საინტერესო ისტორია დედა-შვილზე

ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი დედა-შვილი. დედა ღრმად მოხუცებული გახლდათ, რომელმაც მთელი ახალგაზრდობის წლები ერთადერთი შვილის გაზრდას და მის კეთილდღეობას შეალია. ერთხელაც ვაჟი შინ გახარებული დაბრუნდა:

-დედა მე ბედნიერი ვარ. ვიპოვე ადამიანი, რომელიც მსურს იყოს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ჩემი სიხარულის და ტკივილის გამზიარებელი, მაგრამ..
და ვაჟი წუთით ჩაფიქრდა,თვალები ცრემლით აევსო, თუმცა მოიკრიბა გამბედაობა და თქვა:

-დედა, გოგონა რომელიც მიყვარს და მინდა, რომ ჩემი მეუღლე გახდეს, ასევე ისიც თანახმაა მხოლოდდამხოლო ერთი პირობით, თუ მას შენს გულს მივუტან.

ვაჟმა დაამთავრა გოგონას დანაბარები, რომელიც მათი ცხოვრების წინაპირობა იყო და ვაჟს ცრემლებით აევსო თვალები. დედა ჩაფიქრდა და შვილი გულში მიიკრა:

-შვილო, ჯერ კიდევ არ იყავი დაბადებული,როცა მამაშენი დაიღუპა.მთელი ჩემი ახალგაზრდობა შენს გარზდას შევალიე,რომ არასოდეს, არასოდეს არაფერი არ მოგკლებოდა.ქარში,წვიმაში, თუნდ ყველა სუსხიან ამინდსა და ზაფხულის ყველაზე ცხელ მზიან დღეს მე ვშრომობდი მხოლოდდამხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის.დღეს კვლავ შემიძლია, რომ შენთვის უთქმელად გავწირო თავი, თუკი ეს შენ ჭეშმარიტ ბედნიერებას მოგიტანს შენი ცხოვრების განმავლობაში.

ბიჭს თვალები სიხარულით აევსო,დედის ბოლო სიტყვები არც კი გაუგონია, რომ უკვე ხელში ეჭირა მშობლის სისხლმდიანრე ჯერ კიდევ მფეთქავი გულიდა თავისი რჩეულისაკენ მიიჩქაროდა, რომ უეცრად ქვას ფეხი წამოჰკრა და დაეცა. ვაჟმა ტკივილისგან წამოიძახა:
- ვაიმე დედა.
- ვაიმე, შვილო ხომ არაფერი იტკინე?
იყო ხმა სისხლმდიარე გულისა,რომელიც კვლავ შვილის სიყვარულით ძგერდა...

14-02-2017, 21:32

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно