რა უნდა ვიცოდეთ ორგაზმის შესახებ?

შესაძლებელია, შემცირდეს ქალის მგრძნობელობა ვიბრატორის რეგულარული გამოყენებით?
არა, მაგრამ ვიბრატორის ხშირი გამოყენებით ქალი უფრო მოუთმენელი გახდება პარტნიორის მიმართ. ქალი უფრო კარგად იცნობს საკუთარ სხეულს, ვიდრე მამაკაცი. შესაბამისად, ორგაზმის მიღწევა მასტურბაციის დროს უფრო ადვილია. შესაძლებელია, სქესობრივი აქტისას პარტნიორი ყოველთვის იდეალურად ვერ მოიქცეს და ორგაზმის მისაღწევად გაცილებით მეტი დრო დაგჭირდეთ, ვიდრე ამას ვიბრატორის დახმარებით ახერხებთ. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

არსებობს კი G წერტილი რეალურად?
ამბობენ, რომ ზოგიერთ ქალს ეს წერილი ვაგინის წინა კედელზე აქვს. ამ ადგილას ქალის მგრძნობელობა პიკს აღწევს. ზოგწერ კი ის, დაახლოებით, ხუთი სანტიმეტრის სიღრმეზე მდებარეობს საშოდან. მისი სტიმულაცია ადვილადაა შესაძლებელი მამაკაცის სასქესო ორგანოთი ან თითებით. ზოგიერთი ექიმის აზრით ეს, უბრალოდ ფოროვანი ქსოვილია კლიტორის შიგნით, ზოგიერთი კი მის არსებობას საერთოდ არ აღიარებს.



რა სახის ორგაზმია უკეთესი - ვაგინალური თუ კლიტორული?
ორგაზმი ორგაზმია! ორგაზმის მიღწევა კლიტორის სტიმულაციით უფრო ადვილია. უცნაურია, მაგრამ ზოგიერთი ქალი ანალური სექსის დროს ან მკერდის სტიმულაციით ორგაზმს უფრო სწრაფად აღწევს ვიდრე ვაგინალური სექსისას. არსებობს მითი, რომ ორგაზმის მისაღწევად ვაგინალური შეღწევა აუცილებელია. ეს მითი მამაკაცებმა მოიგონეს რომ ქალები სექსზე ადვილად დაითანხმონ.

არსებობს თუ არა ქალის ეაკულაცია?
ზოგიერთი ქალის შემთხვევაში არსებობს. ზოგჯერ საშვილოსნო ორგაზმის დროს სითხეს გამოყოფს. ეს პროცესი მამაკაცის ეაკულაციის მსგავსია, რა თქმა უნდა, სპერმის გარეშე. სექსის დროს საშოს კედლების შეკუმშვის შედეგად სითხე გარეთ გამოდის და ძლიერ ორგაზმს იწვევს.

13-09-2016, 20:56

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно