4 მიზეზი თუ რატომ არიან გმირები- ქალები, რომელთაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს

1. რთული ოპერაციის ის რთული მომენტია, როდესაც მას ქმარი არავითარ შემთხვევაში არ დაესწრება.
ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ქმრების უმეტესი ნაწილი ცოლებს ამხნევებენ, უჭირავთ მისი ხელი და გულმოდგინეთ ელოდებიან თავიანთი პირმშოს დაბადებას ერთობლივად. საკეისრო კვეთის შეთხვევაში კი ეს ასე არაა, ქალები ორივე ხელით დაბმული (წნევის ელექტრო და სისტემის აპარატზე) ან ნარკოზის ქვეშ, ან "სპინალური" გაუტკივარების შედეგად წვანან და არიან მუდმივ განცდებში, რომელთაც იქ მყოფი ექთნები არ ანუგეშებენ და სიმარტოვეს შიში ემატება, ერთადერთი ხსნა კი ამ მდგომარეობის ფონზე, პატარას დანახვაა.

2. საკეისრო კვეთის დადებითი პროგნოზირება არ არსებობს.
საკეისრო კვეთა აუცილებელი სამედიცინო პროცესია, რომელიც ინიშნება ორსულობის პერიოდში გართულებული მდგომარეობის ან სერიოზული მიზეზის გამო. ნერვიულობას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ კვეთა ხდება ანესთეზიით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის კონტროლს მშობიარე ვერ ახდენს. თუმცა დედა უძლებს ყველა შიშს და ტკივილს საკუთარი შვილის გამო.

3. საკეისრო კვეთა რთული ოპერაციაა ღრმა ჭრილობითა და ნაკერებით.
საკეისრო კვეთის შემთხვევაში საშვილოსნოს ჭრიან მუცლის არედან, რათა პატარა ამოიყვანონ. ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რამხელაზე უნდა მოხდეს ჭრილობის მიყენება, რომ ახალშობილი გამოეტიოს, რომლის შეხორცებას, საშვილოსნოს შეკუმშვას და ქალის ფორმაში ჩადგომას თვეები და ხშირად წელიწადზე მეტი ჭირდება. ამ ყველაფერთან ერთად კი საშინელი ტკივილების ატანა უწევთ, რომელიც უბრალო სიარულის დროსაც კი გაუსაძლისია.


4. ისინი არაჩვეულებრივები არიან!
საკეისრო კვეთის შემდეგ ქალებს მთელი ცხოვრების მანძილზე რჩებათ მუცელზე ჭრილობის დიდი ნაწიბური, რომლის სირცხვილი და კომპლექსიც არ არსებობს, ისინი ხომ დედები არიან, ყველაზე გამბედავი და არაჩვეულებრივი დედები, რომელთაც შვილები ამ საშინლად ტკივილიანი გზით მოავლინეს.

14-01-2017, 16:37

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно