ვასწავლით ბავშვს გადაბრუნებას - მარტივი ვარჯიშები

3 თვემდე პატარას არ შეუძლია მოძრაობების უმეტესობის შესრულება.3 თვიდან
კი ის ცდილობს მისწვდეს სათამაშოს.ახლა მას ერთ ადგილზე ვეღარ გააჩერებთ,მას სურს გვერდზე გადაბრუნება,ცდილობს ზურგიდან მუცელზე გადაბრუნებას.თვითოეული ბავშვისთვის ეს მოქმედებები ინდივიდუალურია.
ნორმის მიხედვით ბავშვები გვერდზე გადაბრუნებას ოთხი თვის ასაკიდან იწყებენ,ეს ჩვევა მეხუთვე თვიდან ნელ-ნელა გადადის ზურგიდან მუცელზე გადაბრუნების ჩვევაში.მეექვსე თვიდან ბევრი პატარა უკვე ახერხებს გადაბრუნდეს მუცლიდან ზურგზეც.
თუ პედიატრმა განსაზღვრა,რომ ბავშვის განვითარება ასაკობრივ ნორმებს შეესაბამება,მაშინ არ უნდა აღელდეთ რომ პატარა ვერ ითვისებს მოძრაობებს.თანდათანობით ბავშვი შესძლებს მასში ჩადებული ყველა ჩვევის განვითარებას.
თუ ექვსი თვის ასაკში პატარას არ შეუძლია და არ ცდილობს გადაბრუნებას,მაშინ აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.ექიმი დაეხმარება ბავშვს,გამორიცხავს ნერვოლოგიურ დარღვევებს და გირჩევთ ზოგიერთ ვარჯიშს,მასაჟს და სხვა პროცედურებს,რომლებიც დაეხმარება პატარას.
ვასწავლით და ვეხმარებით ბავშვს გადაბრუნებაში - მომზადება
სავარჯიშოები ზურგის,კისრის,მუცლის კუნთების გასამაგრებლად,სამი თვის ასაკის ბავშვებისათვის:
1. მონაცვლეობით მოხარეთ და გაშალეთ ბავშვის ფეხები სავარჯიშო ‘’ველოსიპედის’’ პრინციპით.
2. მოაკიდებინეთ თქვენს ცერა თითებზე ხელები ბავშვს.გაშალეთ ხელები განზე და შემდეგ შეაერთეთ მის მკერდზე.
3. მოაკიდებინეთ თქვენს ცერა თითებზე ბავშვს ხელები და ნელ-ნელა მიიზიდეთ თქვენსკენ.დროთა განმავლობაში ბავშვი თვითონ ისწვლის წამოწევას ხელებისაკენ.
4. დააწვინეთ ბავშვი მუცელზე.ამის გაკეთება უკვე ერთი თვიდან შეგიძლიათ.დაიწყეთ ერთი წუთიდან და გაზარდეთ დრო 10 წუთამდე.ვარჯიში ხელს უწყობს კისრის კუნთების გამაგრებას.
ვარჯიშების ხანგრძლივობა 15 წუთია.
როდესაც ბავშვი კარგად შეძლებს თავის დაჭერას,ხელებზე დაყრდნობას,გახდება უფრო აქტიური და ცნობისმოყვარე,მაშინ შეგიძლიათ ასწავლოთ მას გადაბრუნება.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს?
იმისათვის რომ სწავლება ადვილი და საინტერესო იყოს შეუქმენით ბავშვს ამისი პირობები:
- ბავშვი უნდა იწვეს სწორ,მყარ ზედაპირზე.
- მიეცით ბავშვს რაიმე მკვეთრი ფერის სათამაშო,რომ მან მისი მიწვდომა მოიდომოს.
- ბავშვი პოზიტიურად უნდა იყოს განწყობილი.
- ვარჯიშის დროს უმჯობესია ბავშვს ტანსაცმელი გახადოთ,ამით მის გაკაჟებასაც შეუწყობთ ხელს.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს გადაბრუნება
საკორექციო ვარჯიშები დაეხმარება ბავშვს ისწავლოს ზურგიდან მუცელზე გადაბრუნება
ვარჯიშები ზურგიდან მუცელზე გადასაბრუნებლად:
1. დააწვინეთ ბავშვი ზურგზე.დააინტერესეთ სათამაშოთი.მიიტანეთ სათამაშო მის სახესთან 30 სანტიმეტის დაშორებით.როდესაც დაინახავთ რომ ბავშვი ცდილობს მისწვდეს მას,დადეთ სათამაშო ის გვერდით ისე რომ შესძლოს მიწვდენა.ბავშვი შეეცდება გვედზე გადაბრუნებას სათამაშოს მხარეს,შეგიძლიათ ოდნავ დაეხმაროთ ხელით.შესაძლოა ეს საკმარისი იყოს რომ ბავშვმა თვითონ შეძლოს გადაბრუნება.
2. დააწვინეთ ბავშვი ზურგზე.მოუხარეთ ერთი ფეხი მუხლის სახსარში და გადაიტანეთ გადასაბრუნებელ მხარეს ისე,რომ მუხლი ეხებოდეს ზედაპირს სადაც ბავშვი წევს.ბავშვი ინერციით გაიწვდენს ხელს ამ მიმართულებით.დაეხმარეთ მას,მიაკიდებინეთ ხელი თქვენს თითზე მაგრამ ნუ გამოსწევთ.თვითონ ბავშვი შეეცადოს საჭირო მიმართულებით გადატრიალებას.
3. დააწვინეთ ბავშვი,მოაკიდებინეთ ერთი ხელი,მეორე ხელი კი დაუდეთ ტერფებთან ისე რომ შეძლოს ხელზე დაყრდნობა ფეხებით,ასე ამას გაუადვილდება გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე.
4. ბავშვი გვერდულად დააწვინეთ თქვენ კი მის უკან დადექით და შეუქმენით მას დასაყრდენი, რომ ზურგისაკენ არ გადმობრუნდეს.ბავშვის წინ სათამაშო დადეთ.ასეთი სავარჯიშო ამაგრებს კისერს და პატარა ეჩვევა გვერდზე წოლას.
5. ბავშვი კვლავ გვერდულად წევს.დაიკავეთ ის მხრით და ამავდროულად მეორე ხელით მენჯით მიეცით მიმართულება გადასაბრუნებელ მხარეს.შემდეგ პირიქით: დაუფიქსირეთ მენჯი,მხარი და ხელი კი გაუწიეთ გადაბრუნების მხარეს.ვარჯიშის მიზანია - გადაბრუნების სურვილის სტიმულირება.
1.ბავშვი ზურგზე 2.ბავშვი გვერდულად 3. ბავშვი მუცელზე
ვარჯიშები მუცლიდან ზურგზე გადასაბრუნებლად
1. ბავშვი წევს მუცელზე,თვქნ უკან იმყოფებით.დაიკავეთ ბავშვის წინ სათამაშო.გაშალეთ ბავშვის მარჯვენა ხელი ისე რომ ის მიწსვდეს სათამაშოს,შემდეგ კი ნელა გადაიტანეთ ის მარცხენა მხარეს ბავშვის თავზე.ბავშვი გადაბრუნდება სათამაშოს მიმართულებით.
2. ბავშვი წევს მუცელზე,მოხარეთ მისი მარცხენა ფეხი და გადაიტანეთ მარჯვნივ.ბავშვი შეეცდება წამოწევას ხელებზე და მუცლიდან ზურგზე გადაბრუნებას.ყურადღებით იყავით,მკვეთრი გადაბრუნებისას ბავშვმა თავი არ დაარტყას.
3. მუცელზე მწოლარე ბავშვი ცოტათი წამოსწიეთ,ისე რომ ხელებს ეყრდნობოდეს.ამის გაკეთება უკვე ერთი თვიდან შეგიძლიათ.
არ დაგავიწყდეთ ვარჯიშების ორივე მხარეს შესრულება თანაბარი რაოდენობით,კუნთოვანი აპარატის თაბარად განვითარებისათვის.თვითოეულ სავარჯიშოს დაუთმეთ 3 წუთი,დღეში ორჯერ.
ბავშვი სწრაფად ისწავლის გადაბრუნებას და სხვა ჩვევებსაც აითვისებს თუ ვარჯიშებთან ერთად ჩაატარებთ სხვა პროცედურებსაც
- მასაჟი ამაგრებს კუნთებს,ხსნის ფიზიოლოგიურ ტონუსს,ატონიზირებს ნერვულ სისტემას/.
- თითების მასაჟი დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე,განსაკუთრებით აზროვნებაზე და ლაპარაკის უნარზე/.
- ცურვა /ამაგრებს სახსრებს და კუნთებს,აყალიბებს ტანადობას,ავითარებს ვესტიბულარულ აპარატს,დადებითად მოქმედებს ემოციურ ფონზე,ასტიმულირებს იმუნიტეტს.
- გაკაჟება ამაგრებს იმუნიტეტს,შეგიძლიათ ვარჯიშების და მასაჟების პარალელურად ჩაატაროთ/.
- ფიტნეს ბურთი - შესანიშნავი ტრენაჟორია მთელი კუნთოვანი აპარატისთვის.ასეთი ვარჯიშების საფუძველია ბავშვის რეფლექტორული მოძრაობები.ვარჯიში შესაძლებელია 2 კვირის ასაკიდან დაიწყოთ.არსებობს ვარჯიშების მთელი სისტემა ფიტნეს ბურთისთვის,რომელშიც შედის გადაბრუნების ჩევის განვითარება.
ზურგის კუნთების გამაგრება ერთ წლამდე ბავშვისთვის
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
ვასწავლით ბავშვს გადაბრუნებას - მარტივი ვარჯიშები

20-10-2017, 02:05

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно