მეცნიერებმა დაადგინეს,რომ ბავშვები ინტელექტს მემკვიდრეობით დედისაგან იღებენ

მეცნიერები ამტკიცებენ: ადამიანი გონებრივი შესაძლებლობების 40-60% -ს მშობლებისაგან ღებულობს,ამასთან ინტელექტის გენები აღმოჩენილია მხოლოდ X ქრომოსომაში.
გარკვევით რომ ვთქვათ,ჭკვიანი ადამიანები თავის შესაძლებლობებს პირველ რიგში დედებს უნდა უმადლოდნენ, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები იმ გენების გადაცემაზე,რომლებსაც გავლენა აქვთ ინტელექტზე.
გამოირკვა,რომ ბავშვებს,რომლებსაც წილად ერგოთ მეტი დედისეული გენი,უფრო დიდი მოცულობის ტვინი,მაგრამ შედარებით მომცრო სხეული აქვთ.მათ კი,ვისაც გენები მამისაგან ერგოთ,ყველაფერი პირიქით აქვთ.
ემბრიონის უჯრედების ზრდის პერიოდში,მამისეული გენები უზრუნველყოფს მათ გადარჩენას.ისინი თავმოყრილია ტვინის ლიმბურ სისტემაში,რომელიც პასუხს აგებს აგრესიულობაზე,შიმშილზე და სექსზე.
თუმცა მკვლევარები ამტკიცებენ,რომ მამისეული უჯრედები არ იქნა ნაპოვნი ტვინის ქერქში - იმ ზონაში,სადაც ვითარდება ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი კოგნიტიური ფუნქციები: ინტელექტი,აზროვნება,დაგეგმარების უნარი და ენების შესწავლის უნარი.
როგორც არ უნდა იყოს,არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ გონებრივი შესაძლებლობები არ არის 100%-ით გენეტიკური.სხვა გამოკვლევის შედეგები გვიჩვენებს,რომ დედები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შვილების ინტელექტუალურ განვითარებაში ფიზიკური და ემოციური კონტაქტის საშუალებით.ესე იგი ბავშვის და დედის ურთიერთდამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია მისი ინტელექტის განვითარებაში.
გამოკვლევის ავტორების მტკიცებით,ბავშვები,რომლებსაც დედასთან ჩამოუყალიბდათ მჭიდრო და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები,ავლენენ მეტ შეუპოვრობას მიზნის მისაღწევად და ნაკლებად მიდრეკილები არიან რთული საკითხების გადაჭრისას იმედგაცრუებისაკენ.
მიუხედავად იმისა,თუ რას ამბობენ გენეტიკოსები,მამებმა თავი დაკნინებულად არ უნდა იგრძნონ.ისინი ბავშვებისათვის სანიმუშო მაგალითს,მიბაძვის ობიექტს უნდა წარმოადგენდნენ,მამაც ისევე იღებს მონაწილეობას ბავშვის განვითარებაში,როგორც დედა.
ინტელექტის კოეფიციენტი /IQ/,რაც დაბადებიდანვე დაგვყვება,დიდ როლს თამაშობს,მაგრამ საბოლოოდ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

4-10-2017, 20:46

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно