ახალშობილი

მთავარი,რაც ახალშობილს ესაჭიროება - ეს არის დედის სხეულთან კონტაქტი,სითბო და ძუძუს წოვა.ამიტომ ბევრ სამშობიარო სახლში პატარას დაბადებისთანავე აწვენენ დედის მკერდზე,სადაც ის ისევ იგრძნობს დედასთან ერთიანობას და მიიღებს ხსენის პირველ წვეთებს.ახალშობილი კონცენტრირებულია,ფართოდ ახელს თვალებს და მზადაა აღბეჭდოს თავისი ცხოვრების მთავარი ადამიანი - დედა.დედაც ინსტიქტურად ეალერსება ახალშობილს და მისი ორგანიზმი იღებს სიგნალს: მშობიარობა დამთავრდა,ბავშვი ცოცხალია და ითხოვს დედის რძეს და მოვლას.აუცილებელი ტესტები და მანიპულაციები,რომლებიც მიღებულია სამშობიარო სახლში შესაძლებელია აქვე ჩატარდეს დედის მკერდზე,ან შეთანხმების შემთხვევაში ოდნავ გადაიდოს რომ არ შეუშალოს ხელი პირველ კონტაქტს.

ახალშობილის სიგრძე და წონა - პედიატრების მონაცემები

ახალშობილი

ქვედა ზღვარი

ზედა ზღვარი

ვაჟების წონა კგ.

 2,9

3,9

გოგონების წონა კგ.

  2,8

3,9

ვაჟების სიგრძე სმ.

48,0

53,5

გოგონების სიგრძე სმ.

47,5

53,1

ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ.

33,7

36,7

გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ.

32,5

35,5

ვაჟების მკერდის გარშემოწერილობა სმ.

32,3

36,8

გოგონების მკერდის გარშემოწერილობა სმ.

32,0

36,0

ახალშობილის სიგრძე და წონა - ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციის მონაცემები

ახალშობილი

ქვედა ზღვარი

ზედა ზღვარი

ვაჟების წონა კგ.

2,5

4,4

გოგონების წონა კგ.

2,4

4,2

ვაჟების სიგრძე სმ.

46,1

53,7

გოგონების სიგრძე სმ.

45,4

52,9

ვაჟების თავის გარშემოწერილობა სმ.

31,5

36,2

გოგონების თავის გარშემოწერილობა სმ.

31,9

37,0

დაბადებისას ახალშობილი საშუალოდ 52 სანტიმეტრის სიგრძისა წონით კი დაახლოებით3-დან 4 კილოგრამამდე.მას სხეულთან შედარებით დიდი თავი აქვს და საკმაოდ მოკლე და სუსტი კიდურები.ფაქტიურად ახალშობილის  თავი მისი საერთო წონის მეოთხედს შეადგენს.ის ჯერ კიდევ ემბრიონის პოზაში იმყოფება და ასე იქნება პირველი კვირების განმავლობაში.

დაბადებიდან ერთი წუთის შემდეგ ჩვილი გაივლის თავის სიცოცხლეში პირველ ტესტს - მას შეაფასებენ აპგარის შკალით.შეფასება,რომელსაც ღებულობს ბავშვი,გვიჩვენებს როგორც მის მდგომარეობას დაბადებისას,ასევე იმ რეამიმაციული პროცედურების აუცილებლობას რაც ახალშობილს ესაჭიროება,იმ შემთხვევაში თუ ის დაბალ შეფასებას მიიღებს.

აპკარის შკალა

ქულა

0

1

2

კანის ფერი

მკრთალი

კიდურები მოლურჯოა

ვარდისფერი,

მოწითალო

სუნთქვა

არ აღინიშნება

შენელებული,

არათანაბარი

კარგი,ხმამაღლა ტირის

გულისცემა

არ აღინიშნება

120 დარტყმაზე ნაკლები/წუთში

120 დარტყმაზე მეტი/წუთში

რეფლექსები

არ აღინიშნება

მსუბუქი გრიმასა

ახველებს,

აცემინებს,ყვირის

კუნთების ტონუსი

არ აღინიშნება

კიდურები მოხრილია

აქტიურად ამოძრავებს კიდურებს

ჩვეულებრივ ახალშობილები საშუალოდ 7-9 ქულით ფასდებიან.თუ 6 ქულაზე ნაკლები შეფასებაა მიღებული,მას გაუწევენ აუცილებელ დახმარებას.დაბადებიდან 5 წუთის შემდეგ ექიმი კვლავ გასინჯავს პატარას,მეანი დაუმუშავებს ჭიპლარს,მოაცილებს დამცავ საცხს,აწონის და გაზომავს ბავშვს.შემდეგ ჩვილს შეახვევენ და ცოტა ხნით ათავსებენ გამათბობელი ნათურის ქვეშ.

დაბადებისთანავე ახალშობილს სერიოზული გამომეტყველება აქვს და თვალებსაც ფართოდ ახელს.კანი როგორც წესი, მოწითალო ფერისაა,თვალები შესაძლოა შეშუპებული ქონდეთ.თავი,რომელიც ყველა ახალშობილს საკმაოდ მოზრდილი აქვს,შესაძლოა დეფორმირებული იყოს - შეჭყლეტილი ან კუთხოვანი ფორმის.თვალები შეიძლება სისხლჩაქცევების გამო წითელი იყოს,ცხვირი ბრტყელი ფორმის აქვთ,სახე კი სულაც ნიკაპის გარეშე მოგეჩვენებათ.ტანი მომცროა,ფერმკრთალი,გამოხატულია სისხლძარღვოვანი ქსელი,შესაძლოა შეინიშნებოდეს სისხლჩაქცევები(განსაკუთრებით მაშინ,თუ გამოყენებული იქნა მაშები).სხეულის ზედა ნაწილი შესაძლოა დაფარული იყოს ღინღლით,ზოგგან კი შეინიშნება ცვილოვანი ნადები.ყველა ეს მცირეოდენი ‘’არასრულყოფილება’’ მალე გაქრება.

ახალშობილის მოძრაობები არაკორდინირებულია,ის თითქმის განუწყვეტლივ ამოძრავებს ქაოსურად ხელებს და ფეხებს,იჭიმება.თითები შეკრული აქვს მუშტებად,ხელ-ფეხს ბოლომდე არ შლის.

ახალშობილის ნერვული სისტემა მზადაა ფუნქციონირებისათვის,თუმცა მისი ზოგიერთი ფუნქცია სხვადასხვა ხარისხის სიმწიფისაა.დისტანციური ანალიზატორები - მხედველობითი და სმენითი - უკეთაა განვითარებული,ვიდრე მოძრაობის უზრუნველსაყოფი ანალიზატორები.დაბადებიდან უკვე პირველ დღეებში ახალშობილი აფიქსირებს მზერას მოზრდილი ადამიანის სახეზე ან მკვეთრი ფერის სათამაშოზე.მოძრავი საგნის მეშვეობით შესაძლებელია მისი თვალების მოძრაობის გამოწვევა,თუმცა თვალის მიყოლება საგანზე საკმაოდ არამდგრადია.უფრო ხანგრძლივად  მოძრავი საგნისათვის თვალის გაყოლება მას დაბადების მე-10-15 დღიდან შეუძლია.ჩვილს შეუძლია უსმინოს საუბარს და გამოსცეს ცალკეული,ხმოვანი ბგერები.

ვიზიტი პედიატრთან

ყოველდღე,სამშობიარო სახლიდან გამოწერამდე ახალშობილს ამოწმებს ექიმი ნეონატალოგი.ექიმი უნდა დარწმუნდეს,რომ ბავშვი ჯანმრთელია და მისი ყველა ორგანო და სისტემა ნორმალურადაა განვითარებული.ძვირფასო დედებო,ნუ მოგერიდებათ დაუსვათ ექიმს კითხვები.ნეონატალოგი პატარას თავიდან ფეხებამდე სინჯავს,რომ არაფერი გამოეპაროს.

  • პირველ რიგში ექიმი ყურადღებას აქცევს ბავშვის პოზას,მისი კანის ფერს,იმას თუ როგორ ტირის.ამის შემდეგ საგულდაგულოდ სინჯავს თავს,ამოწმებს ყიფლიბანდს.
  • შემდეგ ათვალიერებს ბავშვის პირის ღრუს.მნიშვნელოვანია რომ გამოირიცხოს ‘’მგლის ხახის’’ დეფექტი,თორემ შესაძლოა ბავშვი დაიხრჩოს ძუძუს წოვის და კვების დროს.
  • იმისათვის რომ შეამოწმოს ხომ არ აქვს პატარას ლავიწის მოტეხილობა,ექიმი ამოწმებს ლავიწის ძვლებს.თუ მოტეხილობა აღმოჩნდა,პატარას ხელს დაზიანებული ლავიწის მხრიდან აფიქსირებენ სახვევით,რამოდენიმე დღის განმავლობაში.არ აღელდეთ: ლავიწი მალე ხორცდება.
  • ამის შემდეგ ექიმი უნდა დარწმუნდეს,რომ ბავშვს სწორად აქვს ფორმირებული გულმკერდი,ხელები,ფეხები,ტერფები.ის აუცილებლად დაათვალიერებს ბავშვის ხელისგულებსაც.
  • იმისათვის რომ შეამოწმოს ხომ არ არის მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა,ექიმი მოხრის ბავშვის ფეხებს მუცელთან და გადაიტანს გვერდზე,ასევე შეამოწმებს ბრტყელტერფიანობას და ფეხმრუდობას.
  • შემდეგ შეამოწმებს სასქესო ორგანოებს,ნახავს ჩამოშვებულია თუ არა ორივე საკვერცხე.შეამოწმებს ანუსს და გკითხავთ ქონდა თუ არა პატარას კუჭის მოქმედება.
  • მოუსმენს ბავშვის გულისცემას და ფილტვებს.
  • მოუსინჯავს პატარას მუცელს,განსაზღვრავს ღვიძლის ზომებს.
  • შეამოწმებს ბავშვის კუნთების ტონუსს,როგორ რეაგირებს ის გასინჯვაზე და როგორ არის გამოხატული მისი ფიზიოლოგიური რეფლექსები.

გასინჯვის დროს ნეონატალოგი:

  • გაგაცნობთ ბავშვის მდგომარეობას.
  • უპასუხებს თქვენს კითხვებს.
  • მოგცემთ აუცილებელ რეკომენდაციებს მოვლასა და კვებასთან დაკავშირებით.
  • დაგინიშნავთ მკურნალობას,თუ აღმოაჩენს პრობლემებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ახალშობილის რეფლექსები

დაბადებიდან პირველ დღეებში ჯანმრთელი ბავშვები ავლენენ რეფლექტორულ რეაქციებს,ეგრედ წოდებულ ახალშობილის რეფლექსებს.მათი შემოწმებისას ექიმი აფასებს ჩვილის  ნერვული სისტემის მდგომარეობას.ექიმის კომენტარი ‘’კუნთების ტონუსი და ფიზიოლოგიური რეფლექსები ნორმაშია’’ აღნიშნავს,რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ყველაფერი კარგადაა.

ხამხამის რეფლექსი.სინათლის ანთება ან ჰაერის ნაკადი აიძულებს პატარას ახამხამოს თვალები.

ძებნის რეფლექსი.ლოყაზე თითის შეხებისას ბავშვი თავს აბრუნებს შეხების მიმართულებით და წამოწევს ტუჩებს.ეს რეფლექსი ვლინდება ძუძუს მიცემის დროს.აღმოჩენილია ორსულობის 28-ე კვირიდან.

ხორთუმისებური რეფლექსი.ტუჩის კუთხესთან თითის მსუბუქად დარტყმისას ჩვილი ტუჩებს წამოწევს და ტუჩებს მოამრგვალებს.რეფლექსი გრძელდება 2-3 თვემდე.

წოვის რეფლექსი.ტუჩებზე შეხებისას იწყებს წოვით მოძრაობებს.კვების შემდეგ ეს რეფლექსი შედარებით შენელებულია და გარკვეული დროის შემდეგ აღდგება.

ყლაპვის რეფლექსი. პატარა ცდილობს გადაყლაპოს ყველაფერი რაც პირში მოხვდება.მართალია ეს რეფლექსი დაბადებისთანავე ვლინდება,მას მოუწევს ისწავლოს ყლაპვის მოქმედების კოორდინირება სუნთქვასთან ერთად და ვიდრე მიეჩვევა დროდადრო დაახველებს.ბავშვი ჩაისუნთქავს მხოლოდ მაშინ,როდესაც სისხლში მცირდება ჟანგბადის დონე.დედის საშოში ჟანგბადი მცირე რაოდენობით იყო,მაგრამ საკმარისი იყო მისი ზრდისა და განვითარებისათვის.ახლა კი მას მოუწევს ახალ პირობებთან შეგუება.ამიტომ გარკვეული დროის მანძილზე ბავშვი სწავლობს სუნთქვას: რიტმულად სწრაფად ჩასუნთქვას და ნელა ამოსუნთქვას და ამ შუალედში საკვების ჩაყლაპვას.

ბაბკინის რეფლექსი.თუ ბავშვს ხელის გულზე ცერა თითის ქვეშ დავაწვებით ის პირს აღებს და თავს აბრუნებს.ეს რეფლექსი  3 თვემდე გრძელდება.მისი გამოყენება შეგიძლიათ აუცილებლობის შემთხვევაში,მაგალითად წამლის დალევისას.

ხელის ტაცების ანუ რობინსონის რეფლექსი.ბავშვი ებღაუჭება,ხელს სტაცებს ხელის მტევანთან მიახლოებულ საგნებს.მჭიდროდ მოჭიდების შემთხვევაში შეგიძლიათ ბავშვი წამოსწიოთ კიდეც.გამოკვლევები საშუალებას იძლევა რომ ვივარაუდოთ -  ტაცების და ბაბკინის რეფლექსი გადმოგვეცა ჩვენი წინაპრებისაგან - მაიმუნებისაგან.ადგილიდან ადგილზე გადასვლისას მაიმუნის ნაშიერებს უხდებოდათ დედის ბეწვზე ჩაბღაუჭება.გამოკვლევებით დადგინდა,რომ კვების დროს ეს რეფლექსი უფრო ძლიერადაა გამოხატული - ამაში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ.ეს რეფლესი 7 თვის ასაკისათვის ქრება.

მოხვევის ანუ მოროს რეფლექსი.თუ ბავშვის თავიდან 20-30 სანტიმეტრის დაშორებით მსუბუქად დააკაკუნებთ მაგიდაზე,ის ხელებს გაშლის,ფეხებს ასწორებს და წელში იხრება.შემდეგ ხელებს გადააჯვარედინებს,ფეხებს მუცლისკენ მოხრის,თითქოს რაიმეს ეხვევა,იღებს ემბრიონის პოზას.ეს რეფლექსი 4 თვემდე გრძელდება.

ტერფის რეფლექსი.ფეხისგულზე თითის დაწოლისას,მეორე და მესამე თითებს შორის - ბავშვი ხრის თითებს.

ბაბინსკის რეფლექსი.თუ შიშველ ტერფზე თითს გაუსვამთ ქუსლიდან თითებისაკენ ბავშვი ცერა თითს გაშლის და დანარჩებებს მოხრის და გაშლის მარაოსებურად.

დაცვითი რეფლექსი.ახალშობილის მუცელზე დაწვენისას ის ცდილობს თავის გვერდზე მობრუნებას და მის წამოწევას.ეს რეაქცია მისთვის აუცილებელია რომ არ გაიგუდოს.1-1,5 თვის შემდეგ ბავშვი უკვე აქტიურად ცდილობს თავის დაჭერას.

ბაუერის ანუ ცოცვის რეფლექსი.მუცელზე წოლისას ტერფებზე ხელის მიდებისას ბავშვი რეფლექსურად ახდენს უკუკვრას და წინ გადაადგილებას.რეფლექსი ქრება 3-4 თვიდან.

გალანტის რეფლექსი.თუ ხერხემლის გვერდით თითს გავაყოლებთ ბავშვი იხრება თაღისებურად გამაღიზიანებლის მხარეს.

პერესის რეფლექსი.თუ მუცელზე დაწვენილ ბავშვს კეფის კუთხიდან კისრის მალების წანაზარდებზე თითს გავაყოლებთ ბავშვის რეაქცია იქნება: ა)ხანმოკლე აპნოე ბ)ყვირილი გ)ლორდოზი-თეძოს აწევა დ)ზემო კიდურების მოხრა ე)გენერალიზებული ჰიპერტონია ვ)შესაძლოა დეფეკაციაც.

საყრდენის რეფლექსი.ბავშვს თუ დავიჭერთ საყრდენის მიმართულებით, დავინახავთ რომ შეეცდება დადგეს (ეძებს საყრდენს). გრძელდება 2 თვემდე.

სიარულის რეფლექსი.თუ ბავშვს ავიყვანთ ხელში და დავიჭერთ საყრდენთან ახლოს, დავინახავთ რომ დაიწყებს ფეხების რითმულ მოძრაობას საყრდენის მიმართულებით. ეს რეფლექსი 2-3 თვის ასაკისთვის ქრება.

ყვინთვის რეფლექსი.თუ ახალშობილის სახეზე წყალი მოხვდება,მაშინ გულისცემის სიხშირე იკლებს და ბავშვი ფერმკრთალდება.წყალში მოხვედრისას ჩვილი გარკვეული დროის განმავლობაში სუნთქვას იკავებს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის


28-06-2017, 02:10

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно