როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს ბანაობის ეშინია

სიტუაცია,როდესაც ჩვილ /ძუძუთა/ ბავშვს ბანაობის ეშინია,უფრო გამონაკლისია,ვიდრე ნორმა.ახალშობილებს წყლის არ ეშინიათ.9 თვის განმავლობაში პატარა სანაყოფე წყალში ‘’ცურავდა’’.ამიტომ,დაბადების შემდეგ თბილ წყალში ჩაწვენისას,ის ნაცნობ გარემოში აღმოჩნდება და სიამოვნებას განიცდის ბანაობისას.იგი მშვიდდება,თავისუფლად ამოძრავებს ხელებს და ფეხებს,იღიმება.თუ თქვენ გეჩვენებათ რომ ახალშობილს წყლის ეშინია,ეს ასე არ არის,ის უბრალოდ ჭირვეულობს.

არ უნდა აგერიოთ შიში და ჭირვეულობა.წყლის შიში ბავშვებს უფრო მოგვიანებით უყალიბდებათ,ისინი იწყებენ შიშის აღქმას წყლის ზედაპირზე ტივტივისას.

მიზეზები,რის გამოც ბავშვებს ბანაობის ეშინიათ

თუ ბავშვი თავიდანვე გამოხატავს ბანაობის დროს ‘’შიშს’’,მიზეზები ბანაობის არასწორ ორგანიზებაში უნდა ვეძებოთ.შესაძლოა წყლის ტემპერატურა ბავშვისთვის არაკომფორტულია /ცივია ან ზედმეტად ცხელი/.წარმოიდგინეთ ბავშვის მდომარეობა,რომელიც ცხელ წყალში ჩააწვინეს,რასაკვირველია მომდევნო ჯერზე ის შიშს გამოხატავს... შეიძლება პატარას თავი წყლის ქვეშ აღმოჩნდა და მან წყალი ჩაყლაპა,ან შამპუნმა აუწვა თვალები.ახალშობილს შესაძლოა ხმამაღალი ხმისაც შეეშინდეს ბანაობისას და ყოველი ბანაობა მას ამ უსიამოვნო შეგრძნებებს გაახსენებს.ამიტომ,რათა არ შეაშინოთ ბავშვი,შექმენით ბანაობის დროს მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო.

არის სიტუაცია,როდესაც პატარა თავდაპირველად სიამოვნებით იღებდა წყლის პროცედურებს და უცებ დაიწყო ისტერიკების მოწყობა სააბაზანო ოთახის დანახვისთანავე.თუ მან ქცევა შეიცვალა დაბადებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ,საჭიროა გაერკვეთ სიტუაციაში და გაიგოთ რის გამო დაეწყო პატარას ბანაობის შიში.

მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს:

  • შეშინება.

  • წყლის არაკომფორტული ტემპერატურა.

  • წყლის ჩაყლაპვის შიში.

  • პატარას არ მოსწონს თავის დაბანა/ეშინია თვალების დაწვის/.

  • მოუხერხებელი აბაზანა: სხლტება და ღრმად ჩადის წყალში.

  • მოუხერხებლად ჩავარდა წყალში/კვალვ ჩავარდნის შიში/.

  • ბავშვს ჰქონდა დაოდვილობა და ბანაობისას ტკივილი იგრძნო.

  • ნერვიული სიტუაცია/მიზეზი როგორც მიხვდით მშობლებშია/.

უსაფრთხოების წესები

იმისათვის რომ თავიდან აირიდოთ ბავშვში ბანაობის შიში,დაიცავით უსაფრთხოების წესები პირველივე ბანაობიდან:

  • წყლის ტემპერატურა 36-37 გრადუსი უნდა იყოს.

  • შეიძინეთ სპეციალური სავარძელი ან აბაზანა რომელსაც ნაჭრის ჰამაკი აქვს ბავშვის ჩასაწვენად.ეს მოწყობილობა საჭიროა იქმდე,ვიდრე პატარა ჯდომას მიეჩვევა.ის კარგად აფიქსირებს ბავშვს და საშუალებას აძლევს დედას დაუხმარებლად დაბანოს ბავშვი.

  • დიდი ზომის აბაზანაში ბანაობისას შიძინეთ სპეციალური რეზინის ჩასაფენი,რომ თავიდან აიცილოთ ბავშვის ვარდნა და წყალში ჩაცურება.

  • ბავშვს თავი დაბანეთ სპეციალური შამპუნით ‘’ცრემლების გარეშე’’,ის არ იწვევს თვალების წვას.კვირაში რამდენჯერმე თავის დაბანა საკმარისი იქნება.

  • არ ჩაუმატოთ ბანაობისას ცხელი წყალი.

  • არც ერთი წუთით არ მიატოვოთ პატარა უყურადღებოდ ან მოზრდილი ბავშვების ყურადღების ქვეშ,ჩვილი ბავშვისთვის რამოდენიმე წამიც საკმარისია მცირე რაოდენობის წყალშიც კი.

  • ნუ აბანავებთ ბავშს ზედმეტად ხანგრძლივად,რომ არ გადატვირთოდ ორგანიზმი.სრულიად საკმარისია 5-10 წუთი.

არსებობს სხვადასხვა მეთოდი ბანაობის შიშის დასაძლევად.შესაძლოა რამოდენიმე მათგანის მოსინჯვა დაგჭირდეთ,ვიდრე რომელიმე გაამართლებს თქვენი პატარასათვის.

მეთოდი  1
ადრეულ ბავშვობაში პატარები სწრაფად ივიწყებენ თავის შთაბედილებებს /სასიამოვნოს ან ნეგატიურს/,ამიტომ ყველაზე ადვილი მეთოდია რამოდენიმე დღით ბანაობაზე უარის თქმა.უსიამოვნო მოგონებები დავიწყებული იქნება და პატარა კვლავ სიხარულით მიიღებს წყლის პროცედურებს.

მეთოდი  2
ასევე,ყველაზე ადრეულ ბავშვობაში პატარასათვის სააბაზანო ოთახი მისთვის უსიამოვნო მოქმედებებთან ასოცირდება.ზოგჯერ გარემოების შეცვლა /სხვა ოთახში ბანაობა/ მოულოდნელ შედეგს იძლევა: ახალ გარემოში ბავშვი მშვიდად და ადეკვატურად იქცევა.

მეთოდი  3
შეარჩიეთ ხელსაყრელი მომენტი,როდესაც ბავშვი კარგ განწყობაზეა.აიყვანეთ ხელში,ესაუბრეთ ალერსიანად,მიიყვანეთ წყალთან.დაიხარეთ მასთან ერთად,ისე რომ მას ეგონოს თითქოს ერთად ბანაობთ.მიეცით ხელში სათამაშო ყურადღების გადასატანად.შეიძლება შიშის დასაძლევედ რამოდენიმე დღე დაგჭირდეთ.ნუ დაიძაბებით,იმოქმედეთ მშვიდად.მალე პატარა მიეჩვევა და სიამოვნებით იბანავებს.

მეთოდი  4
შიშის დასაძლევად კიდევ ერთი კარგი მეთოდია ერთად ჩასვლა აბაზანაში დედასთან ან მამასთან.უფროსმა ამ პროცედურამდე ჰიგიენური შხაპი უნდა მიიღოს.მშობელთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნისას პატარა თავს უსაფრთხოდ გრძნობს და მშვიდდება.

მეთოდი  5
ეს მეთოდი იმ პატარებისათვის გამოდგება რომლებიც უკვე თავდაჯერებულად ზიან.ტაშტში ჩაასხით მცირე რაოდენობის წყალი და ჩააწყეთ სხვადასხვა სათამაშო/რეზინის ცხოველები,პლასტმასის თევზები,გემები/.დაიწყეთ პატარასთან თამაში,აჩვენეთ როგორ ისხმება წყალი სარწყავიდან,როგორ დაცურავენ თევზები და გემები.ბავშვები ამ ასაკში სიამოვნებით თამაშობენ მსგავს თამაშებს.გარკვეული დროის შემდეგ ეს თამაშები აბაზანაში გადაიტანეთ ბანაობის დროს.

მეთოდი  6
შედარებით მოზრდილი ბავშვებისათვის.არის შემთხვევები,როდესაც ბავშვი შემოდის აბაზანაში,წყალში დგება მაგრამ ეშინია შიგ ჩაჯდომის.კითხეთ მას თანახმაა თუ არა რომ უფრო მეტი წყალი ჩაამატოთ აბაზანაში,თან ითამაშეთ მასთან.ნუ იჩქარებთ,ნაბიჯ- ნაბიჯ დაძლიეთ ბავშვის შიში წყლის მიმართ.კიდევ ერთი ვარიანტი - გაუშვით საპნის ბუშტები.ბავშვი ყურადღებას გადაიტანს მათზე,დაიწყებს თამაშს და შესაძლოა წყალში ჩაჯდეს კიდეც.

თამაში - შესანიშნავი დამხმარეა ბავშვის ნებისმიერი შიშის წინააღმდეგ.შეეცადეთ

რაც შეიძლება მეტი ითამაშოთ ბავშვთან ერთად აბაზანაში.ჩაუყარეთ ბევრი სათამაშო,გაართეთ,ესაუბრეთ,წაუკითხეთ ლექსები ბანაობაზე.აჩვენეთ როგორ დაცურავს ესა თუ ის სათამაშო - მაშინ ბანაობის პროცედურა მხოლოდ მხიარულებასთან ასოცირდება.ბავშვი დაივიწყებს თავის შიშს ბანაობის დროს.

 თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის


28-06-2017, 01:51

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно