთ უსაფრთხო და ხარისხიანი საბავშვო მოვლის საშუალებების შერჩევა.ზოგიერთი წესის ცოდნა დაგეხმარებათ არ დაიბნეთ აფთიაქში ან მაღაზიაში და ყველაზე საუკეთესო კრამი შეარჩიოთ თქვენი პატარასათვის.
- საბავშვო კრემი,ისევე როგორც ბავშვისათვის განკუთვნილი სხვა ნივთები,უმჯობესია სპეციალურ ადგილებში შეიძინოთ,იქ სადაც პასუხს აგებენ საქონლის შენახვის პირობებსა და ხარისხსზე.საბავშვო კრემს აქვს მოხმარების ვადა და გარკვეულ პირობებში უნდა ინახებოდეს.ამ პირობების დაუცველობას იქამდე მივყავართ,რომ ზოგიერთი კომპონენტის მოქმედება ქვეითდება,ზოგ შემთხვევაში კი კანის პრობლემების პროვოცირებას უწყობს ხელს.
- შენახვის ვადები.რაც უფრო ხანგრძლივია კრემის შენახვის ვადა,მით მეტია მასში კონსერვენტები და სხვადასხვა ‘’ქიმია’’.შეარჩიეთ ყველაზე მოკლე შენახვის ვადის მქონე საბავშვო კრემი.
- საბავშვო კრემის შემადგენლობა,რა თქმა უნდა, ნატურალური უნდა იყოს.მის შემადგენლობაში პარაბენების,მინერალური ან პარაფინის ცხიმების არსებობა დაუშვებელია.ყველა ეს ნივთიერება მიიღება ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად და ძალიან საზიანოა ბავშვის სათუთი კანისათვის/სხვათა შორის უფროსებისთვისაც/.
- შეისწავლეთ კრემის შემადგენლობა,გაეცანით უკანა მხარეს მოცემულ კომპონენტების ჩამონათვალს.რაც უფრო ბოლოს მდებარეობს ნივთიერება ჩამონათვალში,მით ნაკლებია მისი წილი კრემში.ხშირად შეფუთვაზე აღნიშნულია,რომ კრემი შეიცავს რომელიმე ძვირადღირებულ და ეფექტურ კომპონენტს,მაგრამ აღმოჩნდება,რომ კრემის შემადგენლობაში მისი წილი იმდენად უმნიშვნელოა,არავითარი ეფექტის მოცემა არ შეუძლია.
- მიაქციეთ ყურადღება როგორ გამოიყურება და როგორი სუნი აქვს კრემს.საღებავი ან მკვეთრი სუნის ნივთიერებების არსებობა ძალიან არასასურველია: ეს საკმაოდ აგრესიული ქიმიური ნივთიერებებია,რომლებიც იწვევენ გაღიზიანებას ან ალერგიულ რეაქციას პატარას კანზე.
- მიაქციეთ ყურადღება ასაკობრივი შეზღუდვის მარკირებას.ის რაც შესაფერისია 2-3 წლის ბავშვებისათვის,შეუფერებელია ახალშობილისათვის.
საბავშვო კრემი: უსაფრთხოების ტექნიკა
საბავშვო კრემი ფანატიზმის გარეშე უნდა გამოიყენოთ.მთლიანად მასზე უარის თქმა ალბათ არ გამოვა,მაგრამ მისი ბოროტად გამოყენებაც არ ღირს.არაა საჭირო ზედმეტად უსვათ პატარას ტაკოებს კრემები,თუ არ არის ამისი საჭიროება.
აუცილებლად დაიცავით გახსნილი კრემის ტუბის შენახვის ვადები.უკეთესია თუ მომცრო ზომის ტუბებს შეიძენთ: დიდი ხნის გახსნილ ტუბში ადვილად გროვდება ბაქტერიები.
აუცილებლად ჩაატარეთ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე.ამ რეკომენდაციას ხშირად არ ითვალისწინებენ,მაგრამ როდესაც საქმე ჩვილ ბავშვს ეხება - უმჯობესია არ დაუშვათ სერიოზული შეცდომები.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

27-10-2017, 01:50

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно